Добавить новость
smi24.net
Все новости
Октябрь
2015

ქართული ოცნების მხარდამჭერთა 71% თვლის, რომ საქართველოზე რუსეთის გავლენა არ უნდა არსებობდეს

0

იმ რესპონდენტთა 71%, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად ქართულ ოცნებას ასახელებს, მიიჩნევს, რომ საქართველოზე რუსეთის პოლიტიკური გავლენა მცირე ან არანაირი არ უნდა იყოს. 

NDI-ის კვლევაში პასუხები კითხვაზე, როგორი უნდა იყოს რუსეთის პოლიტიკური გავლენა საქართველოზე, დაჯგუფებულია იმის მიხედვით, თუ ვინ რომელ პარტიას მიიჩნევს თავის შეხედულებასთან ყველაზე ახლოს მდგომად.   

კვლევის მიხედვით, ქართული ოცნების მხარდამჭერთა მხოლოდ 7% მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, თუკი რუსეთს საქართველოზე "დიდი პოლიტიკური გავლენა" ექნება. 13% კი მიიჩნევს, რომ ეს გავლენა "საშუალო" უნდა იყოს.  

კითხვაზე, "როგორი უნდა იყოს საქართველოზე რუსეთის ეკონომიკური გავლენა", ქართული ოცნების მხარდამჭერთა 61% თვლის, რომ ეს გავლენა "მცირე ან არანაირი არ უნდა იყოს". 14% მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკური გავლენა ჩვენს ქვეყანაზე "დიდი" უნდა იყოს, 16 %-ის აზრით კი, "საშუალო".















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *