Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Август
2023

Новости за 19.08.2023

The Telegraph: ჩინეთი რუსეთს აწვდის ვერტმფრენებს, თვითმფრინავებს და ლითონს

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანული გამოცემა, The Telegraph-ი აქვეყნებს თავისი კვლევის შედეგებს და იტყობინება, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთის კომპანიებმა ათიათასობით პროდუქტი მიიღეს ჩინეთიდან.   ლაპარაკია კომპანიებზე, რომლებიც აწარმოებენ სარაკეტო დანადგარებს, ჯავშანტექნიკას და სტრატეგიულ ბომბდამშენებს. ამ კომპანიებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც დასავლეთმა სანქციები დაუწესა.   ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობამ 2023 წელს 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც გამოცემის თანახმად, ახალი რეკორდია. საქონლის ექსპორტი... Читать дальше...

„როსკოსმოსი“ – კოსმოსურ სადგურ „ლუნა-25-ზე“ გაუთვალისწინებელი ვითარება შეიქმნა

News.ge 

რუსეთის კოსმოსის კვლევის სააგენტოს განცხადებით, პლანეტათშორის სადგურ „ლუნა-25“-ზე გაუთვალისწინებელი ვითარება შეიქმნა იმ პროცესში, როცა სადგური დაჯდომისწინა ორბიტაზე უნდა გადასულიყო. როგორც „როსკოსმოსის“ განცხადებაშია აღნიშნული, მოცემული მომენტისთვის მართვის ჯგუფის სპეციალისტები სიტუაციას აანალიზებენ. „დღეს, „ლუნა-25“-ის ფრენის პროგრამის შესაბამისად, სადგურის დაჯდომისწინა ორბიტაზე გადასვლის შესახებ იმპულსის გაცემისას სადგურის ბორტზე გაუთვალისწინებელი სიტუაცია შეიქმნა, რამაც მოცემული პარამეტრებით მანევრის შესრულება შეუძლებელი გახადა“... Читать дальше...

“ბორჯღალოსნებმა” აშშ-ს ნაკრები ანგარიშით 22:7 დაამარცხეს

News.ge 

ტესტ-მატჩში საქართველოს რაგბის ნაკრებმა აშშ-ს ნაკრები დაამარცხა. “ბორჯღალოსნებმა” ტესტმატჩი აშშ-ის ნაკრებთან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართეს. თამაში ქართველი მორაგბეების უპირატესობით წარიმართა და 22:7 ანგარიშით „ბორჯღალოსნების“ სასარგებლოდ დასრულდა. ანგარიში მე-11 წუთზე ტაბუცაძის ლელოთი გაიხსნა, რასაც 28-ე წუთზე მამუკაშვილის ლელო და მატკავას გარდასახვა მოჰყვა და ანგარიში 12:0 გახდა. ამის შემდეგ, ამერიკელებმა ერთი ლელოს დადება მოახერხეს, გარდასახვაც ზუსტად ...

რუსეთის კოსმოსურ სადგურ ლუნა-25-ზე გაუთვალისწინებელი ვითარება შეიქმნა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სააგენტოების თანახმად, ავტომატურ კოსმოსური სადგური ლუნა-25-ზე გაუთვალისწინებელი ვითარება შეიქმნა, როცა სადგური დაჯდომისწინა ორბიტაზე უნდა გადასულიყო. რუსეთის კოსმოსის კვლევის სააგენტო როსკოსმოსი იტყობინება, რომ „დღეს ლუნა-25-ის ფრენის პროგრამის შესაბამისად, გაიცა იმპულსი სადგურის დაჯდომისწინა ორბიტაზე გადასვლის შესახებ. ამ ოპერაციის შესრულებისას სადგურის ბორტზე შეიქმნა გაუთვალისწინებელი ვითარება, რამაც არ მისცა მას მიცემული პარამეტრების შესაბამისი მანევრის გაკეთების შესაძლებლობა“ - ნათქვამია... Читать дальше...

CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია ტრაგიკულად დაიღუპა

News.ge 

17 აგვისტოს, 51 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია. ნანა ჯანაშია დომინიკელთა რესპუბლიკაში, ლას გალერასში გარდაიცვალა. „ნანა და მისი ოჯახი შვებულებას ლას გალერასში, მეგობრის ოჯახთან ერთად ატარებდა. 17 აგვისტოს საღამოს ის მეხის ჩამოვარდნის გამო ადგილზე გარდაიცვალა, როცა მისი ქმარ-შვილისგან მოშორებით, სულ რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა. ჩვენ დავკარგეთ დედა, ცოლი და ქალი, რომელიც უკეთეს ...

თენგიზ ცერცვაძე: შეინიშნება COVID-19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია

News.ge 

საქართველოში COVID-19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია შეინიშნება, – ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი ცნობით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში დღეში საშუალოდ ვლინდებოდა COVID-ის 300-მდე ახალი შემთხვევა, აგრეთვე ფიქსირდებოდა ე.წ. დადებითობის მაჩვენებლის ზრდა 7-8%-მდე. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც, თუმცა სიკვდილობა კვლავ რჩება მინიმალურ ნიშნულზე. „COVID-19-ის პანდემია 21-ე საუკუნის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა... Читать дальше...



ყველაზე არაპროგნოზირებადი ზოდიაქოს ნიშნები

News.ge 

პლანეტა მერკურის მიერ მართული ვერძი ვულკანს ჰგავს, რომელიც, შესაძლოა, ნებისმიერ წამს ამოიფრქვეს. ამ ცეცხლოვან ნიშანს მოთმინებასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს და ძალიან ფიცხია. ასევე იმპულსურია, მუდამ გამარჯვებისკენ ილტვის და ხასაითი უსწრაფესად ეცვლება. მერწყული ძალიან არამდგრადი ზოდიაქოს ნიშანია. ეს მისი დაუოკებელი ცნობისმოყვარეობის და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის სურვილითაა განპირობებული. აქვს არასტანდარტული შეხედულებები, ინდივიდუალური აზროვნება, რის გამოც პერსპექტივა ...

პრინცესა ლეონორი სარაგოსას სამხედრო სასწავლებელში

News.ge 

პრინცესა ლეონორი ესპანეთის ტახტის მემკვიდრეთა რიგში პირველ ადგილზეა და ერთ დღეს, შესაძლოა, დედოფალიც გახდეს. თუმცა იგი არ იყენებს სამეფო ტიტულებს სამხედრო სასწავლებელში მომზადების დროს. ესპანურმა სასახლემ დედოფალ ლეტიციასა და მეფე ფელიპეს უფროსი ქალიშვილის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სარაგოსას გენერალურ სამხედრო აკადემიაში მის პირველ სასწავლო დღეს. 17 წლის პრინცესა ლეონორი შეუერთდა თავის კლასელებს და მოვალეობის აღსრულებას შეუდგა. ...

დღე ისტორიაში – 20 აგვისტო

News.ge 

2019 წელს NASA-მ გამოაცხადა, რომ აპირებდა ხომალდის გაგზავნას იუპიტერის თანამგზავრ მთვარეზე, არამიწიერი სიცოცხლის საძებნელად. 2018 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოაცხადა, რომ წითელას შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, მხოლოდ წლის პირველ ნახევარში 41,000. 2016 წელს თურქეთის ქალაქ გაზიანთეპში თვითმკვლელმა ტერორისტმა 57 ადამიანი მოკლა, 66 კი დაშავდა. 2015 წელს ბალიშების ჩხუბის შედეგად 30-ზე მეტი სამხედრო სტუდენტი დაშავდა, ...

გარდაიცვალა ნანა ჯანაშია, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი

Radiotavisupleba.ge 

17 აგვისტოს, 51 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია. ნანა ჯანაშია დომინიკელთა რესპუბლიკაში, ლას გალერასში გარდაიცვალა: „ნანა და მისი ოჯახი შვებულებას ლას გალერასში, მეგობრის ოჯახთან ერთად ატარებდა. 17 აგვისტოს საღამოს ის მეხის ჩამოვარდნის გამო ადგილზე გარდაიცვალა, როცა მისი ქმარ-შვილისგან მოშორებით, სულ რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა. ჩვენ დავკარგეთ დედა, ცოლი და ქალი, რომელიც უკეთეს მსოფლიოზე ოცნებობდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნანას ოჯახის ახლობელი. Читать дальше...

Bild-ი: რუსეთი თურქეთსა და კატართან ერთად ამზადებს მარცვლეულის ახალ შეთანხმებას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი თურქეთსა და კატართან ერთად ამზადებს ახალ შეთანხმებას მარცვლეულის შესახებ უკვე არსებული შეთანხმების ჩასანაცვლებლად, რომელმაც ერთი თვის წინ რუსეთის გასვლის გამო შეწყვიტა მოქმედება. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი წერს.   ჟურნალისტებმა 21 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუსეთისა და თურქეთის საელჩოებს შორის ოფიციალური მიმოწერა შეისწავლეს. ცნობებში ნათქვამია, რომ მოსკოვმა ანკარას წინასწარ აცნობა, რომ ის ტოვებს მარცვლეულის შეთანხმებას და რუსეთმა, თურქეთმა... Читать дальше...

დადასტურდა შოვის სტიქიისას დაკარგული ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება

Radiotavisupleba.ge 

დადასტურდა 3 აგვისტოს კურორტ შოვში, სტიქიის დროს დაკარგული ზაზა მესხის უფროსი შვილის გარდაცვალება. ბიჭის დედა, ცინტა დეპონი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას და წერს, რომ ბავშვის ცხედარი დნმ ანალიზის საფუძველზე ამოიცნეს: „ნაპოვნია და დნმ-ანალიზით დადასტურდა ჩემი და ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება. ტანსაცმლის, სიმაღლის და კბილების მიხედვით პოლიციასთან ერთად დავასკვენით, რომ ის უნდა იყოს ჩემი ორი დაკარგული ბიჭიდან ერთ-ერთი, უფროსი ბიჭი. მშვიდობით განისვენოს. და მინდა გავიმეორო ჩემთვის მნიშვნელოვანი თხოვნა... Читать дальше...

ჩერნიგოვზე თავდასხმისას შვიდი ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის არმიის სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკრაინის ჩრდილოეთში, ქალაქ ჩერნიგოვზე 19 აგვისტოს, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავებულთა რიცხვი 90-ია.   ამის თაობაზე იტყობინება უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტკივილის და დანაკარგების დღე“ უწოდა ამ თავდასხმას, რომელიც განახორციელა „ტერორისტულმა სახელმწიფომ“. შვედეთში ვიზიტად მყოფმა ზელენსკიმ X-ის საიტზე, რომელიც ადრე Twitter-ად იწოდებოდა, დაწერა: „რუსეთის რაკეტა მოხვდა ჩერნიგოვის გულს. Читать дальше...

ჩუბინაშვილის ცენტრი იმართება "მრავლობითი კანონდარღვევების ფონზე" - კულტურის სამინისტრო

Radiotavisupleba.ge 

კულტურის სამინისტრო ირწმუნება, რომ ჩუბინაშვილის კვლევით ცენტრში მიმდინარე წლის თებერვალ-აპრილში ჩატარებული აუდიტი აჩვენებს, რომ ცენტრი მრავალი წელია იმართება "მრავლობითი კანონდარღვევების ფონზე", მას, მმართველობის მხრივ, "სისტემური პრობლემები" აქვს და საჭიროდ მიიჩნევს, რომ ეს ინფორმაცია გასაჯაროვდეს. ინფორმაციის გასაჯაროების მიზეზად კი სამინისტროს მოჰყავს 2023 წლის მაისში, ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ გავრცელებული განცხადებები, რომლის თანახმადაც, კვლევითი ცენტრი მინისტრს, თეა წულუკიანს დისკრიმინაციულ... Читать дальше...

Экономист: за 10 лет ЕАЭС прошел тот путь, на который у Европы ушло 40 - видео

ИА «Новости-Грузия» 

ЕАЭС не должен делать выбор между расширением и углублением интеграции внутри союза, а может делать это одновременно. Смотрите в видео, что заявил эксперт по вопросам экономики Станислав Ткаченко.

მოსკოვი აცხადებს, რომ აეროდრომზე დრონით თავდასხმა მოხდა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განახორციელა რუსეთში, ნოვგოროდის ოლქის აეროდრომზე.   Reuters-ის სააგენტო იმოწმებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 19 აგვისტოს გავრცელებულ ცნობას, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამხედრო თვითმფრინავი და გაჩნდა ხანძარი.   სამინისტროს თანახმად, როგორც ის უწოდებს, „ტერორისტული თავდასხმის“ შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძარი მალევე ჩააქრეს. ნოვგოროდის ოლქი მოსკოვიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.   Reuters-ს მოჰყავს Interfax-ის ცნობა, რომ, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება... Читать дальше...

Посол США в Грузии не в курсе? Неубедительно!

ИА «Новости-Грузия» 

Интересно, но посол США в Грузии заявляет, что не знакома с официальным документом, который ранее обнародовал Департамент юстиции США касательно Михаила Саакашвили и его семьи.

კოვიდის ახალი შტამის EG.5-ის არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული - ჯანდაცვის სამინისტრო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის გავრცელების შესახებ განცხადებას აქვეყნებს. ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ საქართველოში ახალი შტამის არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ. „ვირუსის ახალ ვარიანტებზე ლაბორატორიულ ზედამხედველობას მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აწარმოებს. ასევე, მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *