17 სექტემბერიდან „პროპაგანდას“ ორგანიზებით და თიბისი კონცეპტის
მხარდაჭერით თანამედროვე ხელოვნების ბიენალე- Oxygen გაიმართება.
ყოველწლიური ჯგუფური გამოფენის რიგით მეოთხე გამოშვება ფართომასშტაბიან
რეგიონალურ ღონისძიებად გარდაიქმნა. თავდაპირველად Oxygen საქართველოს
თანამედროვე ხელოვნების სცენის საკვანძო ტენდენციების წარმოჩენას ისახავდა
მიზნად. 2020 წლიდან ყოველი გამოშვების კონცეფცია, სტრუქტურა და თემა, ახალი
კურატორის ჩანაფიქრზე გახდა ადაპტირებული. გამოფენის პროგრამამ საერთაშორისო
მასშტაბი მიიღო, განსაკუთრებით კი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის არსებული
რეგიონალური დიალოგის კუთხით.
2021 წელს ღონისძიებამ მასშტაბის და ფორმატის შემდგომი ცვლილება განიცადა და
Oxygen ბიენალედ გამოცხადდა. თანამედროვე ხელოვნების ბიენალე Oxygen 2021 სერ
სერპასის და ქეთევან შავგულიძის კურატორული ნამუშევარი იქნება, სათაურით
"გადანაცვლების რიტუალები. პროგრამა აერთიანებს: 30-ზე მეტი ქართველი არტისტის
ნამუშევარს საქართველოდან და მის ფარგლებს გარეთ; სხვადასხვა საგანმანათლებლო,
თემატურ საუბრებსა და პარალელურ ღონისძიებებს.
გადანაცვლების რიტუალები, #ეთერში
ეკრანებიდან გადავადებულ ყოველდღიურობაში, ეკრანულ ცხოვრებაში, რომელიც
ხელოვნების მასობრივ ღონისძიებებზე მოგონებებითაა გაჯერებული, პროექტი
ადამიანის ერთი ჯგუფური იდენტობისადმი კუთვნილებიდან, მეორეში გადასვლის
რთულ პროცესზე რეფლექსირებს. ის ასახავს კომპლექსურ მდგომარეობას, რომელიც
მიკუთვნებულობის განცდებს შორის ისადგურებს და ამ პროცესის შესაბამის
მოქმედებებს თუ აქტივობებს წარმოშობს -” სპექტაკლებს”, რომელიც ამ ეტაპის
აღმნიშვნელია. ანთროპოლოგმა არტურ ვარ გენეპმა Სწორედ ამ ფაზას შეუსაბამა
ტერმინი “გადანაცვლების რიტუალები” (1909 წ.), როდესაც ინდივიდი და მთელი მისი
არსება ტრანზიტულ მოცემულობაშია, გაუცხოებულ და განუსაზღვრელ კრიტიკულ
მდგომარეობაში და ბინარულობებს შორის მოქმედებს. ბიენალეც სწორედ ამ
ლიმინალურ ფაზაზე ისაუბრებს: მის კოლექტიურ, პირად და გლობალურ
განზომილებებზე და თავად გახდება ეთერული სხეული. 2021 წლის ბიენალე Oxygen
#ეთერში ჩატარდება: Oxygen – როგორც ჟანგბადის ბუნებრივი ქმედება, როგორც ერთიანი,
ჰოლისტური მთლიანობა ჰაერში დარჩება – ე.ი. არა არსად – არამედ ყველგან.
დამთვალიერებელი ნამუშევრებს მედია-სიუჟეტების საშუალებით გაიცნობს.როდესაც
მიყვება ჰეშთეგებს: #intheether #ეთერში.
მედია პარტნიორები:
The latest friendship-ruining co-op game on Steam is a punishing platformer where you're chained to your pals, and it's about to crack 100,000 concurrent players
Для Dark and Darker Mobile проходит короткий бета-тест на iOS и Android
All Destiny 2 Prismatic fragment locations
'I absolutely suck at video games': Hidetaka Miyazaki discusses how he prepped for Elden Ring: Shadow of the Erdtree