ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა თბილისში ჩატარებულ აქციაში, რომლის მონაწილეებიც უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლებებზე მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვდნენ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ „ნაპოლისა“ და „საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.
კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 4 თებერვალს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ონკოლოგიური პაციენტები და მათი ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და ჯანდაცვის სამინისტროსგან ლიმიტის მოხსნა და დროული, უწყვეტი მკურნალობის უზრუნველყოფა მოითხოვეს. ონკოპაციენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი 25 ათას ლარამდეა.