Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Август
2023

Новости за 24.08.2023

"რუსეთში დაბრუნება და სიცოცხლის გაწირვა არ გვინდა" - უკრაინის 6 მოქალაქეს მესაზღვრეები საქართველოში არ უშვებენ

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის 6 მოქალაქე ლარსის სასაზღვრო პუნქტთან 17 აგვისტოდან უშედეგოდ ელოდება ქართველი მესაზღვრეებისგან ქვეყანაში შესვლის ნებართვას. ბუფერულ ზონაში ჩარჩენილი კაცები ხერსონის ოლქიდან ამბობენ, რომ მათთვის რუსეთში დაბრუნება სარისკოა, საქართველოსგან კი არ მიუღიათ პასუხი, რის გამო არ უშვებენ საზღვარზე.

ვლადიმირ პუტინმა ირიბად დაადასტურა ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ირიბად დაადასტურა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი ტვერის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფაში.   „პრიგოჟინს ვიცნობდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, 90-იანი წლების დასაწყისიდან. ის იყო რთული ბედის ადამიანი. სერიოზულ შეცდომებსაც უშვებდა და საჭირო შედეგებსაც აღწევდა. საკუთარი თავისთვისაც და მაშინაც, როცა მას ამაზე ვთხოვდი ხოლმე, როგორც ამ ბოლო თვეებში. იყო ნიჭიერი ადამიანი, ნიჭიერი ბიზნესმენი,“ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. Читать дальше...

პრიგოჟინი მოკლეს? რა იცვლება პუტინისთვის, რუსეთისთვის...

Radiotavisupleba.ge 

დაიღუპა თუ არა ევგენი პრიგოჟინი 23 აგვისტოს ტვერის მახლობლად ჩამოვარდნილ ბიზნესჯეტის (Embraer Legacy 600) ეკიპაჟსა და მგზავრებთან ერთად?

„კრემლის სიგნალი გაგზავნილია“ - რა ელით პუტინის „მტრებს“ და „ვაგნერს“?

Radiotavisupleba.ge 

როგორიც უნდა იყოს 23 აგვისტოს რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი, რასაც, გავრცელებული ცნობით, მოსკოვის წინააღმდეგ ივნისის ამბოხის ორგანიზატორი, ევგენი პრიგოჟინი და „ვაგნერის“ სხვა ლიდერები ემსხვერპლნენ, რუსეთში ბევრს გაუჩნდება ეჭვი, რომ ავიაკატასტროფა ორგანიზებულია კრემლში.

8 ადამიანი მოიწამლა "ნიკორაში" ნაყიდი მზა საჭმლით - აცხადებენ სურსათის სააგენტოში

Radiotavisupleba.ge 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მაღაზიათა ქსელ "ნიკორას" ("ნიკორა ტრეიდს") მზა საჭმლის დამზადებისთვის საჭირო საწარმოო პროცესი შეუჩერა. მიზეზი კვლევებით აღმოჩენილი პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელაა. სააგენტო გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ დაავადებათა კონტროლისა და გადამდებ დაავადებათა ცენტრებიდან მიიღეს 2 შეტყობინება 8 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ. მათ სალმონელოზი დაუდასტურდათ. ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ პაციენტებმა ჭამეს ს.ს. „ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მაღაზიებში შეძენილი „კოტლეტი კიევური“. Читать дальше...

„ჩაბარებისთვის მას არაფერი გაუკეთებია“ - რატომ არ სჯერა უკრაინას ტყვედ აყვანილი ნოდარ ბახტურიძის?

Radiotavisupleba.ge 

50 წლის ნოდარ ბახტურიძე, რუსეთის მოქალაქე, უკრაინელების ტყვეობაში, მაისის ბოლოს ან ივნისის პირველი რიცხვებში უნდა მოხვედრილიყო.

უკრაინელებზე - უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს

Radiotavisupleba.ge 

ომის ვირუსი სპეციფიკურ თავებში მწიფდება. პუტინის სტატია „რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთიანობის შესახებ“, კი ის ნიადაგია, რომელიც ამ ვირუსის გამრავლებისთვის ნოყიერი აღმოჩნდა. მკითხველს ალბათ ახსოვს, რომ ამ სტატიით პუტინი უარყოფს უკრაინელი ერის არსებობას. თუმცა ოცდამეერთე საუკუნეში „პუტინის თავს“ ავიწყდება, რომ მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, „რომანოვების თავი“ უკრაინულ ნაციონალიზმში ეგზისტენციალურ საფრთხეს ხედავდა. ერთი ანეკდოტის მიხედვით, „ერი ეს არის ადამიანთა ჯგუფი, გაერთიანებული ცრუ... Читать дальше...



„არა ურბანულ გენოციდს“ – თბილისის საკრებულოში ხმაური იყო

News.ge 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე ხმაური იყო. ხმაური დღის წესრიგით გათვალისწინებული პროექტების განხილვას მოჰყვა. როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ აღნიშნა, ორი მდინარის შეერთების წერტილია იქ, სადაც ორი 52 სართულიანი კორპუსი უნდა ჩაიდგას, ასევე განმარტა, რომ მშენებლობა კოეფიციენტით კი არა უსაფრთხოებით იწყება. ...

სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა

News.ge 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, დარჩენილია ორი ადამიანი, ვისი ძებნა-შველის ღონისძიებაც ამ დრომდე გრძელდება. „მოგეხსენებათ, ინტენსიურად გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება. დღეს, სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით, სოფელ სორის მიმდებარედ ნანახია სავარაუდოდ, მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარეობს... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოცი ტექსტი ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნდა. "გულითადად ვულოცავ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ ომის მალე დასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობას და კეთილდღეობას!" - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის... Читать дальше...

„მაზდა ცენტრი თეგეტაში“ Mazda CX5-სა და Mazda 6-ზე განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს

News.ge 

„მაზდა ცენტრი თეგეტაში” ყველაზე გაყიდვად მოდელებზე, Mazda CX5-სა და Mazda 6-ზე, ფასდაკლების აქცია დაიწყო. ცენტრში ორივე ავტომობილი სხვადასხვა კომპლექტაციითაა წარმოდგენილი და კომპანიის შეთავაზება თითოეულ მათგანზე ვრცელდება. Mazda CX5 SUV კატეგორიას განეკუთვნება და იაპონური ბრენდის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია. ავტომობილი გამორჩეულია დიზაინით, ტექნიკური და ფუნქციური მახასიათებლებით. ეს ავტომობილი იდეალური გადაწყვეტაა როგორც ქალაქის პირობებში, ისე შორ გზაზე სამოგზაუროდ. ...

მაშველებმა შოვში დაღუპული კიდევ 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

Radiotavisupleba.ge 

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს მაშველებმა. ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის დაქვემდებარებაშიც არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში მოძიებულია 31 ცხედარი, მიმდინარეობს კიდევ 2 დაკარგული ადამიანის საძიებო სამუშაოები. ნაპოვნი ცხედრებიდან, სავარაუდოდ, ერთი კაცს ეკუთვნის, მეორე კი - მოზარდს. "დღეს სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით, სოფელ სორის მიმდებარედ, ნანახია, სავარაუდოდ, მამაკაცის ცხედარი. Читать дальше...

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენი საერთო ევროპული სახლი უკრაინის გარეშე შეიძლება მხოლოდ დაუმთავრებელი გრძელვადიანი მშენებლობა იყოს

News.ge 

დღეს ჩვენ ყველანი ვზეიმობთ უკრაინის დამოუკიდებლობის 32 წლის იუბილეს. 32 წელი უწყვეტი დამოუკიდებლობის, რომელიც გაგრძელდება შემდგომში, რომლის დარღვევაც შეუძლებელია და რომელსაც უკრაინელები ხელიდან არ გაუშვებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით წმინდა სოფიას მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “ჩვენ გვახსოვს რა გაიარა უკრაინელმა ხალხმა. ვხედავთ მუქარებს, ვებრძვით და ჩვენ ვიცით, რა შეგვიძლია. ჩვენ ...

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას არაფერი აქვს საერთო იმ თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან, რომლის ბორტზეც ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა

News.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას არაფერი აქვს საერთო იმ თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან, რომლის ბორტზეც „ვაგნერის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა. ამის შესახებ მან კიევში პორტუგალიის პრეზიდენტ მარსელო რებელო დე სოუზასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „როდესაც უკრაინა ლაპარაკობდა და მიმართავდა მსოფლიოს ქვეყნებს თვითმფრინავებთან დაკავშირებით, ჩვენ ამას არ ვგულისხმობდით, არამედ სულ სხვა რამ გვქონდა მხედველობაში და გვინდოდა მხარდაჭერა. ...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ საზანოში 31 ნომრიანი სასტუმრო – “საზანოს ღვინო“ გაიხსნება

News.ge 

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, საქართველოს რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებას და სასტუმრო ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, „საზანოს ღვინო“ სოფელ საზანოში, სასტუმროს გახსნის. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონ ლარს შეადგენს, აქედან საქართველოს ბანკის ინვესტიცია 2.5 მილიონი ლარია. მიმდინარე პროექტი 5 ჰექტარზე, 31 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას გულისხმობს. გახსნის შემდგომ ...

ახალი პრემიუმ ბარათი ბიზნესისთვის – Visa Signature Business საქართველოს ბანკისგან

News.ge 

საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მათ განვითარებაზე მუშაობას. ამჯერად, Visa-სთან პარტნიორობით, ბანკმა ბიზნეს პროცესების ეფექტურობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ახალი პრემიუმ ბარათი – Visa Signature Business გამოუშვა. Visa Signature Business-ი მაღალი კლასის ბარათია, რომელიც ბიზნეს კლიენტებს, მსოფლიოს გარშემო, განსაკუთრებულ კომფორტს სთავაზობს. ბარათის მფლობელები ისარგებლებენ ექსკლუზიური პირობებით და შეთავაზებებით. მათ შორის: · კონსიერჟის ...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

Radiotavisupleba.ge 

ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საგარეო უწყება უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს. "გულითადად ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო უკრაინისადმი სოლიდარულია და რჩება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერი. საქართველო უკრაინელ ხალხს უსურვებს მშვიდობასა და კეთილდღეობას", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოსტში. უკრაინას დამოუკიდებლობის დღე... Читать дальше...

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტსა და უკრაინის ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ვიდეომიმართვა პრეზიდენტის ფეისბუკის გვერდზე ვრცელდება. „ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, საქართველო თქვენ გვერდითაა. ამ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს სურს თქვენთან ერთად იზეიმოს დამოუკიდებლობის დღე, რისთვისაც იბრძვით ასე მამაცურად წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ერთად ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს, ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *