Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Август
2023

ტორესა მოსი: სახელმწიფო ფულს არ ხარჯავს მწერლებზე. საქართველოში არსებულ კულტურულ სექტორებს შორის ყველაზე თვითკმარი არის ლიტერატურა

0
“ბევრი კომენტარი შემხვდა ერთი შეხედვით გონიერი ადამიანებისგან, რომლებიც ისე, რომ წარმოდგენა არ აქვთ როგორ ფუნქციონირებს ლიტერატურული პროცესი გინდ ამ ქვეყანაში და გინდ საერთაშორისოდ, უბრალოდ ზედაპირულ ფორმულას იმეორებენ, რომ სახელმწიფო არ უნდა უხდიდეს ფულს მწერლებს და საერთოდ დასახურია კულტურის სამინისტროც და მწერალთა სახლიც.
ფაქტი N1 – სახელმწიფო ფულს არ ხარჯავს მწერლებზე. საქართველოში არსებულ კულტურულ სექტორებს შორის ყველაზე თვითკმარი არის ლიტერატურა. ლიტერატურული პროცესის 90% დამყარებულია გამომცემლობებზე, როგორც ბიზნესებზე, ხოლო მწერლების შემოსავლები ძირითადად მოდის მათივე წიგნების გაყიდვებიდან, ან სტატიების, ბლოგების, სარეკლამო ტექსტების და ა.შ. შეკვეთებიდან. მწერლები ბიუჯეტიდან არც ხელფასებს იღებენ, არც სოციალურ შემწეობებს და არც ჰონორარებს. გამონაკლისები შეიძლება არსებობდეს ძირითადად პარტიული ნიშნით და ეს ჩვენთვის, ჯანსაღი პროცესის მონაწილეებისთვის ყოველთვის მიუღებელია, როგორც წესი.
ფაქტი N2 – სახელმწიფო ბიუჯეტიდან ლიტერატურის მიმართულებით გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი ხმარდება, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან გამოყოლილი, საქართველოს გარშემო არსებული კულტურული იზოლაციის კედლის გარღვევას.
ამას აქვს სამი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომლის გამოც ქვეყნის მიერ მიღებული სარგებელი, გაცილებით მეტია, ვიდრე ამ ძალისხმევაზე დახარჯული გადასახადის გადამხდელების ფული.
1. კულტურული იზოლაციის გარღვევა და საკუთარი კულტურის რაც შეიძლება ფართოდ გატანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, არის ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი. იმის გამო, რომ საქართველოს სამხედრო შესაძლებლობები შეზღუდულია და მაშინაც კი თუ სამხედრო ბიუჯეტს გავაათმაგებთ და გვეყოლება სუპერაღჭურვილი და სუპერ მომზადებული თავდაცვის ძალები (რაც უმნიშვნელოვანესია), საქართველოს უსაფრთხოება მნიშვნელოვნად არის და იქნება მომავალშიც დამოკიდებული საერთაშორისო მხარდაჭერაზე. საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება კი ბევრად მარტივია მაშინ, როდესაც გიცნობენ და როდესაც არ ხარ რაღაც გაუგებარი ქვეყანა მსოფლიოს მეორე ბოლოში. ზუსტად ამ სიტყვებით ახსნა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე საათში ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობა – “ეს არ არის ქვეყანა მსოფლიოს მეორე ბოლოში, ეს არის ევროპული ქვეყანა”… _ თქვა მან. 2008 წელს, მაგალითად სარკოზის რეიტინგი მნიშვნელოვნად დაზიანდა მისი აქტიურობის გამო საქართველოს სასარგებლოდ, რადგან ფრანგების უმრავლესობის ტვინში რუსეთი მაინც ევროპული ქვეყანა იყო, საქართველოს შესახებ კი ბევრი არაფერი იცოდნენ. მიუხედავად იმისა, რამდენად სამართლიანი ან უსამართლო გეჩვენებათ ეს, დღეს ადამიანების გონება ასეა მოწყობილი და კულტურის გატანას შენ პოტენციურ მოკავშირეებთან მხოლოდ თავისმოწონების ფუნქცია არ აქვს.
2. კულტურის ექსპორტი ამარტივებს დიპლომატიის ამოცანებს – კულტურა, განსაკუთრებით კი ლიტერატურა, გარდა მეინსტრიმულობისა, ელიტურიცაა (ცუდად ჟღერს, მაგრამ ავხსნი). კულტურის ექსპორტი ამარტივებს სხვა ქვეყანაში იმ პოლიტიკურ, ბიზნეს და ინტელექტუალურ ელიტებში შეღწევას, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ქვეყნის პოლიტიკის ფორმირებაში.
3. ეკონომიკური სარგებელი – სწორად წარმოებულ კულტურულ პოლიტიკას დანახარჯზე მეტი ეკონომიკური სარგებელი შეუძლია მოუტანოს ქვეყანას. ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა არის ტურიზმის ექპონენციური ზრდა. მაგალითად ითვლება, რომ ტურიზმის, როგორც ბიზნეს ინდუსტრიის განვითარებას და თანამედროვე ფორმით ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო ვიქტორ ჰიუგოს რომანმა “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”, რომლის გამოქვეყნების შემდეგ, მისი ნახვის მსურველები მიაწყდნენ პარიზს. ზოგადად მსოფლიოს ყველაზე ნახვადი ადგილები, ძირითადად სწორედ ის ადგილებია, რომლის შესახებაც ადამიანებმა იციან. ამბების ფორმირება და შემდეგ გავრცელება კი ხდება სწორედ კულტურის საშუალებით. ჩვენივე მაგალითზე რომ ავიღოთ, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში წარმატებული მონაწილეობის შემდეგ, მხოლოდ გერმანიიდან 40%-ით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა, რის შედეგადაც ქვეყნის მიერ მიღებულმა სარგებელმა რამდენჯერმე გადააჭარბა ამ ბაზრობაზე მონაწილეობისთვის გაღებულ ხარჯებს.
გარდა ამისა, კულტურა, როგორც ზევითაც აღვწერე, მარტივად შეღწევადია იმ წრეებში, სადაც ხდება პოლიტიკური თუ ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება. ინვესტიციების მოსაზიდად მნიშვნელოვანია, როგორც გარკვეულ რეიტინგებში მოწინავე ადგილებზე ყოფნა, ისე შე შესახებ დადებითი წარმოდგენა. ადამიანების მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას ემოციური ფაქტორები არანაკლები (თუ მეტი არა) მნიშვნელობისაა, ვიდრე მშრალი სტატისტიკები და რიცხვები. ერთია როდესაც კაპიტალი უნდა წაიღო ქვეყანაში, რომლის შესახებაც მთლიანობაში არაფერი იცი, არ იცი როგორ ცხოვრობენ, როგორ აზროვნებენ, რა ღირებულებები აქვთ, მეორეა როდესაც ეს ყველაფერი შენთვის ცხადია, გასაგებია, გარკვეულია და იცი.
რა ვერ ესმით საქართველოში. ამ ქვეყანაში ყველამ იმდენად სისხლხორცეულად ვიცით, რომ მდიდარი კულტურა გვაქვს, გვგონია, რომ ეს უბრალოდ თავისთავად ცხადი ჭეშმარიტებაა. რეალურად კი გვავიწყდება, რომ 1991 წლამდე საქართველო უბრალოდ არ არსებობდა მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე. შესაბამისად, ის მაშინაც კი როდესაც საზღვრებს გარეთ აღწევდა, აღქმული იყო არა როგორც თვითკმარი, თანამედროვე კულტურა, არამედ როგორც რუსეთის იმპერიაში, შემდეგ კი საბჭოთა კავშირში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფის ეთნოგრაფიული, უფრო ეგზოტიკური კულტურა. მაგალითად საშუალო სტატისტიკური მკითხველი საქართველოს ფარგლებს გარეთ ზუსტად ისე ვერ დაგისახელებდათ თუნდაც ერთ ცნობილ ქართველ მწერალს, როგორც ახლა თქვენ ვერ გაიხსენებთ ცნობილ მონღოლ, ან მოზამბიკელ მწერალს. და ეს იყო არა მხოლოდ რიგითი საშუალო სტატისტიკური ევროპელისა და ამერიკელის დონეზე, არამედ ლიტერატურულ და სამეცნიერო წრეებშიც.
ბოლო 30 წელია სწორედ ამის შეცვლას ვცდილობთ და წიგნის ცენტრის, რომელიც ქოცებმა დახურეს და მოვახერხეთ, რომ მისი ფუნქციები მწერალთა სახლში გადაგვეტანა და მწერალთა სახლის 10 წლიანი ძალისხმევის შედეგია დიდწილად, რომ სალიტერატურო და მკვლევარების წრეებში, ეს სურათი მნიშვნელოვნად შევცვალეთ. მაგრამ კიდევ დიდი ძალისხმევაა საჭირო, რათა სურათი რადიკალურად შეიცვალოს.
და ბოლოს რომ იცოდეთ რა თანხაზე ვლაპარაკობთ, მაგალითად მთარგმნელობითი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ამ წუთას ამ ქვეყანაში ერთადერთია, რომელიც უზრუნველყოფს ქართული წიგნების უცხო ენებზე თარგმნას, ამ პროგრამის ბიუჯეტი წელიწადში 300000 ლარია. ფრანკფურტში მონაწილეობა, ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ლიტერატურულ ფორუმზე დაახლოებით 80000 ევრო ჯდება. თანხა, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან იხარჯება ლიტერატურისთვის, მიზერულზე მიზერულია და თითქმის არ გულისხმობს მწერლების სოციალურ დახმარებებს ან ჰონორარებს. ეს თანხა მთლიანად ხმარდება იმ ამოცანის შესრულებას, რომელიც ცდება მწერლების პირად ინტერესს და საერთო ეროვნული ინტერესია და რომლის შედეგადაც მიღებული სარგებელი, როგორც ზევით აღვნიშნე, გაცილებით მეტია, ვიდრე ამ ძალისხმევაზე გაღებული დანახარჯი ბიუჯეტიდან.
რატომ არ შეუძლია წიგნის სექტორს ეს ხარჯიც საკუთარ თავზე აიღოს? საგამომცემლო და ზოგადად ლიტერატურული სფერო ერთ-ერთი ყველაზე დაბალშემოსავლიანია ბიზნეს სექტორებს შორის. თუ ზუსტად ციფრებით გინდათ ამაში დარწმუნდეთ, შეგიძლიათ ნახოთ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვებ გვერდზე განთავსებული წიგნის ბაზრის კვლევა და მარტივად მიხვდებით, რომ თუ ბიზნესის დაწყება გინდათ და მხოლოდ დიდი მოგება გაინტერესებთ, ჯობს ტუალეტის ქაღალდი აწარმოოთ, ვიდრე წიგნები გამოსცეთ.
ისევე როგორც საქართველოში შეუძლებელია მწერალმა თავი ირჩინოს მხოლოდ წიგნების გაყიდვით. შედარებისათვის, მაგალითად მე ორი ბესტსელერის ავტორი ვარ. საქართველოში ბესტსელერი შეიძლება გახდე წლის განმავლობაში 3000 წიგნის გაყიდვითაც, მაშინ როცა მაგალითად გერმანულენოვან ბაზარზე, მინიმალური ტირაჟები 5000-დან იწყება. ქართული წიგნის ბაზარი ბუნებრივად არის პატარა, წიგნი კი არ არის საყოფაცხოვრებო მოხმარების პროდუქტი, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა მაინც იყიდის, რადგან მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა წელიწადში ერთხელაც არ ყიდულობს წიგნს. შესაბამისად ამ სფეროში არსებული ჯამური ბრუნვა უზრუნველყოფს იმას, რომ ეს სფერო არის თვითკმარი, მაგრამ შეუძლებელია მან შეძლოს იმ ხარჯების დაფარვა, რომელიც საჭიროა იმ დიდი ეროვნული ამოცანის შესასრულებლად. მწერლობა და მთარგმნელობა, ისევე როგორც რედაქტორად, კორექტორად, ილუსტრატორად მუშაობა, თუკი ამ საქმეზე გაწეულ შრომას და მიღებულ შემოსავალს შევუფარდებთ, ერთ-ერთი ყველაზე დაბალშემოსავლიანი საქმიანობაა. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენ შვილს წერისკენ აქვს მიდრეკილება, მის მომავალზე ნამდვილად სანერვიულო გექნებათ. გარდა ამისა, იმისათვის, რომ ამ სექტორმა გამართულად იფუნქციონიროს, როგორც სხვა ბიზნესებს, ამ სექტორსაც სჭირდება სხვა გამოცდილი ადამიანები, მენეჯერები, მარკეტინგის სპეციალისტები, ფინანსისტები და ა.შ. ამ სფეროში ადამიანები ძირითადად ჩერდებიან იმიტომ, რომ ლიტერატურა უყვართ და სხვა სფეროში გადასვლის შემთხვევაში პოტენციურად მიღებულ ფინანსურ ბენეფიტს, ეს ემოციური კავშირი გადასძალავს ხოლმე. მაგალითად მახსოვს ერთ ძალიან კარგ ადამიანთან ვმეგობრობდი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გამომცემლობის მარკეტინგს ხელმძღვანელობდა. რამდენიმე წლის შემდეგ ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში გადავიდა. საუბარში მითხრა, რომ ძალიან გაუჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ჰიპერმარკეტმა ზუსტად ორჯერ მეტი ხელფასი შესთავაზა და რადგან იმ პერიოდში ფინანსურ კრიზისში იყო, უარის თქმა არ შეეძლო. ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, თუ კი ამ სფეროს დატოვებს, ძალიან მარტივად იპოვის სამსახურს სხვა სექტორში და მეტ ანაზღაურებასაც მიიღებს, მაგრამ სექტორი მათ შემცვლელებს, იგივე უნარებით და გამოცდილებით ძნელად ნახავს. ამიტომაა ჩვენთვის ნატაშა ლომოურის მსგავსი მენეჯერების სექტორიდან გაშვება აუნაზღაურებელი დანაკლისი, თორემ ნატაშა იოლად იპოვის სამსახურს, ისე როგორც მისი გუნდის ნებისმიერი წევრი და ბევრად მშვიდადაც იმუშავებენ და ბევრად მეტი შემოსავალიც ექნებათ.
ამის მიუხედავად, ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები, არასოდეს ვითხოვთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით დაფინანსებას, ხელფასებს, შემწეობებს, შეღავათებს და პრივილეგიებს. ერთადერთი, რასაც ათ წელზე მეტია კბილებით ვიცავთ, არის სფეროს დამოუკიდებლობა, რათა თქვენი ფული, გადასახადების გადამხდელების ფული იხარჯებოდეს სწორედ საერთო ეროვნულ ინტერესებზე და არა სუბიექტურად შერჩეული მწერლების, მთარგმნელების თუ გამომცემლების სარჩენად.
მაგალითად, მთარგმნელობითი პროგრამის ბიუჯეტი 2013 წლიდან მოყოლებული არ შეცვლილა. რეალურად კი ამ ათ წელიწადში იმხელა ინფლაცია იყო, რომ ეგ თანხა რეალურად არის უკვე განახევრებული, რადგან მთარგმნელობითი პროგრამის ფარგლებში ჰონორარებს უხდიან უცხოელ მთარგმნელებს და შესაბამისად გადახდა უცხოური ვალუტით ხდება. ამის მიუხედავად, თუ მწერალთა სახლის ათწლიან ანგარიშს ნახავთ, შეამჩნევთ, რომ თარგმნილი ლიტერატურის რაოდენობა ყოველწლიურად სტაბილურია. და ის, რომ რეალურად განახევრებული ბიუჯეტით იგივე რაოდენობის წიგნების თარგმნა ხერხდება და პროცესი სტაბილურია არის ამ ადამიანების დიდი შრომის, ამ წლების განმავლობაში დამყარებული კავშირების და უცხოურ გამომცემლობებთან და მთარგმნელებთან მოპოვებული ნდობის და რეპუტაციის დამსახურება. ეს ადამიანები რომ წავიდნენ მწერალთა სახლიდან, იგივე ეფექტის მისაღებად მინიმუმ ოთხჯერ მეტის დახარჯვა მოგვიწევს. თუმცა რეალურად, ჩათვალეთ, რომ თუ თეა წულუკიანის მიერ განხორციელებული ცვლილება მოხდება, აბსოლუტურად ყველაფერი ჩამოიშლება და რაც ამ ათი წლის განმავლობაში გაკეთდა, ისიც წყალში გადაიყრება. ვერ იპოვის სექტორი მოკლე დროში შესაბამის კადრებს და თუ იპოვის, მათ 10 წელი დასჭირდებათ იგივე ნიშნულამდე მისასვლელად. ესაა, ადამიანია მთავარი ღირებულება, თორემ კედლები საუკუნის შემდეგაც იდგება თუ ეგეც არ დაანგრიეს.
ეს ყველაფერი ასე რომ არის, აბა რა ჯანდაბა უნდათ ამ კულტურის მინისტრებს და რატომ ხდება ყველა ახალი კულტურის მინისტრის პირობებში დასაცავი ამ სფეროს მონაპოვარი და მისი დამოუკიდებლობა? რა განა ისინი ვერ ხედავენ, რომ ეს ყველაფერი ასეა?
საქმე იმაშია, რომ ეს მიუკერძოებელი პროცესი, როგორც უკვე მრავალი მაგალითით ავხსენი, გულისხმობს იმას, რომ სანამ სფერო დამოუკიდებელია და ასე ფუნქციონირებს, ძალიან რთულია პარტიული ინტერესების შესაბამისად, რომელიმე შენიან მწერალს ან გამომცემელს ან მთარგმნელს ამ ყველაფრის გვერდის ავლით მისცე თანხა. ეს ხალხი კი ამაზე ბრაზდება, იმიტომ რომ არჩევნებზე მხარს გიჭერს ზუსტად იმიტომ, რომ შესაბამისი ბენეფიტები მიიღოს, ამ დროს კი მთელი ბიუჯეტი მიემართება არა მათ საჭიროებებს, არამედ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნით დაყოფის გარეშე. გარდა ამისა, რადგან სფერო თავისუფალია და ვისი წიგნი ითარგმნება და ვინ წავა ამა თუ იმ საერთაშორისო პლატფორმაზე, ან ვინ მიიღებს პრემიას, დამოკიდებული არ არის პოლიტიკური ლოგიკით მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები, ყოველთვის ყველაზე ხმაურიანად აპროტესტებენ ყველაფერს, რაც არ მოსწონთ. ეს კი ბოლოსდაბოლოს შეიძლება მცირე, მაგრამ პოლიტიკურ თავისტკივილად იქცევა. გარდა ამისა, ამ საერთაშორისო ფორუმებზე, ეს მწერლები ხან რუსეთი ოკუპანტია პერფორმანსებს აწყობენ, ხან ადამიანის უფლებების დარღვევებს აპროტესტებენ და მოკლედ პოლიტიკური კონტროლის ბერკეტი არ აქვს პარტიას. ჰოდა, რადგან ამ ქვეყანაში მმართველებს ეროვნული ინტერესები კი არა ძალაუფლების შენარჩუნება ამოძრავებთ, მათთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს მოურჯულებელი სექტორი მოარჯულონ, ვიდრე ის საერთო ეროვნული ინტერესები შესრულდეს.
ჰოდა, სანამ ყველაფერს ერთი მარტივი ფორმულით მიუდგებით და ასე ზედაპირულად დაარახუნებთ, კულტურაში ფულს საერთოდ არ უნდა ვხარჯავდეთო, ცოტა მაინც ჩაუღრმავდით საკითხს და მინიმუმ ის მაინც გაიგეთ რა ხდება და ვინ რა მოტივაციით მოქმედებს.
გრძელი პოსტია, მაგრამ უფრო მოკლედ ვერ ავხსნი. უნდა ვისწავლოთ საკითხებში სულ ოდნავ ღრმად ჩახედვა, ყველა საკითხი არ შეიძლება ზედაპირულად, მე ასე მჯერათი გადაწყდეს.
აქვე გაგიზიარებთ მწერალთა სახლის ათწლიანი საქმიანობის ანგარიშს ამ ყველაფრის საილუსტრაციოდ.”
-წერს სოციალურ ქსელში მწერალი, პრემია საბას ლაურეატი ტორესა მოსი.






Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: С начала года более 4,7 тысячи жителей Московского региона оформили страховую пенсию в автоматическом режиме на портале госуслуг

Яндекс, А.С. Пушкин, Святой Ленин ведут следствие. Настоящая сенсация! 225 лет А.С. Пушкину.

В Подмосковье сотрудники Росгвардии спасли пожилого мужчину, который оказался один дома и плохо себя почувствовал

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: В Московском регионе более 62 тысяч семей распорядились материнским капиталом через банки


Фонд «Восход» выпустил на «Атомайз» первые в России венчурные ЦФА

Антисанитария в службах доставки: токсиколог Кутушов рассказал, почему опасно заказывать еду

Жители Барнаула помогут сделать родной город чище

Befree запускает сайт для поиска талантов


A Deep Dive into Realistic Doll Manufacturers

Andy Murray cracks brutal joke as Brit star’s Wimbledon preparations are disrupted by bizarre injury 

Watch awkward moment baffled French Open teen is ‘teleported’ into Eurosport studio for live TV interview

Walmart adds employee bonus for hourly US workers


Мобилизованного свердловчанина приговорили к 23 годам "строгача" за подрыв гранаты в казарме

Военные следователи провели рейд по бывшим мигрантам в Керчи

Торговые настольные электронные весы CAS PR-15P

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: С начала года более 4,7 тысячи жителей Московского региона оформили страховую пенсию в автоматическом режиме на портале госуслуг


How to watch the 2024 PC Gaming Show: our 10th annual summer showcase

Показ геймплея тактики SteamWorld Heist II

Concord is skipping free-to-play and pulling a Helldivers 2 instead: $40 for the full game with all 16 heroes at launch

Мафия-НН: Все в сборе, правила с тревогой выслушаны, роли прочитаны, и сразу же в бой!



США и Европа "подготавливают" Россию и Ближний Восток для переселений?!

«Солнечная Азбука» в особом семейном центре «Семь-Я»

США и Европа "подготавливают" Россию и Ближний Восток для переселений?!

Яндекс, А.С. Пушкин, Святой Ленин ведут следствие. Настоящая сенсация! 225 лет А.С. Пушкину.


Яндекс, А.С. Пушкин, Святой Ленин ведут следствие. Настоящая сенсация! 225 лет А.С. Пушкину.

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: С начала года более 4,7 тысячи жителей Московского региона оформили страховую пенсию в автоматическом режиме на портале госуслуг

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: В Московском регионе более 62 тысяч семей распорядились материнским капиталом через банки

За один день работники Уссурийского ЛРЗ и их дети выполнили сменно-суточное задание по ремонту 129 паровозиков


Названа стоимость суточной аренды самого дешевого дома в Подмосковье

Швыдкой заявил, что эффективность новых руководителей театров Москвы оценят через два года

Красногорский филиал Музея Победы подготовил специальную программу ко Дню России

Подросток случайно убил пристававшего к нему незнакомца в Москве


Теннисист Джокович побил рекорд Федерера по победам на турнирах "Большого шлема"

Джокович снялся с Открытого чемпионата Франции по теннису

Теннисист Медведев снялся с турнира ATP в Нидерландах из-за травмы

Зверев вышел в финал «Ролан Гаррос»


Белый дом допустил приход ряда договоров с Россией на смену ДСНВ

Названа стоимость суточной аренды самого дешевого дома в Подмосковье

В Московской области сотрудники Росгвардии эвакуировали жителей из горящего частного дома

За дружбу. Депутат из Чехии заявил о поддержке России половиной его страны


Музыкальные новости

За один день работники Уссурийского ЛРЗ и их дети выполнили сменно-суточное задание по ремонту 129 паровозиков

В Тургиново состоялся первый концерт Всероссийского фестиваля-марафона «Песни России» Надежды Бабкиной

Баста, гастрошоу, блогеры и развлечения: самый полный гид по VK Fest 2024 в Красноярске

"Фактор 2" для трезвых. Группу "Комната культуры" из Барнаула обсудили в шоу Пушного


«Солнечная Азбука» в особом семейном центре «Семь-Я»

Юлия Пересильд, московский Театр на Таганке, ММОМА – участники 3-его фестиваля «Территория. Красноярск» раскрывают грани современного искусства

США и Европа "подготавливают" Россию и Ближний Восток для переселений?!

Яндекс, А.С. Пушкин, Святой Ленин ведут следствие. Настоящая сенсация! 225 лет А.С. Пушкину.


В Этнографическом музее народов Забайкалья Бурятский театр «Ульгэр» презентовал «Колобок» для юного зрителя - Новости и Культура, Дети и Россия

Бастрыкин затребовал доклад об исчезновении девушки в Новосибирске 15 лет назад

Клиники «Будь Здоров» — в лидерах рейтинга лучших клиник 2ГИС

Генеральный директор КА «Главный Советник» принял участие в Бизнес-диалоге «Россия – Венесуэла»


Расписание движения поездов на МЦД-2 изменится 10 и 11 июня

СберСтрахование и Kaiyi Россия заключили соглашение о стратегическом сотрудничестве для разработки совместных страховых программ

Два человека пострадали в ДТП с автозаком в Москве

Названа дата запуска в эксплуатацию платной трассы М-11 Москва – Петербург


Орбан посоветовал "не дергать русских за усы"

Путин: РФ готова к переговорам только на условиях, которые уже обсуждались ранее

Профессор Кошкин: Запад в шоке от военных кораблей России в Карибском море

Путин: Москва оставляет за собой право поставок вооружения партнерам




Клинический фармаколог «Евроонко» Дарья Камышова выступила на форуме, посвященном антибиотикорезистентности в стационаре

Клиники «Будь Здоров» — в лидерах рейтинга лучших клиник 2ГИС

Трихолог, ведущий специалист многофункциональный клиники KindCare в Дубае Кристина Евдошенко: что такое андрогенная алопеция и как ее лечить

В Швейцарии завершился чемпионат Европы по спортивной и фитнес-аэробике


AFP: Байден объявил о выделении Киеву помощи на 225 млн долларов


В Швейцарии завершился чемпионат Европы по спортивной и фитнес-аэробике

Футбольная сборная России забила Белоруссии 4 безответных мяча

Псковичка стала призером соревнований по прыжкам в высоту в Москве

Академия Плющенко требует почти два миллиона со сбежавшей от них юной спортсменки



Собянин: Московский городской транспорт на 100 процентов отечественный

В Зеленограде появится производство альбумина и иммуноглобулина — Собянин

Собянин: Завод по производству препаратов из плазмы крови человека появится в РФ

Собянин: Москва — мировой лидер по динамике развития транспортной инфраструктуры


Красноярский музыкальный театр представил проект театральной экосистемы будущего

Лесничие и студенты Можайска провели субботник у истока Москвы-реки

Акция «Чистый лес» состоялась в округе Шатура

Сервис email-маркетинга DashaMail интегрировал в свою экосистему конструктор виджетов LeadPlan


Названа главная легочная болезнь, угрожающая миллионам жителей России

«Национальный рейтинг состояния инвестклимата». Севастополь потерял позиции, Крым в пятёрке

Московская область. Депутат-коммунист Александр Наумов: Национальный парк «Лосиный Остров» должен работать и в эколого-просветительском направлении для школьников и молодежи!

В США выяснили, что радарные аномалии на южном полюсе Марса порождаются пылью


Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G

Минфин Архангельской области оценил муниципалитеты по уровню качества организации и осуществления бюджетного процесса

Россия, Новости, Культура, Театр, Дети: Радость, которую приносит Госцирк Бурятии

Торговые настольные электронные весы CAS PR-15P


Пьяный мужчина упал с верхней полки на девочку в поезде Москва - Симферополь

Глава Росавиации: возобновление работы закрытых с начала СВО аэропортов пока не ожидается

Глава Росавиации рассказал о перспективах открытия аэропорта Краснодара

В районе Симферополя появится крупный жилой микрорайон - ЖК "Республика"


Московские Айболиты. В столице выбирают лучшего ветврача

Швыдкой заявил, что эффективность новых руководителей театров Москвы оценят через два года

Московская область. Депутат-коммунист Александр Наумов: Национальный парк «Лосиный Остров» должен работать и в эколого-просветительском направлении для школьников и молодежи!

Подросток случайно убил пристававшего к нему незнакомца в Москве














СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *