Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Ноябрь
2022

Новости за 23.11.2022

ფაშინიანმა უარი თქვა ОДКБ-ს სამიტზე დოკუმენტების ხელმოწერაზე

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტზე, უარი თქვა კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს დეკლარაციის პროექტებისა და სომხეთის დასახმარებელი ერთობლივი ზომების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში შედიან სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ბელარუსი. სამიტზე გამოსვლისას ფაშინიანმა ორგანიზაციას მოუწოდა, პოლიტიკური შეფასება მისცეს სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის მოქმედებებს, რომლებსაც ის აგრესიად მიიჩნევს. Читать дальше...

მედია: ილია II-ეს კირილესადმი მილოცვის წერილიდან მოსკოვის საპატრიარქომ ,,აფხაზეთის მიტროპოლიტი” ამოიღო

News.ge 

რუსეთის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებამ გამოაქვეყნა წერილი სადაც ილია მეორე პატრიარქ კირილეს დაბადების დღეს ულოცავს. მოსკოვის საპატრიარქომ ილია მეორეს წერილი თარგმნა თუმცა, დედნიდან არა ზუსტად, რადგან ამოიღო ,,ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი” და კირილესადმი მილოცვის ტექსტი ისე გამოაქვეყნა. იხილეთ ტექსტი: ,,საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების 76 წლისთავთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს უწმინდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია... Читать дальше...

მაია სანდუ: "რუსეთის რეჟიმი სიბნელესა და სიცივეში გვტოვებს"

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გამოიძახა მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასირებულმა სარაკეტო დარტყმამ ელექტროენერგიით მომარაგების შეფერხებები გამოიწვია მოლდოვის თითქმის მთელს ტერიტორიაზე. ხელისუფლების ცნობით, ენერგომომარაგების გარეშე დარჩა ქვეყნის დასახლებული პუნქტების დიდი უმრავლესობა. მიზეზია ავარიული გათიშვა ენერგომომარაგების სისტემაში. მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ მუშაობდა შუქნიშნები. შეფერხებებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კვლავ დაიწყო ელექტრომომარაგების აღდგენა.

მსახიობი თამარ სხირტლაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

News.ge 

93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე. თამარ სხირტლაძე დაიბადა 1929 წელს, ლაგოდეხში. 1949 წელს დაამთავრა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია. შემდგომში კი გახდა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. მას მონაწილეობა მიღებული აქ ისეთ სპექტალებსა და ფილმებში როგორებიცაა: „კაცია-ადამიანი?!“, „მოძღვარი“, „მეფე ლირი“, „ადამიანთა სევდა“, „ფესვები“, „ლუკას სახარება“ და „ნუცას სკოლა“. თამარ სხირტლაძე უხუცეს მსახიობად ითვლება... Читать дальше...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

ვრცელდება ინფორმაცია უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, კონსტანტინე ქურსუას დაღუპვის შესახებ. ის 27-ე ქართველი მებრძოლია, ვინც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გარდაიცვალა.  ინფორმაციას კონსტანტინე ქურსუას დაღუპვის შესახებ მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ - კონკრეტული დეტალები, გარდაცვალების ადგილის და ზუსტი დროის შესახებ ამ დროისთვის უცნობია.

ბესო ჩუბინიძე: … გიმეორებთ ყველა ხართ საკუთარი შვილების მომავლის მტრები!

News.ge 

„12 წლის გოგონა დღე-დღეზე იმშობიარებს და ბავშვს გააჩენს! 13 წლის ბიჭუნა ჩხუბის დროს მოკლეს! 14 წლის გოგონამ ბებია უფლებების შეზღუდვაში დაადანაშაულა, მას შემდეგ რაც ღამის კლუბში არ გაუშვა და თავზე პატრული დააყენა! 12 წლის გოგონას მშობლებმა სკოლის მასწავლებელს უჩივლეს და ძალადობაში დასდეს ბრალი, მას შემდეგ რაც მასწავლებელმა მოსწავლეს ყური აუწია გაკვეთილების მსვლელობისას საღეჭი რეზინის ღლაჭუნის ...

რას ნიშნავს კირილესათვის მილოცვა?

Radiotavisupleba.ge 

20 ნოემბერს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს (ვლადიმირ გუნდიაევს) დაბადებიდან 76 წელი შეუსრულდა. საქართველოს საპატრიარქოსა და კათოლიკოს-პატრიარქს რუსი მღვდელმთავრისათვის დაბადების დღე ღია წერილით არ მიულოცავთ. მილოცვის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია არც საპატრიარქოს პრესსამსახურს და არც საპატრიარქოს ოფიციალურ ვებსაიტს. რომ არა მოსკოვის საპატრიარქო და რუსული მედია, რომელმაც 22 ნოემბერს გამოაქვეყნა ილია II-ის ხელმოწერილი ტექსტი, საზოგადოება ვერ შეიტყობდა, რომ რუსეთის ხელისუფლებისა... Читать дальше...

ჰყავს თუ არა სომხეთს მეგობრები ОДКБ-ში? ერევანში პუტინისა და ლუკაშენკას ვიზიტს აპროტესტებენ

Radiotavisupleba.ge 

„პუტინი მკვლელია“, "ბუჩა", "ირპენი", "მარიუპოლი", პერსონა ნონ-გრატა - რუსეთის პრეზიდენტს ერევანში საპროტესტო აქციებით დახვდნენ. სომხეთის დედაქალაქში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო - ОДКБ) სხდომა მიმდინარეობს. ერევანში ჩავიდა ბელარუსის ლიდერი ლუკაშენკაც.



მედია: სუმბათაშვილების სასახლეში განთავსებულია ხაშურის ეპისკოპოსის სვიმეონ ცაკაშვილის რეზიდენცია

News.ge 

სუმბათაშვილების სასახლე, ამჟამად სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის, სვიმეონ ცაკაშვილის რეზიდენციაა. სუმბათაშვილებს კუთვნილი სასახლე ჯერ ბოლშევიკებმა ჩამოართვეს. ამ სასახლეში წლების მანძილზე სოფელ ქვიშხეთის კულტურის სახლი იყო განთავსებული. სასახლის რესტავრაცია 2016 წლიდან დაწყებულა. ეს ის სასახლეა, სადაც ერეკლე მეორემ დაიწერა ჯვარი მეორედ. ვიდრე სასახლე სუმბათაშვილების გახდებოდა, მანამდე ქვიშხეთი სააბაშიოს ცენტრი იყო. აბაშიძეები აქ ჯერ კიდევ XVI ...

ნიკოლ ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია გააკრიტიკა

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გააკრიტიკა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია მისი უარისთვის, დახმარებოდა სომხეთს 2020 წლის ექვსკვირიან ომში აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ერევანში 23 ნოემბერს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე გამოსვლისას, რომელსაც სხვა ლიდერებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც დაესწრო, ფაშინიანმა თქვა, რომ ორგანიზაცია თავის წევრს, ყაზახეთს, იანვრის დამდეგს დაუყოვნებლივ დაეხმარა, როცა ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ითხოვა... Читать дальше...

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამორჩენილია დროს, დარჩენილია 2003 წელში

News.ge 

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩამორჩენილია დროს, დარჩენილია 2003 წელში – დრო არის, რომ რეალობას შეხედონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ 19 წლისთავს ეძღვნებოდა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აბსოლუტური ძალაუფლება დაიბრუნოს და ამ ქვეყანაში ავტორიტარიზმი აღადგინოს. Читать дальше...

მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი სენსაცია – იაპონიამ გერმანია დაამარცხა

News.ge 

მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის პირ­ველ ტურ­ში, E ჯგუფ­ში ია­პო­ნი­ამ გერ­მა­ნი­ას 2:1 სძლია. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო გერ­მა­ნია თა­ვი­დან­ვე და­ე­უფ­ლა დიდ ტე­რი­ტო­რი­ულ და სა­თა­მა­შო უპი­რა­ტე­სო­ბას, შტურ­მი მო­ა­წყო და რა­უ­მის მო­პო­ვე­ბუ­ლი პე­ნალ­ტით გი­უნ­დო­გან­მა ან­გა­რი­ში გახ­სნა. ევ­რო­პე­ლებ­მა ამის შემ­დე­გაც არა­ერ­თი მო­მენ­ტი შექ­მნეს, გი­უნ­დო­გან­მა ბურ­თი ძელს გა­არ­ტყა და ამ­დე­ნი შან­სის ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბის გამო და­ი­სა­ჯნენ: გა­აქ­ტი­უ­რე­ბულ­მა ია­პო­ნე­ლებ­მა სა­ხი­ფა­თო კონ­ტრშე­ტე­ვე­ბით უპა­სუ­ხეს... Читать дальше...

ევროპული საქართველო საქართველოს ეკლესიას მოუწოდებს გაწყვიტოს კავშირი რუსეთის საპატრიარქოსთან

Radiotavisupleba.ge 

"ევროპული საქართველო"  საპატრიარქოს მოუწოდებს  გაწყვიტოს ნებისმიერი სახის საჯარო და კერძო კავშირი ან კომუნიკაცია რუსეთის სახელმწიფოსა და მის კონტროლირებად ყველა ორგანიზაციასთან, მოსკოვის საპატრიარქოს ჩათვლით.  პარტია გმობს საქართველოს საპატრიარქოსა და ცალკეულ მღვდელმთავართა კოლაბორაციონისტულ განცხადებებსა და საქმიანობას, რომელიც მიმართულია რუსეთის სახელმწიფოს ქმედებათა გამართლებისკენ და დანაშაულთა ნიველირებისკენ.  განცხადებაში, რომელიც პარტიამ დღეს, 23 ნოემბერს გაავრცელა, ნათქვამია, რომ აღიარებენ... Читать дальше...

bpn.ge: რა თანხა შედის ბიუჯეტში მოქალაქეების შემოსავლებიდან

News.ge 

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში, 20 347 124 691 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საშემოსავლო გადასახადის სახით, ნაერთ ბიუჯეტში – 4 159 561 359 ლარის; ხოლო დამქირავებლის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადის სახით – 3 641 908 951 ლარის მობილიზება მოხდა. ცნობისთვის, ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ...

თაკო ჩარკვიანი: არავინ იცის ნიკა მელია რას აკეთებს, გარდა იმისა, რომ მის ხელში პარტიის რეიტინგი განახევრდა, ის უნდა გადადგეს

News.ge 

არავინ იცის ნიკა მელია რას აკეთებს, გარდა იმისა, რომ მის ხელში პარტიის რეიტინგი განახევრდა – 600 000-იან პარტიას ლიდერი ციხეში უკვდება. ხალხი როგორღა უნდა გენდოს შენ, თუ შენს ლიდერს ვერ პატრონობ?! – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტთან განაცხადა, სადაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ლაპარაკის მეტს არაფერს ...

ევროპული პარლამენტი: წევრობაზე მოლაპარაკებები ყველა კანდიდატთან 2030 წლამდე უნდა დავასრულოთ

Radiotavisupleba.ge 

გაფართოება უალტერნატივოა და ევროკავშირმა ის უნდა დააჩქაროს. წევრობის შესახებ მოლაპარაკებები კი ყველა კანდიდატთან ამ “ათწლეულის ბოლომდე” უნდა დაასრულოს, - წერია რეზოლუციაში, რომელიც ევროპულმა პარლამენტმა 23 ნოემბერს მიიღო.

ვანო მერაბიშვილი: ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ

News.ge 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ვარდების რევოლუციის“ 19 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მერაბიშვილი აღნიშნავს, რომ „ახლაც ისე გაიმარჯვებენ, როგორც მაშინ!“ „23 ნოემბერი, 2003. ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ“, – წერს მერაბიშვილი. შეგახსენებთ, „ვარდების რევოლუციიდან“ 19 წელი გავიდა. რევოლუციის მე-19 წლისთავთან დაკავშირებით თბილისსა და ბათუმში აქციები გაიმართება.

რატომ უნდა მივიღოთ წყალი საკმარისი რაოდენობით

News.ge 

ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის სხეულის 60% წყალს უკავია. რეკომენდებულია, დღე-ღამის განმავლობაში 8 ჭიქა წყალი მაინც მიიღოთ. ჰიდრატაცია ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან იგი სასიცოცხლო ფუნქციებს არეგულირებს. დეჰიდრატაციას შეიძლება ჰქონდეს შესამჩნევი ეფექტი, თუ ადამიანი მინიმუმ 2% წყალს დაკარგავს. ამიტომ ზაფხულობით, როდესაც ოფლიანობა მატულობს, უმჯობესია 2-3 ლიტრი წყალი მიიღოთ, თუმცა გამოშრობისგან არც ზამთარში ხართ დაცული, რადგან ამ დროს წყალს ...

მორიგი კოლექტიური შურისძიება კადიროვის ჩეჩნეთში?

Radiotavisupleba.ge 

მთელი ჩეჩნეთი შეძრა გროზნოს ცენტრში, ერთ-ერთ მეჩეთში 21 ნოემბერს მომხდარმა სისხლისღვრამ. ოფიციალური ვერსიით, 19 წლის მოვსარ ზაკრიევმა, ნამაზის დროს ჯერ საგზაო პოლიციის ინსპექტორი, ჯაბრაილ ჯამალოვი მოკლა, შემდეგ მსხვერპლის იარაღს დაავლო ხელი, ქუჩაში გავიდა და ცეცხლი გაუხსნა ორ სამართალდამცველს.

"ბორჯომში" დასაქმებულები არ თანხმდებიან ხელშეკრულების ახალ პირობებს

Radiotavisupleba.ge 

ბორჯომის ქარხნის ახალ ხელშეკრულებაში, რომელიც კომპანიამ თანამშრომლებს შესთავაზა, შემცირებულია ზეგანაკვეთური სამუშაოს, უქმე დღეებისა და ღამის ცვლის ანაზღაურება. კომპანიაში დასაქმებულები ამბობენ, რომ ბორჯომის ქარხნის ადმინისტრაციამ უკვე 10-მდე შეხვედრა გამართა მათთან და ყველა შეხვედრა იყო მცდელობა, დაეთანხმებინა მუშები ახალ პირობებზე. მინერალური წყლების მწარმოებელ კომპანიაში დასაქმებულები ახალ ხელშეკრულებაზე ხელმოწერისგან თავს უკავებენ. კომპანია მათ დასათანხმებლად პირობას დებს, რომ აპრილიდან 10%-ით გაზრდის ხელფასებს... Читать дальше...

ჯგრგ სალჭუბრიშ - უხილავი ტაძარი ჭუბერში 

Radiotavisupleba.ge 

სვანეთში, ჭუბერის ხეობაში შემონახულია გადმოცემა უხილავი ტაძრის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ადგილსამყოფელი არავინ იცის, ის დღემდე ხეობის მფარველად მიიჩნევა. „ჭუბერის წმინდა გიორგიმ დაგლოცოს“, „ჭუბერის წმინდა გიორგიმ დაგიფაროს“... ასეთ ფრაზებს ჭუბერში ხშირად გაიგონებ. თუმცა, თუ ვინმე შეეცდება, ჭუბერის წმინდა გიორგის სალოცავში მივიდეს და სანთელი დაანთოს, აღმოაჩენს, რომ მსგავსი რამ არათუ ახლა არ არის, არც არასდროს არსებულა. გამოტოვებული ეპოქა ჭუბერის თემი, რომელშიც ათამდე სოფელი შედის, მდინარე... Читать дальше...

დონეცკელი სეპარატისტების თქმით, ტარდება კიევთან ტყვეების მორიგი გაცვლა

Radiotavisupleba.ge 

დონეცკის ანექსირებული ოლქის რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს ხდება კიევთან ტყვეების მორიგი გაცვლა. როგორც პუშილინმა დაწერა „ტელეგრამში“, გაცვლა მიმდინარეობს ფორმულით „35 ადამიანი 35-ზე“. მისი ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლების მიერ გათავისუფლებულთა შორის არის შვიდი პირი, რომელიც რუსეთის მომხრე დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტთა მხარეს იბრძოდა. უკრაინას ძირითადად დაუბრუნეს ეროვნული არმის მეომრები, აღნიშნა სეპარატისტთა ლიდერმა. უკრაინის ხელისუფლებას... Читать дальше...

ვარდების რევოლუციის მე-19 წლისთავი თბილისსა და ბათუმში აქციებით აღინიშნა

Radiotavisupleba.ge 

ვარდების რევოლუციის მე-19 წლისთავი თბილისსა და ბათუმში აქციებით აღინიშნა. ორივე ქალაქში აქციაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა - მათი მთავარი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იყო. "თავისუფლება მიშას", "თავისუფლება საქართველოს" - ეწერა თბილისში გამართული აქციის მონაწილეების ტრანსფარენტებს. პარლამენტის წინ მისულ ადამიანებს საქართველოსა და უკრაინის დროშებთან ერთად ჰქონდათ ვარდებიც, რევოლუციის სიმბოლო. ვარდების რევოლუციის შესახებ გადაღებული დოკუმენტური... Читать дальше...

ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ შოტლანდიას უარი უთხრა დამოუკიდებლობის შესახებ მეორე რეფერენდუმის მოწყობაზე

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ შოტლანდიაში კანონმდებლებს არა აქვთ უფლება, მოაწყონ მეორე რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ, თუკი საამისოდ არ მიიღებენ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ნებართვას. საქმე სასამართლოს გადაეცა მას შემდეგ, რაც შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჯერსმა წარმოადგინა გეგმები მეორე კენჭისყრის მომავალი წლის 19 ნოემბერს გამართვის თაობაზე. სასამართლოს მიმართა სამეფო ადვოკატმა დოროთი ბეინმა. როგორც ოთხშაბათს განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *