მესამე სექტორი გაზპრომთან ფარულ მოლაპარკებებს აპროტესტებს
მესამე სექტორი გაზპრომთან ფარულ მოლაპარკებებს აპროტესტებს და მთავრობას პოლიტიკის გადახედვას ურჩევს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია, ამბობს, გაზპრომთან მოლაპარაკება რუსეთის პოლიტიკის გავლენის ზრდას ნიშნავს, რაც ქვეყნისთვის სახიფათოა.
„ჩვენ ვაპროტესტებთ მთავრობის პოლიტიკას, რადგან ეს არის არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. ეს არის რუსეთის პოლიტიკური გავლენის ზრდა,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრი, გიორგი მშვენიერაძე, კი მთავრობის მხრიდან გაზპრომთან მოლაპარაკებას სახელმწიფოს ღალატს უწოდებს და ამბობს, რომ ეს დაუშვებელია.
გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 4 საათზე დაიწყო. აქციაზე მისულებმა კრემლის ენერგოკომპანიასთან გამართული ფარულ მოლაპარაკებები გააპროტესტეს.