აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე, გენერალი მილი, რუს კოლეგას რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად ესაუბრა
რუსეთის ფედერაციაში განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა სატელეფონო ზარი მიიღო აშშ-ს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსების კომიტეტის თავმჯდომარისგან მარკ მილისგან. სააგენტო "რია ნოვოსტის" თანახმად მათ შორის საუბარი უკრაინაში მიმდინარე ომს შეეხებოდა. ინფორმაციას ამ სატელეფონო საუბრის შესახებ ტელეკომპანია CNN-იც აქვეყნებს. ”სამხედრო ლიდერებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რამდენიმე შემაშფოთებელი საკითხი განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ კომუნიკაციის ხაზები ღია იქნება”... Читать дальше...