Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Май
2022

Новости за 07.05.2022

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში სკოლა დაბომბეს

News.ge 

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში სკოლა დაბომბეს, სადაც 90 ადამიანი აფარებდა თავს. სოფელ ბელოგოროვკაში სკოლას თავს სოფლის თითქმის მთელი მოსახლეობა აფარებდა, რომლებმაც ევაკუაცია ვერ მოასწრეს. ამის შესახებ ინფორმაცის ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ავრცელებს. „უკანასკნელი კვირის განმავლობაში ბელოგოროვკა, ცხელი წერტილია. ორკები თავდაცვის გარღვევას ცდილობენ, მიდის გამუდმებული ბრძოლები. დღეს რუსი მკვლელები იბრძოდნენ უიარაღო მშვიდობიან მოსახლეობასთან“,- განაცხადა გაიდაიმ. ...

ოთო აბესაძე: დღეს გამოვიტანე ბანკომატიდან “ქეში”, ფულის დაბეჭდვის თარიღს დააკვირდნენ და ფულის კუპიურას …

News.ge 

“დღეს გამოვიტანე ბანკომატიდან “ქეში” (და ამას ბევრი ადამიანი ნახავს, ვინც გამოიტანს “ქეშს”), ფულის დაბეჭდვის თარიღს დააკვირდნენ და ფულის კუპიურას. ახალი ლარები იბეჭდება. 2021 წელს დაიბეჭდა 2,1 მლრდ ლარი”, – ამის შესახებ ეკონომისტმა ოთო აბესაძემ “პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში “საქმე” ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, იბეჭდება ბევრი ფული, რომლის ხარჯზეც ხდება ბიუჯეტის შევსება, რაც თავისთავად ქვეყანაში ინფლაციის განმაპირობებელი ...

მსოფლიო ბანკისგან უკრაინა 1,5 მილიარდი დოლარის დახმარებას მიიღებს

News.ge 

უკრაინა და მსოფლიო ბანკი ემზადებიან ხელშეკრულების დასადებად პროექტის „საჯარო ხარჯების მხარდაჭერა უკრაინაში მდგრადი მმართველობისთვის“ 1,5 მილიარდი დოლარით დაფინანსებაზე. უკრაინის მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე, დელეგაციის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მსოფიო ბანკის წარმომადგენელებთან მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. დელეგაციას მინისტრი სერგეი მარჩენკო უხელმძღვანელებს. „ამ პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქციისა და განვითარების... Читать дальше...

100 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიოს უხუცესი გროსმაისტერი ჭადრაკში, იური ავერბახი

Radiotavisupleba.ge 

100 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიოს უხუცესი გროსმაისტერი ჭადრაკში, იური ავერბახი - ამ ცნობას 7 მაისს ავრცელებს რუსეთის ჭადრაკის ფედერაცია. ავერბახს გროსმაისტერის წოდება 1952 წელს მიენიჭა. 1954 წელს ის გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ნაკრების წევრის რანგში იმარჯვებდა ევროპის 1957 და 1965 წლების ჩემპიონატებში, მოგებული აქვს არაერთი საერთაშორისო ტურნირი. იური ავერბახი ჭადრაკის დაფასთან შეხვედრია მსოფლიოს მრავალ ჩემპიონს, მათ შორის ჰოლანდიელ მაქს ეივეს, რომელმაც ეს ტიტული 1935 წელს მოიპოვა. იური... Читать дальше...

მტერზე უარესი მოყვარე - ვინ რჩება მსოფლიოში პუტინთან

Radiotavisupleba.ge 

კრემლს ნამდვილი მოკავშირეები თითქმის აღარ დარჩა, თუ არ ჩავთვლით „გარიყულ“ ქვეყნებს და შეუმდგარ სახელმწიფოებს. ვინ შეიძლება მიიჩნიოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოკავშირედ?

უკრაინა: დასრულდა ქალების, ბავშვების და ხანდაზმულების ევაკუაცია აზოვსტალის ქარხნიდან

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნიდან დასრულდა ყველა ქალის, ბავშვის და ხანდაზმულის ევაკუაციის პროცესი - იმ ფონზე, როცა შენობას კვირების განმავლობაში უტევენ რუსეთის ძალები ომით გაჩანაგებულ საპორტო ქალაქში.  "პრეზიდენტის ბრძანება შესრულებულია: აზოვსტალიდან ევაკუირებულია ყველა ქალი, ბავშვი და ხანდაზმული პირი" - წერს სოციალური მედიით ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი, 7 მაისს.  "მარიუპოლის ჰუმანიტარული მისიის ეს ნაწილი დასრულებულია" - დასძენს ის, დეტალების დაკონკრეტების გარეშე. Читать дальше...

„შავმა ლომმა“ რაგბი ევროპის სუპერთასი მოიგო

Radiotavisupleba.ge 

რაგბი ევროპის სუპერთასის პირველი გათამაშება „შავი ლომის“ ტრიუმფით დაგვირგვინდა. პირველმა პროფესიულმა ქართულმა ფრენჩაიზმა, რომელიც ამ ტურნირის წინ შეიქმნა, გადამწყვეტ მატჩში - ლისაბონში გამართულ ფინალში, ამავე ქალაქის კლუბს „ლუზიტანუშს“ მოუგო, ანგარიშით 17:14. ქართველთაგან ლელოები ლუკა ივანიშვილმა და თენგიზ პერანიძემ გაიტანეს. გიორგი ბაბუნაშვილმა კი ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და მანვე, ერთი საჯარიმოც მიითვალა.

უკრაინის არმია: კუნძულ ზმეინისთან დრონმა გაანადგურა რუსეთის გემი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის არმია აცხადებს, რომ შავ ზღვაში, კუნძულ ზმეინისთან დრონით განხორციელებული იერიშით ჩაძირა რუსეთის კიდევ ერთი საბრძოლო ხომალდი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით "ბაირახტარის" ტიპის შეიარაღებულმა დრონმა ასევე გაანადგურა სარაკეტო თავდაცვის სისტემა ზმეინიზე, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს. სამინისტრომ ტვიტერით გაავრცელა ვიდეოც, რომელიც, მისი თქმით, ასახავს გემის ჩაძირვას. გემის განადგურების შესახებ ცნობის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ ხერხდება, დაუდგენელია ისიც, თუ როდის მოხდა ინციდენტი. Читать дальше...



„რიონის ხეობის მცველებმა“ წელიწადნახევრიანი კარვებით პროტესტი შეწყვიტეს

Radiotavisupleba.ge 

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუმათში შემაჯამებელი აქციით დაასრულეს კარვებში მიმდინარე 550-დღიანი პროტესტი, ჰესის მშენებელი კომპანიის, „ენკა რინიუებლზის“ მიერ რიოინის ხეობის დატოვების შემდეგ. ვარლამ გოლეთიანმა, „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ–ერთი ლიდერმა აქციაზე შეკრებილებს უთხრა, რომ კარვებში ყოფნას აზრი აღარ აქვს, თუმცა დაამატა, რომ ხელისუფლებას ჰესის მშენებლობის შესახებ არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს და პროტესტი შესაძლოა სხვა ფორმით გაგრძელდეს. „დღეს შემაჯამებელი აქციაა... Читать дальше...

„თეგეტა ჰოლდინგის“ რეგიონული წარმატება – კომპანია სომხეთის დედაქალაქის მუნიციპალური პარკის განვითარებაში ერთვება

News.ge 

• ქართული კომპანია ერევნის მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებულია ერევნის მუნიციპალური პარკი გერმანული ბრენდის MAN-ის უახლესი ავტობუსებით განახლდება. ქალაქის მთავრობის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, ამიერკავკასიის მასშტაბით, ავტოინდუსტრიის ლიდერი ქართული კომპანია „თეგეტა მოტორსი“ გახდა. ხელშეკრულებას მხარეებს შორის 2022 წლის 6 მაისს მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც, სომხეთის დედაქალაქს, პირველ ეტაპზე, MAN-ის ბრენდის 100-მდე... Читать дальше...

ავღანეთის თალიბანმა ქალებს ბურკის ტარება უბრძანა

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის თალიბანის მმართველობამ ყველა ქალს უბრძანა, დაიფაროს სახე, რაც წარმოადგენს მორიგ ზომას შეზღუდვათა სერიაში, რომლებსაც კრიტიკა მოჰყვა ბევრი ავღანელისგან და საერთაშორისო თანამეგობრობისგან. ბრძანება, რომელიც 7 მაისს, ქაბულში გამოცხადდა, ქალებს მოუწოდებს გამოაჩინონ მარტო თვალები, და შეიმოსონ სხეულის თავიდან ფეხამდე დამფარავი ბურკით. ბრძანება წაიკითხა კეთილშობილების პროპაგანდის და მანკიერების პრევენციის სამინისტროს პრესმდივანმა და თქვა, რომ ის გაიცა ჯგუფის უზენაესი ლიდერის, ჰიბათულა ახუნზადას სახელით. Читать дальше...

დნესტრისპირეთიდან იუწყებიან დრონებით დარტყმებზე უკრაინის საზღვართან

Radiotavisupleba.ge 

თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს აფეთქებებზე, რომლებიც უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს მოხდა. სამინისტროს ცნობით, დარტყმები განხორციელდა უპილოტო საფრენი მოწყობილობებიდან, დრონებიდან. დაშავებულები არ არიან.  აპრილის ბოლოდან არაღიარებული რესპუბლიკის მესვეურები რამდენჯერმე იუწყებოდნენ რეგიონში სროლის შესახებ. კერძოდ, 26 აპრილს შეტევა განხორციელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს შენობაზე და კოშკზე "მაიაკი", რომლითაც რუსეთის რადიომაუწყებლობა გადაიცემოდა.  მოლდავეთის... Читать дальше...

უკრაინული მედია: მიკოლაევის ოლქში 4 აფეთქება მოხდა

News.ge 

მიკოლაევის ოლქში, ვოზნესენსკის რაიონში ოთხი აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ვოზნესენსკის სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ვოზნესენსკის რაიონის ტერიტორიაზე ოთხი აფეთქების ხმა გაისმა. რაიონის მოსახლეობას მოვუწოდებთ, რეაგირება მოახდინონ განგაშის სიგნალზე“, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

ოდესას რამდენიმე რაკეტა დაეცა, აცხადებს რეგიონის ადმინისტაცია

Radiotavisupleba.ge 

შაბათს რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა ოდესაში, აცხადებს სამხრეთ უკრაინის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. სერჰი ბრაჩუკს არ უსაუბრია დამატებით დეტალებზე მსხვერპლისა და რაკეტების მიერ მიყენებული ზიანის შესახებ. ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს შავი კვამლის ნალექები ქალაქის თავზე.

ვარკეთილში საპოლიციო ოპერაციის შედეგად 2 პირი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე საპოლიციო ოპერაციის შედეგად, დააკავეს ორი პირი. მედიის ინფორმაციით, ისინი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულზე მდებარებ ბინაში იმალებოდნენ. გამოძიებით მტკიცებით, მართვის უფლების არმქონე ბ.შ. მიმდინარე წლის 15 აპრილს, განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან - გ.შ.-სთან და მ.ხ.-სთან ერთად მიიმალა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსმა - დავით მიქიაშვილმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. Читать дальше...

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: განადგურებულია, კიდევ ერთი, რუსული გემი

News.ge 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კიდევ ერთი რუსული გემი გაანადგურეს. უწყება „ტვიტერზე“ წერს, რომ Bayraktar TB2-მა Serna-ს პროექტის სადესანტო ხომალდი გაანადგურა.„რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ტრადიციული აღლუმი მიმდინარე წლის 9 მაისს კუნძულ „ზმეინთან“ – ზღვის ფსკერზე გაიმართება,“- აცხადებენ უწყებაში.

„რუსული ნაციზმის წინააღმდეგ“ - თბილისში 8 მაისს აქცია გაიმართება

Radiotavisupleba.ge 

კვირას, 8 მაისს, 2 საათზე, თბილისში გაიმართება აქცია „რუსული ნაციზმის წინააღმდეგ“. დემონსტრაციას ორგანიზებას ოპოზიციური პარტია „დროა“ უწევს. „8 მაისი არის დღე, როცა უკრაინელები და ქართველები უნდა ვიდგეთ ერთად და ვთქვათ, რომ ჩვენ „რაშიზმთან“ დანებებას არ ვაპირებთ“, - თქვა პარტიის ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. ფეისბუკღონისძიების აღწერის თანახმად, აქცია ნაწილია უკრაინელთა მსოფლიო კონგრესის მიერ დაწყებული კამპანიისა სახელწოდებით „9 მაისი, რუსეთის სირცხვილის დღე“, რომლის მიზანია ხელი შეუშალოს რუსეთის მცდელობას... Читать дальше...

მოსკოვის სასამართლომ გასცა კრემლის კრიტიკოსი ჟურნალისტის, ნევზოროვის დაპატიმრების ორდერი

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის სასამართლომ გასცა ცნობილი ტელეჟურნალისტის და კრემლის კრიტიკოსის, ალექსანდრ ნევზოროვის დაუსწრებლად დაპატიმრების ორდერი, იმ ფონზე, როცა რუსეთში ძლიერდება ზეწოლა კრიტიკულ ხმებზე, მას მერე, რაც მოსკოვი ორ თვეზე მეტი ხნის წინ პროვოცირების გარეშე შეიჭრა უკრაინაში.  მოსკოვის ბასმანის ოლქის სასამართლომ 6 მაისს გასცა ბრძანება, რომ ნევზოროვი, რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში, ორი თვით უნდა დააკავონ. ნევზოროვი, რომელიც, როგორც იუწყებიან, ამჟამად ისრაელშია, უარყოფს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს.  ნევზოროვის... Читать дальше...

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ძალოვანი უწყებები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 7 მაისიდან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს „მართლწესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ძალოვანი უწყებები განსაკუთრებული რეჟიმით იმუშავებენ ნაციზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის დროსაც. დღეს დილიდან ცხინვალის მთავარ მოედანზე მისასვლელი გზებიც გადაკეტილია, რადგან იქ სამხედრო აღლუმის გენერალური რეპეტიცია... Читать дальше...

საჭიროება თუ ხელოვნური ვაკანსიები - სად ასაქმებენ სოციალურად დაუცველებს კახეთში?

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში მიმდინარე წლის მარტიდან ამუშავდა ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან მოქალაქეებს მუნიციპალურ თუ სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში ასაქმებენ. მთავრობაში თქვეს, რომ პროგრამა დროებითია და მისი მიზანია, სოციალურ შემწეობასთან ერთად, დასაქმებულმა მოქალაქეებმა დამატებითი ანაზღაურება მიიღონ, რაც ხელს შეუწყობს მათ ჩართვას ეკონომიკურ აქტივობაში. კახეთში ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი ამბობს, რომ დასაქმების პროგრამის ფარგლებში, ზოგ უწყებაში ვაკანსიები... Читать дальше...

იუწყებიან, რომ ჩრდილოეთმა კორეამ ბალისტიკური რაკეტა ისროლა იაპონიის ზღვაში

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთი კორეის და იაპონიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთმა კორეამ ბალისტიკური რაკეტა ისროლა იაპონიის ზღვაში.  7 მაისს გავრცელებულ ამ ცნობამდე სამი დღით ადრე, ფხენიანმა რაკეტების მორიგი გამოცდა ჩაატარა, რამაც გააძლიერა შიში, რომ ის, შესაძლოა, კიდევ ერთი ბირთვული გამოცდისთვის ემზადებოდეს.  თავის განცხადებაში სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი ობიექტს უწოდებს "არაიდენტიფიცირებულ ჭურვს". მოგვიანებით შტაბმა განაცხადა, რომ ჭურვი, სავარაუდოდ, იყო ბალისტიკური რაკეტა, რომელიც წყალქვეშა ნავიდან გაუშვეს. Читать дальше...

უკრაინა აცხადებს, რომ წინსვლა აქვს კონტრშეტევაში რუსეთის ძალებთან

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ძალები აცხადებენ, რომ წინსვლა აქვთ რუსეთის პოზიციებთან მიმართებით ხარკოვსა და ხერსონში, და მცირე ტერიტორიული მოგება აღენიშნებათ რუსეთის მხრიდან დონბასში წარმოებული შეტევის ფონზე.  რუსეთი, პარალელურად, აცხადებს, რომ გაანადგურა იარაღის საწყობი, რომელიც უკრაინისთვის აშშ-ის და ევროპის მიერ იყო მიწოდებული.  7 მაისს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მთავარმა მრჩეველმა, ოლექს არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინას ბრძოლის ველზე წინსვლა აქვს რუსეთის ძალებთან მიმართებით - ცოტა ხნით ადრე მანამ... Читать дальше...

ბელარუსმა დივერსანტებმა „ითამაშეს როლი რუსეთის მიერ კიევის დათმობაში“

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის დევნილი ოპოზიციის ლიდერის სვიატლანა ციხანოუსკაიას თქმით, ბელარუსის დივერსანტებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს რუსეთის იძულებაში, უარი ეთქვა უკრაინის დედაქალაქის კიევის აღების მცდელობაზე. ციხანოუსკაიამ BBC-ს უთხრა, რომ იყო 80 დივერსიული აქტი რკინიგზის წინააღმდეგ, რომელიც ამარაგებდა რუსეთის ძალებს, სანამ ისინი ერთი თვის წინ ჩრდილოეთ უკრაინიდან გამოვიდოდნენ. მან ასევე თქვა, რომ აქტივისტები უკრაინას აწვდიდნენ ინფორმაციას ჯარების გადაადგილებისა და რაკეტების გაშვების შესახებ. ბელარუსების... Читать дальше...

იტალიამ პუტინთან დაკავშირებული $700-მილიონიანი იახტის ჩამორთმევის ბრძანება გასცა

Radiotavisupleba.ge 

იტალიამ გასცა ბრძანება 700 მილიონი დოლარის ღირებულების იახტის ჩამორთმევის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. „შეჰერაზადა“ გასული წლის სექტემბრიდან ტოსკანის პორტში რემონტს გადიოდა. Reuters-ის ცნობით, წყარომ სააგენტოს უთხრა, რომ პოლიციას მფლობელი ედუარდ ხუდაინატოვი ჰგონია, რუსული ენერგეტიკული გიგანტის „როსნეფტის“ ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ამჟამად არ არის ევროკავშირის სანქციების სამიზნე. განცხადებაში, რომლითაც გამოაცხადა დაყადაღების ბრძანება, ფინანსთა სამინისტრომ... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *