Добавить новость
smi24.net
Все новости
Июль
2015

"ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანების პროცესი გარდაუვალი იქნება," - ალექსეი ვენედიქტოვი

0

ცოტა ხანში რუსეთის ფედერაცია ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთს გააერთიანებს, ქართულ-რუსული ურთიერთობები კი გაუარესდება,- ასეთი პროგნოზი გააკეთა დღეს "ეხო მოსკვის" მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ვენედიქტოვმა დღეს ვაშინგტონის კარნეგის ცენტრში გამოსვლისას. რუსმა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ვერც დევნილების დაბრუნება მოხდება და ამ კუთხით ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებაც შეუძლებელია.

"ჩემი პროგნოზით გარკვეული, მოკლე დროის შემდეგ ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანების პროცესი და შესაბამისად სამხრეთ ოსეთის შესვლა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, პოლიტიკური თვალსაზრისით, გარდაუვალი იქნება. ამიტომ, ამ კუთხით ურთიერთობის გაუმჯობესება რუსეთთან შეუძლებელია. მთავარი, რა თქმა უნდა ის არის, რომ დევნილები ვერ დაბრუნდებიან და ისინი დაიწყებენ ზეწოლას საქართველოს ნებისმიერ მთავრობაზე. შესაბამისად, აიწევს შიდა ტემპერატურა საქართველოში და ანტირუსული დისკურსი პოპულარული იქნება. ამიტომ, ჩემი პროგნოზით, სამწუხაროდ, ცუდი ურთიერთობები შენარჩუნდება", - განაცხადა ვენედიქტოვმა.

 

ავტორი: დავით ნიკურაძე















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *