"სახალხო დამცველი ვერ გაექცა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში დარღვევების აღწერას,"-ჩიორა თაქთაქიშვილი
სახალხო დამცველმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლა დაასრულა. ამ წუთებში უჩა ნანუაშვილის დეპუტატები შეკითხვებს უსვამენ. უმცირესობაში აღნიშნავენ, რომ ანგარიშიც მიუთითებს, რომ თუ რა რთული ვითარებაა ქვეყანაში უფლებების დაცვის კუთხით.
"სახალხო დამცველი ვერ გაექცა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში არსებული დარღვევების აღწერას. სამწუხაროდ, სახალხო დამცველი ფაქტებს აღწერს დიდი სიზუსტით, მაგრამ ვერ ახერხებს დასკვნების გამოტანას,"-განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ხელისუფლებამ პარლამენტის მიერ მიცემული 47 რეკომენდაციიდან 37 სრულად თუ ნაწილობრივ შეასრულა, დანარჩენზე კი მონიტორინგს აწარმოებენ,-ამის შესახებ ეკა ბესელიამ განაცხადა.
პარლამენტი 2014 წლის ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავს. 900 გვერდიან დოკუმენტში საუბარია ძალოვანი უწყებების საქმიანობაზე, გახმაურებულ საქმეებსა და უმცირესობის უფლებებზე.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი
