Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Март
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

თალიბანმა პაკისტანი დაადანაშაულა სამედიცინო დაწესებულებაზე დარტყმაში, პაკისტანი უარყოფს

0

ავღანეთის მმართველმა თალიბანმა განაცხადა, რომ პაკისტანის ჯარებმა ქაბულში ავიაიერიში მიიტანეს ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა სარეაბილიტაციო კლინიკაზე. თალიბანის თანახმად, დაიღუპა სულ მცირე 400 ადამიანი და 250 დაიჭრა. პაკისტანმა სამოქალაქო დაწესებულებაზე დარტყმა უარყო.

თალიბანის მთავრობის ინფორმაციით, სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაზე ავიადარტყმა 16 მარტს, საღამოს იყო და საავადმყოფოს მნიშვნელოვანი ნაწილი დანგრეულია.

მეხვერპლის შესახებ თალიბანის მონაცემები ჯერჯერობით არ არის გადამოწმებული დამოუკიდებელი წყაროებით.

BBC და სააგენტო AFP ადასტურებენ შენობის ნგრევას და ხანძარს. BBC-ს კორესპონდენტებმა ნახეს 30-ზე მეტი ცხედარიც, რომლებიც საკაცით გამოჰქონდათ.

პაკისტანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულსა და ნანგარჰარის პროვინციაში „ზუსტი და დეტალურად დაგეგმილი“ დარტყმების სამიზნე იყო სამხედრო ობიექტები და „ტერორისტების მხარდაჭერის ინფრასტრუქტურა“. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია გადაუმოწმებელია.

თალიბანის განცხადებას სამედიცინო დაწესებულებაზე დარტყმისა და დიდი მსხვერპლის შესახებ პაკისტანის ინფორმაციის სამინისტრომ უწოდა „ფაქტების დამახინჯება“, რომლის მიზანია სიტუაციის ესკალაცია „ტრანსსასაზღვრო ტერორიზმის მხარდაჭერის“ შესანიღბად.

პაკისტანის ხელისუფლება ავღანეთის მმართველ რეჟიმს ადანაშაულებს მფარველობაში იმ შეიარაღებული დაჯგუფებების, რომლებიც პაკისტანში ტერაქტებს აწყობენ. თალიბანი ბრალდებას უარყოფს.მხარეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 2026 წლის თებერვლის ბოლოდან განახლდა.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *