Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Август
2025

Новости за 11.08.2025

ბაჩიაშვილის ადვოკატი სომხეთში „ეკლესიის და სამველ კარაპეტიანის დასაცავად“ ჩავიდა

Radiotavisupleba.ge 

სომხეთს „ეკლესიისა და [დაპატიმრებული ბიზნესმენის] სამველ კარაპეტიანის დასაცავად“ ეწვია კანადელი-ამერიკელი ადვოკატი რობერტ ამსტერდამი, - საქართველოში პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის, გიორგი ბაჩიაშვილის საერთაშორისო ადვოკატი.

ფაშინიანმა კობახიძეს გააცნო „ტრამპის მარშრუტი“ და ვაშინგტონში დადებული შეთანხმების დეტალები

Radiotavisupleba.ge 

დღეს, 11 აგვისტოს, - სამი დღის შემდეგ ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მედიაციით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დადებული შეთანხმებიდან, - ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი კობახიძემ ტელეფონით ისაუბრეს.

როგორ იყიდა ამერიკამ ალასკა რუსეთისგან? დაუჯერებელი გარიგების ისტორია

Radiotavisupleba.ge 

ამერიკამ 1867 წელს 7,2 მლნ დოლარად იყიდა 1,5 მლნ კმ² მიწა, რომლის ყოველ კილომეტრში მხოლოდ 4,73 დოლარი გადაიხადა. თუმცა ამ ერთი შეხედვით სარფიან გარიგებას აშშ-ის საზოგადოება ძალიან კრიტიკულად შეხვდა. ამერიკელებს არ ესმოდათ, რა თავში იხლიდნენ „ყინულით სავსე ზანდუკსა“ და „პოლარული დათვების ზოოპარკს“.

ევროპის ლიდერები და ზელენსკი ტრამპს პუტინამდე დაელაპარაკებიან

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ალასკაში შეხვედრამდე ორი დღით ადრე ტრამპთან სატელეფონო საუბარს გამართავენ ევროპის ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

საშა სკოჩილენკო: ციხეში ზოგი სულ ტიროდა და ზოგი მუდამ იცინოდა. მე ამ მეორე ჯგუფში ვიყავი

Radiotavisupleba.ge 

ერთი წლის წინ, 2024 წლის 1 აგვისტოს, რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის მოხდა ფართო გაცვლა: რუსეთში პოლიტპატიმრების ჯგუფის სანაცვლოდ დასავლეთის ციხეებიდან გამოუშვეს მკვლელი, ჯაშუშები და კიდევ სხვა, სულ რვა ზრდასრული და ორი ბავშვი, ბრალდებული წყვილის შვილები.

ფაშინიანი დღეს ესაუბრა პუტინს, ფეზეშქიანს, მაკრონს, ერდოანს და კიდევ 2 ლიდერს

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, იგი დღეს, 11 აგვისტოს ტელეფონით ესაუბრა ექვსი ქვეყნის ლიდერს - ძირითადი სასაუბრო თემა თეთრ სახლში აზერბაიჯანთან დადებული შეთანხმება იყო „ტრამპის მარშრუტზე“.

გამოქვეყნდა აზერბაიჯანის და სომხეთის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტი

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა პირველად გამოაქვეყნეს ტექსტი ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმებისა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ამ პუბლიკაციის თანახმად, შეთანხმება შედგება 17 მუხლისგან. დოკუმენტით, სომხეთი და აზერბაიჯანი უარს ამბობენ ტერიტორიულ პრეტენზიებზე ერთმანეთის მიმართ, ასევე ძალის გამოყენებაზე ერთმანეთის წინააღმდეგ. ხელშეკრულება ითვალისწინებს უარს მესამე ძალების განთავსებაზე ორი ქვეყნის საზღვარზე. საზღვრის დელიმიტაცია განხორციელდება სხვა შეთანხმების საფუძველზე. ხელშეკრულების... Читать дальше...

ადვოკატი: სტრასბურგში გაიგზავნა 2023 წელს „აგენტების კანონის“ აქციებისას დაზარალებული 19 ჟურნალისტის საქმე

Radiotavisupleba.ge 

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა 19 ჟურნალისტის საჩივარი 2023 წელს „აგენტების კანონის“ პირველ ჯერზე მიღებისას მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.



ევროკავშირის ლიდერები ამზადებენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ განცხადებას

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის ლიდერები ამზადებენ ერთობლივ განცხადებას, რომლითაც ხაზს უსვამენ ბლოკის მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი და აუცილებლობას, რომ კიევი წარმოდგენილი იყოს ნებისმიერ მოლაპარაკებებში მისი მომავლის შესახებ.

„ტყუილად იყო ციხეში?“ - რა საჭიროა პატიმრობა დანაშაულის დამტკიცებამდე

Radiotavisupleba.ge 

“8 თვე, რაც იყო, მომისაჯეს, ოღონდ “სხვა მუხლით” - ჩუმად მომისაჯეს რაა… იმიტომ, რომ 8-თვიანი მუხლი არ არსებობს. წინასწარი პატიმრობით დამაპატიმრეს, ასე ჩანს”, - უთხრა ჟურნალისტებს ექიმმა გიორგი ახობაძემ, სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ, 6 აგვისტოს.

7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს აქტივის იოსკა ჯანდიერს

Radiotavisupleba.ge 

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სამოქალაქო აქტივის იოსებ (იოსკა) ჯანდიერს 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 11 აგვისტოს გამოცხადდა.

ცნობილია, ვინ იქნებიან „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები - სია

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები დაასახელა. მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში კანდიდატად დასახელდნენ მოქმედი მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.

ISW: პუტინი კონფლიქტის გამოწვევას ცდილობს აშშ-სა და ევროპას შორის

Radiotavisupleba.ge 

კრემლი შეეცდება ალასკაში დანიშნული აშშ-რუსეთის სამიტი გამოიყენოს კონფლიქტისთვის აშშ-სა და ევროპას შორის, და არა უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად რაიმე მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის - ნათქვამია ამერიკული ორგანიზაციის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა განცხადებების ანალიზის შედეგად მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსეთი თავის მთავარ მიზნებთან მიმართებით კვლავაც არ არის მზად კომპრომისისთვის - ეს მიზნებია უკრაინის ნატოში გაწევრიანების არდაშვება, უკრაინაში... Читать дальше...

ევროკავშირის შემოდგომის გამოწვევები: რუსული აქტივები, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი აგვისტოს უმეტესი ნაწილის განმავლობაში ისვენებს. არც ევროპარლამენტის პლენარული სხდომები ტარდება, არც საბჭოს სხდომები და არც -კომიტეტის შეხვედრები. მოკლედ, ამ კვირების განმავლობაში არც არაფერი განიხილავენ და, მით უმეტეს, არც გადაწყვეტილებებს იღებენ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს შეტევას არზამასის სამხედრო დანიშნულების ქარხანაზე

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევას რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ არზამასში მდებარე ქარხანაზე, რომელიც რაკეტებისთვის საჭირო დეტალებს აწარმოებს. გამოცემები „უკრაინსკა პრავდა“ და „რბკ უკრაინა“ უსაფრთხოების სამსახურის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ 11 აგვისტოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციების ცენტრ А-ს დრონებით დაარტყეს არზამასში მდებარე, პლანდინის სახელობის დანადგარმშენებელ ქარხანას, რომელიც Х-32 და Х-101 ტიპის რაკეტებისთვის აწარმოებს ჰიროსკოპიულ მოწყობილობებს... Читать дальше...

კალაძე განმარტავს, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია აგვისტოში ვერ დასრულდება

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე განმარტავს, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სრული რეაბილიტაცია აგვისტოში ვერ დასრულდება. მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე მან ისაუბრა ვიდეომიმართვაში, რომელიც მეტროსადგურში ჩაწერა.

კინოს ქალაქი კინოთეატრების გარეშე

Radiotavisupleba.ge 

10 წლის წინ კინომცოდნე ოლიკო ჟღენტმა ბათუმის კინოთეატრ „აპოლოში“ წარადგინა თავისი წიგნი „ბათუმი კინოში“. ამ გამოცემაში აისახა ცნობები იმ ფილმებზე, რომლებიც აჭარის დედაქალაქში 1918-2012 წლებში გადაიღეს.

თბილისში კახა კალაძის ერთ-ერთი კონკურენტი ზურა მახარაძე იქნება

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციურ პარტიებს შორის, თბილისში მერობის კანდიდატი პირველმა დაასახელა პრორუსულმა პარტიამ „კონსერვატორები საქართველოსთვის“, რომელიც საზოგადოებაში „ალტ-ინფოს“ სახელით არის ცნობილი. მოქმედი მერის, კახა კალაძის („ქართული ოცნება“) კონკურენტი „ალტ-ინფოდან“ ზურა მახარაძე იქნება.

ალიევის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანი უკრაინას გაუწევს 2 მილიონი დოლარის დახმარებას

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განკარგულებით, ბაქო უკრაინას გაუწევს 2 მილიონი აშშ დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე ალიევსა და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აზერბაიჯანის სახელმწიფო მედიის მიერ დღეს, 11 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ ხელმოწერილი განკარგულება ითვალისწინებს ფინანსთა სამინისტროს მიერ ამ თანხის გამოყოფას ენერგეტიკის სამინისტროსთვის, რომელიც აზერბაიჯანში წარმოებულ ელექტროდანადგარებს შეიძენს და უკრაინაში გაგზავნის. Читать дальше...

NYT: პუტინს თავისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა უკრაინაში ომის დასრულება შესთავაზა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, დმიტრი კოზაკმა, რომელიც ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრეა, მას ახლახან შესთავაზა უკრაინაში ომის შეჩერება და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი წერს კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით. წყაროთა თანახმად, კოზაკმა პუტინს წარუდგინა წინადადებები საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ და მოუწოდა რუსეთში შიდა რეფორმებისკენაც, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებზე კონტროლის გაძლიერებისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნისკენ.

698 600 ლარი ჯდება „მასწავლებლის დღის“ შესახებ ვიდეორგოლების დამზადება

Radiotavisupleba.ge 

განათლების სამინისტრო „მასწავლებლის ეროვნული დღის“ შესახებ ვიდეორგოლებში 698 600 ლარს დახარჯავს. კომპანია, რომელიც დაკვეთას ტენდერის გარეშე შეასრულებს, უკვე შერჩეულია - შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, ხელშეკრულება უნდა დაიდოს შპს „სტუდია მეტროსთან“.

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა ინსაფ ალიევმა შიმშილობა დაიწყო - ადვოკატი

Radiotavisupleba.ge 

ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა ინსაფ ალიევმა შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი აიჰან ჰასანლი ავრცელებს. ადვოკატის მონათხრობის თანახმად, პროტესტის უკიდურეს ფორმას ბრალდებულმა მას შემდეგ მიმართა, რაც საკანში „არაადამიანური და არაჰუმანური პირობები გააპროტესტა". აიჰან ჰასანლი სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს, რომ გუშინ, 10 აგვისტოს, ინსაფ ალიევმა ციხის ადმინისტრაციას აცნობა, რომ მათ საკანში იყო არაადამიანური და არაჰუმანური პირობები, კერძოდ - დიდი რაოდენობით ტარაკანი. ამის... Читать дальше...

ღაზაში დახოცეს „ალ-ჯაზირას" ჟურნალისტები, ერთ-ერთს ისრაელი ჰამასის წევრობაში ადანაშაულებს

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის სარაკეტო შეტევის შედეგად ქალაქ ღაზაში დაიღუპა არაბულენოვანი ტელეკომპანიის, „ალ-ჯაზირას“(შტაბ-ბინა დოჰაში) 5 თანამშრომელი, მათ შორის 28 წლის ჟურნალისტი ანას ალ-შარიფი. ამის შესახებ ტელეკომპანიამ 10 აგვისტოს, ღამით განაცხადა. „ალ-ჯაზირას“ თანახმად, ანას ალ-შარიფთან ერთად მოკლულია კიდევ ერთი ჟურნალისტი და სამი ოპერატორი, რომლებიც საავადმყოფო „ალ-შიფასთან“ კარავში იმყოფებოდნენ. ტელეკომპანიის განცხადებით, მისი თანამშრომლები 10 აგვისტოს, საღამოს დაიღუპნენ მიზანმიმართული თავდასხმის შედეგად. „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *