ევროკავშირის მხარდამჭერთა რაოდენობამ იკლო და ევრაზიის მხარდამჭერთა რაოდენობამ იმატა - ლორა ტორნტონი
NDI-ის კვლევით, საგარეო პოლიტიკის კუთხით მოსახლეობაში მცირე ცვლილებები დაფიქსირდა.
როგორც აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი, ლორა ტორნტონი, ამბობს, გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობაში ევროკავშირის მხარდამჭერთა რაოდენობამ იკლო და ევრაზიის მხარდამჭერთა რაოდენობამ იმატა.
„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ყველაზე მთავარი მიგნება არის ის, რომ ოდნავი კლება შეინიშნება ევროკავშირის მხარდაჭერაში და მოსახლეობა განიხილავს ორივე კავშირის - ევრაზიისა და ევროკავშირის სარგებელს და ეს სარგებელი მთლიანად არის ეკონომიკური და არა არის პოლიტიკური. რესპოდენტების 12%-მა ისიც კი განაცხადა, რომ ორივეს დაუჭერდა მხარს.
"ჩვენ ასევე შევნიშნეთ, რომ ოდნავ არის დაკლებული იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ევროატლანტიკურ და ევროპული კავშირისგან რეალურ სარგებელსა და ბენეფიტებს ხედავენ და ოდნავ გაზრდილი არის იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოსთვის უფრო სარგებლიანი იქნება ევროპული კურსის დათმობის სანაცვლოდ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
"თუკი ვინმეს სურს, რომ ეს სიტუაცია შეცვალოს, მათ უნდა ისაუბრონ იმ ეკონომიკურ სარგებელზე, რაც შესაძლოა, ეკონომიკურ კურსს ჰქონდეს, რათა მოსახლეობამ შეცვალოს თავისი აზრი,“ - აცხადებს ლორა ტორნტონი.
NDI-ის კვლევის შედეგები დღეა გახდა ცნობილი. ის 8 აგვისტო - 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 4 500 პირი გამოკითხა.