Добавить новость
smi24.net
Все новости
Июль
2015

"განსაკუთრებული დატვირთვის მქონე შეხვედრა,"-თამარ ბერუჩაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტზე

0

პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება თურქმენეთის პრეზიდენტი, რომელსაც სულ რამდენიმე წუთში პრეზიდენტი მარგველაშვილი მიიღებს. მას ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

თურქმენეთის პრეზიდენტი თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა. მას აეროპორტში საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები დახვდნენ.

"განსაკუთრებული დატვირთვის მქონე შეხვედრაა,"-განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა. 

ეკონომიკის მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტს პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშველოვანი უწოდა.

თურქმენეთის პრეზიდენტის საქართველოში სტუმრობა პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა მდივანმაც შეაფასა. თენგიზ ფხალაძის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც ქვეყნებს შორის თანამშრომლობას გააძლიერებს.

ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *