Добавить новость
smi24.net
Все новости
Июль
2015

"შემკვეთები სისხლის სამართლებრივი კუთხით არ არსებობენ," - ალექსეი ვენედიქტოვი ბორის ნემცოვის მკვლელობაზე

0

რუს ჟურნალისტს ალექსეი ვენედიქტოვს შეკითხვა დაუსვეს ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებითაც, რაზეც ვენედიქტოვმა უპასუხა, რომ ოპოზიციონერის მკვლელობა არავის შეუკვეთავს. მისი თქმით, ამ დანაშაულს ჰყავს შემსრულებლები და ორგანიზატორები, რომლებმაც თვითნებურად გადაწყვიტეს კადიროვის და პუტინის ოპონენტზე შურისძიება. ვენედიქტოვის აზრით, ხელისუფლებას ნემცოვის მკვლელობაზე მხოლოდ მორალური პასუხიმგებლობა აქვს.

"შემკვეთები სისხლის სამართლებრივი კუთხით არ არსებობენ, ისევე როგორც არ ასებობდნენ შემკვეთები ძმები ცარნაევების შემთხვევაში ბოსტონის მარათონის აფეთქების დროს. ამ ადამიანებმა უბრალოდ გადაწყვიტეს დაემყარებინათ წესრიგი და შური ეძიათ. ეს რაც მე ვიცი. მორალური პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მთავრობის ხელმძღვანელებზეა, რადგან ის ადამიანები ფიქრობდნენ, რომ პრეზიდენტის და კადიროვის ოპონენტის მოკვლით ისინი პრივილეგირებულ მდგომარეობაში იქნებოდნენ. თუმცა აქ ისინი შეცდნენ, რადგან პრეზიდენტი პუტინი კარგად იცნობდა ნემცოვს და მის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდა წარსულში თანამშრომლობის გამო. ამიტომ პრეზიდენტი განრისხებული იყო, როდესაც ნემცოვი მოკლეს, მის რეზიდენციასთან 300 მეტრში,"-განაცხადა ალექსეი ვენედიქტოვმა.

დღევე ვენედიქტოვმა მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების ისტორია გაიხსენა და განაცხადა, რომ სამგზავრო თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს.

 

ავტორი: დავით ნიკურაძე















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *