Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Ноябрь
2022

Новости за 24.11.2022

კიევის 60% კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩება-ვიტალი კლიჩკო

Radiotavisupleba.ge 

კიევის მიერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ მიუხედავად ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოებისა, დედაქალაქის 60% კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩება. „ენერგეტიკოსები ახლა კრიტიკულ პირობებში მუშაობენ. სისტემის აღდგენა თანაბრად ხდება. უპირველეს ყოვლისა, ელექტროენერგია მიეწოდება კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს- წყალ-საკანალიზაციო სისტემას, საავადმყოფოებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ჩვენ უკვე ავამოქმედეთ მიწისზედა სახმელეთო ელექტროტრანსპორტი. მეტროს მატარებლებს შორის ინტერვალებიც შემცირდა. იმიტომ, რომ ჩვენ გვესმის... Читать дальше...

შალვა პაპუაშვილი: ევროპის კონტინენტზე მშვიდობა მხოლოდ მაშინ დაისადგურებს, როდესაც მისი ყველაზე დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილები ევროკავშირის და ნატოს ქოლგის ქვეშ გაერთიანდება

News.ge 

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან ავგუსტო სანტოს სილვასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი twitter-ზე წერს. „ევროპის კონტინენტზე მშვიდობა მხოლოდ მაშინ დაისადგურებს, როდესაც მისი ყველაზე დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილები ევროკავშირის და ნატოს ქოლგის ქვეშ გაერთიანდება. ამ საქმეში პორტუგალიის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

ალექსეი გონჩარენკო: 9-თვიანი ომის განმავლობაში საქართველომ ვერ გადაწყვიტა, რომელ მხარეს უნდა დადგეს

News.ge 

უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, საქართველომ 9-თვიანი ომის განმავლობაში ვერ გადაწყვიტა, ვისი მხარეს დადგეს, უკრაინის თუ რუსეთის. მისივე თქმით, ქართველი ხალხი უკრაინას მხარს უჭერს, თუმცა საქართველოს მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ აწესებს. არ არსებობს მკაფიო პოზიცია, ამბობენ, რომ უკრაინას მხარს უჭერენ, თუმცა მხარს გვიჭერს ქართველი ერი, რომელსაც მე მადლობას ვუხდი ძვირფასო ძმებო, თუმცა ამავდროულად ...

დაპირისპირება თამარ ჩერგოლეიშვილს და ელისო კილაძეს შორის (ვიდეო)

News.ge 

მწვავე დაპირისპირება თამარ ჩერგოლეიშვილს და ელისო კილაძეს შორის: – გირგვლიანი შენი ქმრის კისერზეა და არა მურუსიძის! – საქვეყნოდ ცნობილი მატყუარა ხარ!

კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ხუთ მსოფლიო ჩემპიონატში გაიტანა გოლი

Radiotavisupleba.ge 

პორტუგალიის თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ხუთ მსოფლიო ჩემპიონატში გაიტანა გოლი. 24 ნოემბერს განის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში 37 წლის რონალდუმ მატჩის 65-ე წუთზე პენალტით გახსნა ანგარიში. ეს შეხვედრა პორტუგალიის ნაკრებმა ანგარიშით 3:2 მოიგო. კრიშტიანუ რონალდუმ თავისი პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე 2006 წელს გერმანიაში გაიტანა ირანის ნაკრების წინააღმდეგ და მაშინაც პენალტით.

ყოფილმა ქმარმა ცეცხლმოკიდებული ქალი ოთახში ჩაკეტა – ახალი დეტალები თერჯოლაში მომხდარი მკვლელობის შესახებ

News.ge 

თერჯოლაში ფემიციდის შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების ინფორმაციით, მაღაზიის მენეჯერს, ყოფილმა ქმარმა, ცეცხლი შურისძიების მიზნით წაუკიდა. არსებული ინფორმაციით, კაცს წარსულში კონფლიქტის გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ის რამდენიმე საათის წინ მაღაზიაში მივიდა, მეუღლეს, რომელიც მაღაზიის მენეჯერი იყო, სავარაუდოდ, საწვავით სავსე ბოთლი ესროლა და ცეცხლმოკიდებული ოთახში გამოკეტა. ინციდენტის დროს მამაკაციც დაშავდა, მან გარეთ გამოსვლა მოასწრო, ქალი კი ...

ოჰაიოში მამამ შვილის ყოფილი შეყვარებული ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, როდესაც ის სახლში შეჭრას ცდილობდა (ვიდეო)

News.ge 

ოჰაიოში მამამ შვილის ყოფილი შეყვარებული ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, როდესაც ის სახლში შეჭრას ცდილობდა რადგან აღნიშნული მკვლელობა თავდაცვის მიზნით მოხდა, მამას ბრალდება არ წაუყენდა წყარო

თერჯოლაში კაცმა ყოფილ ცოლს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა - ქალი დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

თერჯოლაში კაცმა ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, რის შედეგადაც, ქალი გარდაიცვალა, ბრალდებული კი დაშავდა და კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევა ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა, 24 ნოემბრის საღამოს საათებში.  როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109 მუხლით არის დაწყებული, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დაინიშნა ექსპერტიზები. Читать дальше...



ეფ-ეს-ბეს მიერ დახოცილი "უკრაინელი დივერსანტები" სტრაიკბოლის მოთამაშეები აღმოჩნდნენ

Radiotavisupleba.ge 

როგორც The Moscow Times-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის აგენტების მიერ 23 ნოემბერს ვორონეჟში განადგურებული „უკრაინელი დივერსანტები“ დიდი ალბათობით არანაირი კავშირი არ აქვთ უკრაინის ნაციონალისტურ მოძრაობასთან. გამოცემის ჟურნალისტები დაუკავშირდნენ ვორონეჟის სტრაიკბოლის კლუბს, რომელშიც ორივე მოკლული ეჭვმიტანილი იყო გაწევრიანებული. ერთ-ერთი, ვლადიმირ კოტოვსკი, კლუბში დაახასიათეს, როგორც „ჩვეულებრივი მშრომელი“ და „ალექსეი ნავალნის მომხრე“, ხოლო მეორე... Читать дальше...

ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

News.ge 

მშვილდოსანი მისი მმართველი პლანეტა ნეპტუნია, რომელიც იღბალთან, სიუხვესთან და ბედნიერებასთან ასოცირდება. ისინი ზოდიაქოს ყველაზე ოპტიმისტი წარმომადგენლები არიან, ამიტომ იღბალსაც მეტად იზიდავენ. მშვილდოსანი თავგადასავლების მოყვარულია და მუდამ ღიაა სიახლეების მიმართ, შესაბამისად, სამყარო ყოველთვის ეხმარება ოცნებების ასრულებაში. თხის რქა ეს შეიძლება არ იყოს ის ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც პირველი გახსენდებათ სიტყვა “იღბლის” ხსენებისას, თუმცა თხის რქა დაბადებულია იმისათვის, ...

რა უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად

News.ge 

წარმატება ყველა ადამიანისთვის განსხვავებული ცნებაა. ზოგისთვის ეს ოჯახური მდგომარეობაა, ზოგიერთისთვის კარიერული წინსვლა, კარგი მეგობრები, ძლიერი სოციალური სტატუსი ან ნებისმიერი სხვა რამ. წარმატება, პირველ რიგში, იმ საქმის სწორად კეთების შესაძლებლობაა, რომელიც გვიყვარს. წარმატებულია ყველა ადამიანი, ვისაც აქვს შესაძლებლობა თავის ოცნებებს გაჰყვეს. კონცენტრირება თქვენს საჭიროებაზე ყველაზე მნიშვნელოვანია. კარგად უნდა გესმოდეთ, რა გსურთ. რამდენად რთულიც არ უნდა იყოს ...

ცნობილი ადამიანები რომლებსაც სკოლაში აბულინგებდნენ

News.ge 

ბულინგი აგრესიული ქცევაა, რომელიც კონკრეტული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ჩაგვრას, მათ დაკნინებას ნიშნავს. ეს თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია, რაც განსაკუთრებით გამწვავდა სოციალური ქსელების მასობრივი გავრცელების შემდეგ. მოგეხსენებათ, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეების გარდა, ხშირად ბულინგის მსხვერპლები ცნობილი ადამიანებიც არიან. ეს შეიძლება მაშინაც კი მოხდეს, როცა ვიღაცას მათი ჩაცმულობა, საუბარი, სიარულის მანერა არ მოეწონება ან სოციალურ ...

მედია: თერ­ჯო­ლა­ში, მა­მა­კაც­მა ყო­ფილ მე­უღ­ლეს ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და დაწ­ვა

News.ge 

თერ­ჯო­ლა­ში, მა­მა­კაც­მა ყო­ფილ მე­უღ­ლეს, 37 წლის ქალს, ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და დაწ­ვა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვა გარ­დაც­ვლი­ლის სა­მუ­შაო ად­გი­ლას, ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში მოხ­და. გარ­დაც­ვლილ ქალს (თ.ლ) ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა. წყარო

ნიდერლანდებმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

News.ge 

ნიდერლანდების პარლამენტმა უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებს ტერორიზმი, რუსეთს კი ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო უწოდა. ნიდერლანდური პარტიების დიდმა უმრავლესობამ, დეპუტატ ტომ ვანი წინადადებას მხარი დაუჭირა. „წარმომადგენლობითი პალატამ უკრაინაში ომის გამო რუსეთი ტერორიზმის სპონსორად სახელმწიფოდ აღიარა. პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს მთავრობის პოლიტიკას უკრაინის მაქსიმალური მხარდაჭერის შესახებ ჰუმანიტარულ, დიპლომატიურ და სამხედრო სფეროებში“, – აღნიშნულია ნიდერლანდების... Читать дальше...

არჩილ თალაკვაძე: დიდი პოლიტიკური უსინდისობაა, შეწყალება მოსთხოვო იმ პრეზიდენტს, რომელზეც 2 წლის განმავლობაში ამბობდი, რომ არალეგიტიმურია

News.ge 

დიდი პოლიტიკური უსინდისობაა, შეწყალება მოსთხოვო იმ პრეზიდენტს, რომელზეც მისი არჩევის დღიდან 2 წლის განმავლობაში ამბობდი, რომ არალეგიტიმურია, სირცხვილია უბრალოდ – „ბლეფია“, რომ ვინმეს გათავისუფლება პოლარიზაციას შეამცირებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას დეპოლარიზაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის... Читать дальше...

რუსეთში აჰმედ ზაკაევის წინააღმდეგ საქმე აღძრეს უკრაინაში შექმნილი ჩეჩნური ბატალიონის გამო

Radiotavisupleba.ge 

ჩეჩნეთში, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრემიერ-მინისტრის, აჰმედ ზაკაევის წინააღმდეგ, მისი ინიციატივით უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ჩეჩნური დანაყოფის შექმნის გამო. საქმე აღიძრა ტერორისტული დაჯგუფების შექმნის მუხლით, იუწყება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS ჩეჩნეთის „ეფ-ეს-ბეს“ რეგიონული სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით. „კავკაზ.რეალიის“ თანაჰმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში იჩქერიის შეიარაღებული... Читать дальше...

ტერორიზმის მხარდაჭერის რა ფაქტები გაუხსენა რუსეთს ევროპარლამენტმა -  დეტალები

Radiotavisupleba.ge 

რეზოლუციაში, რომლითაც ევროპარლამეტმა რუსეთი ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ აღიარა, თავმოყრილია უკრაინასა თუ სხვა ქვეყნებში, რუსეთის მიერ ჩადენილი მრავალი დანაშაული. ამ ფაქტების ერთობლიობა მძიმე სურათს ქმნის.

გელათის გადასარჩენად თბილისში აქცია გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის ორგანიზებით თბილისში, შოთა რუსთაველის ძეგლთან გელათის გადასარჩენად აქცია იმართება. "დღეს არის ისეთი მდგომარეობა, რომ ჩვენ აღარ შეგვეძლო მოგვეთმინა და შევიკრიბეთ, რომ წამოგვეყენებინა მოთხოვნები. პირველი, რაც ამწუთას მახსენდება, შოთა რუსთაველის ძეგლთან, არის ფრაზა ვეფხისტყაოსნიდან "ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა." აქაც უთვალავი სხვადასხვა შეხედულების ადამიანია შეკრებილი, მაგრამ ამ განსხვავებული შეხედულებების ადამიანებს გვაერთიანებს ფიქრი იმაზე... Читать дальше...

ოთხი ადამიანი დაიღუპა რუსეთის ქალაქ კრიმსკში მომხდარი სროლის შედეგად

Radiotavisupleba.ge 

ოთხი ადამიანი დაიღუპა რუსეთის კრასნოდარის მხარის, ქალაქ კრიმსკში მომხდარი სროლის შედეგად. ამის შესახებ იტყობინება "რია ნოვოსტი" შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. უწყებამ განმარტა, რომ დაღუპულთა შორის არის ის პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა. ტელეგრამის არხ Baza-ს ცნობით, მსროლელის სახელია ვლადიმერ ჟირნოვი. მან სროლა ცოლთან ჩხუბის შემდეგ ატეხა. წინასწარი მონაცემებით, ჟირნოვმა სასამართლო პროცესი წააგო თავის შვილთან, შემდეგ კი მეუღლეს წაეჩხუბა.

პრინციპით „50-50“-ზე რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

Radiotavisupleba.ge 

კიევმა და მოსკოვმა 24 ნოემბერს კვლავ გაცვალეს სამხედრო ტყვეები ამჯერად ფორმატით "50-50"-ზე. ამის შესახებ პირველი ცნობა უკრაინის მხარემ, უფრო ზუსტად უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა განაცხადა. უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინამ დაიბრუნა ორი ოფიცერი და 48 რიგითი და სერჟანტი. "მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახერხეთ მარიუპოლის 19 დამცველის დაბრუნება, რომელთაგან 12 ევაკუირებული იქნა აზოვსტალიდან", - წერს ერმაკი ტელეგრამის არხში. გარდა ამისა, თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდა... Читать дальше...

უკრაინაში საქართველოს ელჩი დეოკუპირებულ ხერსონში ჩავიდა

Radiotavisupleba.ge 

2022 წლის 21 ნოემბერს უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი, უკრაინის პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, იმყოფებოდა ნიკოლაევში და დეოკუპირებულ ხერსონში, ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. "ვიზიტის ფარგლებში, ელჩი, გიორგი ზაქარაშვილი, კოლეგებთან ერთად, გაეცნო ადგილზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას, ასევე შედგა შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც უკრაინულმა მხარემ გააჟღერა ინფორმაცია არსებული მდგომარეობისა და ომით დაზარალებული ოლქების... Читать дальше...

"ხალხის ძალა": აშშ-ის საელჩომ სალომე ზურაბიშვილის გადაბირება გადაწყვიტა

Radiotavisupleba.ge 

"ქართული ოცნებიდან" "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილ დეპუტატთა პარტია "ხალხის ძალა" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ ამერიკის საელჩო აქტიურად ცდილობს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის "გადაბირებას" იმისათვის, რომ მან ხელი მოაწეროს ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას. მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატები სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის პირველ სამ წელს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ამ დროის განმავლობაში ის თავისუფალი იყო "დასავლეთის აგენტების" გავლენებისგან... Читать дальше...

უკრაინის სარდლობამ ბელარუსის მოქალაქეებს მიმართა, არ დაუშვან ომში თავიანთი ქვეყნის უფრო ღრმად ჩათრევა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა ბელარუსის მოქალაქეებისადმი, რომელშიც მათ აფრთხილებს, რომ ბელარუსის ომში ჩათრევის მიზნით, რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე ამზადებს პროვოკაციებს, მათ შორის, შესაძლოა - ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას. ვიდეომიმართვაში, რომელიც რუსულ ენაზეა ჩაწერილი, უკრაინის გენშტაბი მოუწოდებს ბელარუსებს, რომ არ დაუშვან თავიანთი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად ჩათრევა რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში. უკრაინის სარდლობის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ... Читать дальше...

რიში სუნაკი ირაკლი ღარიბაშვილს: მივესალმები უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას

News.ge 

მივესალმები უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს. „ამ უკანონო ომმა უხეშად შეგვახსენა ის საფრთხე, რომელსაც რუსეთი უქმნის საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია წერილში.

რამ შექმნა პერსონა – ჭაბუა ამირეჯიბი (ვიდეო)

News.ge 

რამ შექმნა პერსონა – ჭაბუა ამირეჯიბი – ტყვეობაში ამოზრდილი თავისუფალი სული და მორალი, რომელსაც რეჟიმმა ვერაფერი დააკლო.  ქუცნა ამირეჯიბი – ჭაბუა ამირეჯიბის შვილი, კინოდოკუმენტალისტი  კოტე ჯანდიერი – საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეფილმების გაერთიანების ხელმძღვანელი





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *