Добавить новость
smi24.net
Все новости
Октябрь
2015

NDI-ის კვლევის შედეგებით, ქართულმა ოცნებამ რეიტინგი დაკარგა, ნაციონალური მოძრაობა კი მხარდამჭერთა მაჩვენებელს ინარჩუნებს

0

NDI-ის კვლევის შედეგებით ქართულმა ოცნებამ რეიტინგი საგრძნობლად დაკარგა, ნაციონალური მოძრაობა კი თავის მხარდამჭერთა მაჩვენებელს ინარჩუნებს.   

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ NDI-ის კვლევები არის სურათი იმ ვითარების, რაც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა.

ნაციონალურ მოძრაობაში ასევე ამბობენ, რომ ამ მონაცემების მიხედვით, ოპოზიციური პარტია კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს მოსახლეობასთან მუშაობის კუთხით.

„ამ კვლევამ აჩვენა, რომ ქართულმა ოცნებამ ქვეყანა კრიზისში შეიყვანა და ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის ვადამდელი არჩევნები. ამ კვლევამ ასევე დაადასტურა ისიც, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ერთდერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც გააჩნია კონკრეტული გეგმა, თუ როგორ გამოიყვანოს ქვეყანა არსებული კრიზისიდან,“ - აცხადებს აკაკი მინაშვილი.

გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ ამ კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ ქართულ ოცნებას ქვეყნის მართვის მანდატი არა აქვს და, რომ "მინიმალურად დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების პირობებშიც კი, მათ გამარჯვების შანსი არა აქვთ".















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *