Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Май
2024

Новости за 13.05.2024

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროინტეგრაციის გზა გააგრძელოს - სახ. დეპარტამენტის მორიგი განცხადება "აგენტების კანონზე"

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ევროინტეგრაციის გზა გააგრძელოს.

ვისი ნებაა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის განსაზღვრა?

Radiotavisupleba.ge 

სომხეთს და აზერბაიჯანს შორის ომი შეწყდა, როგორც რამდენიმე დღის წინ თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, მას მერე, რაც „2020 წლის 10 ნოემბერს სომხეთმა კაპიტულაციას მოაწერა ხელი“.

„ოცნება“ პრეზიდენტის ვეტოს „იმედად“ - უნდა შეიცვალოს თუ ჩავარდეს „აგენტების კანონი“?

Radiotavisupleba.ge 

13 მაისს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ „აგენტების კანონი“, საპარლამენტო კომიტეტში, 67 წამში დაამტკიცა. კანონპროექტის კანონად ქცევამდე დარჩენილია მაქსიმუმ ორი კენჭისყრა და ორი შანსი „ოცნებისთვის“ - დაასრულოს მასობრივი საპროტესტო მოძრაობა ქვეყნის შიგნით და უპრეცედენტო კრიტიკა ქვეყნის გარედან.

ბერბოკი: ათიათასობით ქართველი აჩვენებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ სცემს

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ინსტაგრამის გვერდზე თბილისში გამართული საპროტესტო აქციების ფოტოებს ავრცელებს.



კობახიძის თქმით, ივანიშვილმა ო'ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა

Radiotavisupleba.ge 

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა. ო'ბრაიენის თბილისში ვიზიტი ხვალ, 14 მაისს არის დაგეგმილი.

კობახიძე: მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნებით, პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს კანონს

Radiotavisupleba.ge 

მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, მმართველი პარტია, "ქართული ოცნება" ე.წ. აგენტების კანონის უკან გაწვევას არ აპირებს. კანონპროექტის დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციზე ისაუბრა.

აპრილ-მაისის მოხალისეები: „როცა წლების მერე მკითხავენ, შენ სად იდექიო, ამ ამბავს მოვყვები“

Radiotavisupleba.ge 

ისინი ბევრნი არიან - საქართველოს პარლამენტის წინ დგომით თან „აგენტების კანონს“ აპროტესტებენ, საყვირებით და ლოზუნგებით ხელში მსვლელობებს მიუყვებიან, სპეცრაზმის წინ დგანან მთავარი მოთხოვნით „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ და უცებ, რაღაც მომენტში, მოაქვთ საჭმელი, წყალი, ტკბილეული, დამცავი საშუალებები, საწვიმრები.

შუა ომში სამოქალაქო პირი თავდაცვის მინისტრად - რატომ შეცვალა პუტინმა შოიგუ?

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მნიშვნელოვანი სამთავრობო ცვლილებები განახორციელა: თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლა სერგეი შოიგუ, რომელიც ჩაანაცვლა რუსეთის მთავრობის ყოფილმა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ანდრეი ბელოუსოვმა. რუსეთის ახალი თავდაცვის მინისტრი სამოქალაქო პირია.

პოლონეთის საელჩო საქართველოში საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთის საელჩო საქართველოში საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს. განცხადებაში წერია, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ქვეყანაში ვითარება შესაძლოა კიდევ გაუარესდეს.





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *