Добавить новость
smi24.net
Все новости
Октябрь
2015

რუსთავი2-ის სახინკლედ გადაკეთებას არავინ აპირებს - ნუკრი ქანთარია

0

ქართული ოცნება NDI-ის კვლევის შედეგებს არ ენდობა, - ამის შესახებ რუსთავი2-თან საუბრისას ნუკრი ქანთარიამ ისაუბრა.

მისი განცხადებით, ეს კვლევა ნაციონალური მოძრაობის გეგმის ნაწილია და არ გამორიცხავს, რომ ამ გეგმის ნაწილი ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაც იყოს.

„ეს არის დათვური სამსახური ნაციონალური მოძრაობისთვის, რომელიც განწირულად ცდილობს, რომ რაღაცნაირად ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას. ეს პოლიტიკური ძალა ამისთვის ყველაფერს გაწირავს, მათ შორის რუსთავი2-საც მსხვერპლად შესწირავს. ასევე გამორიცხული არ არის ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია, რადგან კონსტიტუციურად ნაციონალური მოძრაობა  ხელისუფლებასთან მიახლოებასაც კი ვერ მოახერხებს,“ - აცხადებს ნუკრი ქანთარია.

ქართული ოცნების წევრი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ რუსთავი2-ის დახურვა ისევ ნაციონალური მოძრაობის ინტერესშია.

„ეს მოხდება მხოლოდ იმის იმიტაციისთვის, რომ ხელი ხელისუფლებისკენ გამოიშვირონ. რუსთავი2-ის სახინკლედ გადაკეთებას არავინ აპირებს. მიმდინარეობს კერძო დავა,“ - ამბობს ნუკრი ქანთარია.















Музыкальные новости






















СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *