17 აპრილს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება „პარლამენტთან მიმდებარე საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცვების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების/ძალადობის შესაძლო ფაქტებზე.“ გადამეტების და ძალადობის დადასტურება რთული არ უნდა იყოს.
16-17 აპრილს, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა 18 ადამიანი დააკავეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, ხუთი მათგანი კლინიკაშია. დაკავებულთა უმრავლესობა პატიმრობაში რჩება.
ქართველი წარმატებული სპორტსმენები, მათ შორის საფეხბურთო და საკალათბურთო ეროვნული ნაკრებების ვარსკვლავები დემონსტრაციულად აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვას პარალელურად.