Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
Radiotavisupleba.ge
Март
2024

Новости за 05.03.2024

60 ონკოლოგის გამოწერილი “საეჭვო” მედიკამენტები - რას ნიშნავს ჯანდაცვის ექსმინისტრის განცხადება

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან წავიდა და ონკოპაციენტებს, ძველ პრობლემებთან ერთად, დამატებითი საფიქრალიც დაუტოვა. განმარტებების გარეშე ითქვა, რომ - 60 ონკოლოგი პაციენტებს არარეგისტრირებულ, საეჭვო პრეპარატებს უნიშნავდა.

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნის შვილი ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში კულტურის დეპარტამენტის უფროსის, თამარ გუდავას 20 წლის შვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულს ბრალდება უკვე წარუდგინეს.

მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი გოგი მარგველაშვილი დაინიშნა

Radiotavisupleba.ge 

მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი გოგი მარგველაშვილი დაინიშნა.

რუსული ბიოპოლიტიკა - ებრძოლო მკვდრებსაც

Radiotavisupleba.ge 

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ გადასცეს. ლიუდმილა ნავალნაიამ ბევრი იბრძოლა იმისათვის, რომ ჯერ შვილის ცხედარი  მიეღო, შემდეგ კი დაესაფლავებინა.

„სირცხვილი“ - რუსულმა დაზვერვამ გერმანიის ხელისუფლება გააბითურა

Radiotavisupleba.ge 

გერმანია დიპლომატიურ სკანდალში გაეხვია. კრემლის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერით დადასტურდა, რომ ბერლინში უკრაინის სამხედრო დახმარებაზე ვერ თანხმდებიან. მაგრამ გაირკვა ისიც, რომ გერმანია თავს ვერ იცავს რუსული დაზვერვისგან.

პარტიების გაუქმებას პრემიერის დანიშნული მოხელეც შეძლებს - რას ამბობს კონსტიტუცია და კობახიძის სახელმძღვანელო

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტი პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონს ცვლის: საჯარო რეესტრს ანიჭებს უფლებამოსილებას, პარტია გააუქმოს, თუკი ის ზედიზედ ორი წლის განმავლობაში არ წარადგენს საფინანსო დეკლარაციას. არადა, დღემდე პარტიის გაუქმება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია.



„ყველანი აპოლიტიკურები ვართ“ - ვინ ესწრება საქართველოდან პუტინის ახალგაზრდულ ფესტივალს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტის  ვლადიმირ პუტინის განკარგულებით სოჭში  მიმდინარე  მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე დასასწრებად დელეგაცია საქართველოდანაც გაემგზავრა. ქართულ დელეგაციასთან ერთად ფორულში მონაწილეობენ  ახალგაზრდები და  „ოფიციალური პირები“ სოხუმიდან და ცხინვალიდან.

როცა ინტიმური ფოტოების გამოქვეყნებით გემუქრებიან, - ყველაზე პატარა მსხვერპლი 9 წლისაა, ყველაზე დიდი 84-ის

Radiotavisupleba.ge 

ინტიმური შინაარსის ფოტოს და ვიდეოს გავრცელების მუქარისა და შანტაჟის 200-მდე საქმეს დღეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.

"დილის საუბრები": "რონდელის მსოფლიო რადარი"

Radiotavisupleba.ge 

5 მარტის "რონდელის მსოფლიო რადარში" კვლავ ვსაუბრობთ უკრაინისთვის აუცილებელი დახმარების დაყოვნებასა და მის შედეგებზე. „ყველა პარტნიორმა იცის, რა არის საჭირო“ - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ბუკა პეტრიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *