როგორ დავიცვათ კანი სიცივისა და გამოშრობისგან
შემოდგომის ქარიან და სუსხიან დღეებში, ალბათ, გრძნობთ დისკომფორტს, რომელიც გექმნებათ. ზამთრის მოახლოებასთან ერთად კანის გამოშრობის ალბათობაც იზრდება. იმისათვის, რომ თავი დაიცვათ ამ არასასურველი გარემოებებისგან, არსებობს რამდენიმე საშუალება. სახის ან ხელების დაბანის შემდეგ აუცილებლად დაიტანეთ დამატენიანებელი. გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი ყოველდღიურად. რადგან შემოდგომასა თუ ზამთარში ცივა, მზის სხივებსაც, თითქოს, ნაკლები ზიანის მოტანა შეუძლია, თუმცა ასე არ ...