გიორგი ჯანელიძე: მჯერა, რომ იმ ხალხის წარდგენილი კანონი არ იქნება ქვეყნისთვის კარგი
„ვინც ეგ კანონი წარადგინა… მჯერა, რომ იმ ხალხის წარდგენილი კანონი არ იქნება ქვეყნისთვის კარგი“, – ასე აფასებს გადაცემა „კაცების“ წამყვანი გიორგი ჯანელიძე „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი აპირებს. გიორგი ჯანელიძეს ვკითხეთ, მისი აზრით, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ კანონს საზოგადოებაზე. „ქართული საზოგადოება ისეთი რამეა, ვერ გამოიცნობ წინასწარ, რა მოახდენს ...