რუსეთის ტერიტორიაზე, მოსკოვის მახლობლად უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო. ამის შესახებ დღეს დილიდან, ტელეგრამ-არხებით იუწყებიან მოსკოვის მერი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
ადგილობრივი დროით დილის ექვსის ნახევრისთვის მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქის ისტრის რაიონსა და კალუგის ოლქში გაანადგურეს უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც მოსკოვზე შეტევას ცდილობდნენ. სობიანინის თანახმად, დრონის ნამსხვრევებმა ისტრის რაიონში დააზიანა საყოფაცხოვრებო ობიექტი. Читать дальше...