ამ ზოდიაქოს ნიშნებს კრიზისულ სიტუაციებში არ უნდა მიმართოთ
თევზებს უჭირს გადაწყვეტილების სწრაფად მიღება და ძალიან ემოციურია. იგი მარტივად იბნევა, რის გამოც კრიზისულ სიტუაციაში დახმარებისთვის არ უნდა მიმართოთ. თუ რთული პერიოდი გაქვთ, თევზები მუდამ მზადაა დაგეხმაროთ, განუგეშოთ, მოგისმინოთ, მაგრამ კრიტიკული შემთხვევები მას არ უნდა მიანდოთ.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, მშვილდოსანს ოცი ადამიანისთვის საკმარისი ოპტიმიზმის მარაგი აქვს, მაგრამ, როცა საქმე გამოსავლის სწრაფად პოვნას ეხება, იგი არაპროდუქტიული ხდება. ამის მიზეზი, შესაძლოა, ისიც იყოს, რომ სერიოზულად თითქმის არაფერს იღებს. თუ კრიზისში ხართ, ვინმე უფრო პრაგმატული ადამიანი დაგჭირდებათ.
ლომი დრამის დედოფალია, მას ყოველთვის თავისი პრობლემა აქვს, ამიტომ თქვენთვის ვერ მოიცლის. ლომის ეგოცენტრული ბუნების გამო, იგი მუდამ ყურადღების ცენტრში უნდა იყოს. თუ თქვენს პრობლემებზე მოუყვებით, შესაძლოა, არც მოგისმინოთ და თავისაზე დაიწყოს საუბარი. ლომი ყოველთვის იპოვის სინათლეს გვირაბის ბოლოს, მაგრამ ამას მხოლოდ საკუთარი თავისთვის გააკეთებს.
წყარო: Best Life