NDI-ის კვლევის პარალელურად სკანდალური ვიდეოკადრების მოსალოდნელ გავრცელებაზე ნაციონალურ მოძრობას ინფორმაცია ჰქონდა
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გოკა გაბაშვილი, NDI-ის კვლევებს რუსთავი2-თან აფასებს და ამბობს, რომ ამ კვლევების თანახმად, "ქართულ ოცნებას უკვე აღარ აქვს საზოგადოების მანდატი, მართოს ქვეყანა".
„ქართულ ოცნებას სჭირს სრული კატასტროფა, სრული კრახი, სრული ფიასკო და აბსოლუტური უიმედობა საზოგადოებაში, რაც ამ ხელისუფლების მმართველობის შედეგია,“ - აცხადებს გოკა გაბაშვილი.
ნაციონალური მოძრაობა მომავალ არჩევნებამდე კიდევ უფრო გააქტიურებას აპირებს და დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების დამარცხებას მოახერხებს.
გოკა გაბაშვილი ქართულ ოცნების პრორუსულ პოლიტიკურ ძალად იხსენიებს და ამბობს, რომ დღევანდელი მთავრობის პოლიტიკა NDI-ის კვლევებზეც აისახა.
გაბაშვილი ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ სკანდალურ კადრებსაც აფასებს, რომელიც NDI-ის კვლევების გამოქვეყნებას დაემთხვა და ამბობს, რომ მის გუნდს ე.წ. კასრების საქმიდან ამოღებული მასალების მოსალოდნელ გავრცელებაზე ინფორმაცი ჰქონდა. კადრები კი ხელისუფლებამ შეგნებულად, საკუთარი თავის გადასარჩენად გაავრცელა.