Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Декабрь
2023

Новости за 01.12.2023

ნატოს ხელმძღვანელმა თურქეთის პრეზიდენტს მიმართა, რომ "დრო მოვიდა", მისცეს შვედეთს ალიანსში გაწევრიანების საშუალება

Radiotavisupleba.ge 

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან უთხრა თურქეთის პრეზიდენტს, რომ "დრო მოვიდა", მისცეს შვედეთს საშუალება, გახდეს სამხედრო ალიანსის წევრი. ნატოს წევრებიდან მხოლოდ თურქეთს და უნგრეთს არ მიუციათ ოფიციალურად თანხმობა ალიანსში შვედეთის გაწევრიანებისთვის. სტოლტენბერგმა Associated Press-ს განუცხადა, რომ 1 დეკემბერს, დუბაიში მიმდინარე კლიმატის სამიტის ფარგლებში პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოანთან შეხვედრისას, მან მოუწოდა თურქეთს, დაასრულოს ეს პროცესი.

უკრაინა და პოლონეთი საზღვარზე ბლოკირების შესაწყვეტად პირობების შეთანხმებას ცდილობენ

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის რეკონსტრუქციის სამინისტრო და პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთად მუშაობენ ორ ქვეყანას შორის საზღვრის ბლოკირების შეწყვეტის პირობებზე და პირობების ნაწილზე უკვე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რეკონსტრუქციის სამინისტრომ 1 დეკემბერს, ვარშავაში მხარეების მონაწილეობით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მხარეები უკვე შეთანხმდნენ, უგრინოვი-დოლგობიჩოვის საგუშაგოს გახსნაზე ცარიელი სატვირთო მანქანების გასატარებლად, რათა გაიზარდოს საზღვრის გამტარუნარიანობა, შემცირდეს დატვირთვა სხვა საგუშაგოებზე. Читать дальше...

კონტროლი ქუჩაზე - როგორ ებრძვიან  ანტირუსულ წარწერებს და პატრიოტულ ნახატებს თბილისში 

Radiotavisupleba.ge 

„ძვირფასო” რუსულ ენაზე მოლაპარაკეებო. შეწყვიტეთ ხმაური, ილაპარაკეთ უფრო ხმადაბლა. ერთადერთი ადგილი, სადაც თქვენს ხმაურს მივესალმებით, თქვენი ქვეყანაა. იქ შეგიძლიათ ხმამაღლა გამოხატოთ პროტესტი თქვენი სისხლიანი იმპერიის მიმართ” - ინგლისურ ენაზე დაწერილი ამ შინაარსის წარწერა,  2023 წლის ნოემბრის ბოლოს თბილისში, მთაწმინდაზე გადავიღეთ, ფუნიკuლიორზე ამავალი საბაგიროს სიახლოვეს. ამ წარწერიდან რამდენიმე მეტრში, ქუჩის მეორე მხარეს ეწერა “F*CK RUSSIA”. ახლა ეს წარწერა გადაღებილია და მის ქვემოთ წერია, “არა... Читать дальше...

გერმანიის კანცლერმა გამოაცხადა „კლიმატის კლუბის“ შექმნის შესახებ განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის კანცლერის თანახმად, იქმნება საერთაშორისო კლუბი, რომლის მიზანია განვითარებად ქვეყნებში დაეხმაროს მრეწველობის იმ სფეროებს, რომლებიც რთული ნარჩენების გადამუშავება უწევთ. ამ სფეროებს, სხვათა შორის, მიეკუთვნება, ფოლადის, ცემენტის და ალუმინის წარმოება. შოლცის თქმით, საქმე ეხება ერთობლივად შემუშავდეს სწორი სტანდარტები და სტრატეგიები ნახშირორჟანგისგან თავისუფალი მრეწველობის განვითარებისთვის. „კლიმატის კლუბის“ შემადგენლობაში ამ ეტაპზე 36 წევრი იქნება. კლუბი შეეცდება დააჩქაროს განსაზღვრულ საწარმოებში... Читать дальше...

ჰენრი კისინჯერის შეხედულებების ევოლუცია რუსეთსა და უკრაინაზე

Radiotavisupleba.ge 

როდესაც ჰენრი კისინჯერი დაიბადა გერმანიაში 1923 წელს, საბჭოთა კავშირის დამაარსებელი ვლადიმერ ლენინი ჯერაც ცოცხალი იყო და ევროპა ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის აჩრდილების შიშში იყო.

გემები და ვიკინგები  რიონზე - ნაოსნობის ისტორია საქართველოში

Radiotavisupleba.ge 

ტივი, ორთქლის გემი, კამარა და საწნახელიც კი - რით დაცურავდნენ საქართველოს მდინარეებში? გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა წიგნი „სამდინარო-საზღვაო ნაოსნობა საქართველოში“, სადაც ქართული ნაოსნობის ისტორიაა  მოთხრობილი, დაწყებული პრიმიტიული მორის ნავით - რიონის ფლოტილიით დასრულებული. რადიო თავისუფლება წიგნის ავტორს თემურ ჩაჩანიძეს ესაუბრა. - ბატონო თემურ, ქართულ  სანაოსნო საშუალებებზე საუბრისას თქვენ ჯერ ახსენებთ ტივს, შემდეგ ამოჭრილ მორს, შემდეგ კი ნავს - „კამარას“. კიდევ რით დაცურავდნენ ადგილობრივები მდინარეებში? Читать дальше...



ბოლო ორ კვირაში ოკუპირებულ ცხინვალში, უკრაინიდან გადასვენებული 3 ჯარისკაცი დაასაფლავეს

Radiotavisupleba.ge 

1 დეკემბერს ოკუპირებულ ცხინვალში დაასაფლავეს ადგილობრივი მცხოვრები აზამატ ბესტაევი, რომელიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა. დაღუპულის ოჯახს და მეგობრებს სამძიმარი გამოუცხადეს დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა,  დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ალან ალბოროვმა, რუსეთის და ე.წ.  ელჩმა სამხრეთ ოსეთში მარატ კულახმეტოვმა. ოსური მედიის ცნობით, აზამატ ბესტაევი რუსეთის მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზაზე მსახურობდა და იქიდან იყო გაწვეული უკრაინაში საბრძოლველად.  სერჟანტი ბესტაევი ზაპოროჟიეს მიმართულებით... Читать дальше...

4.4 მილიარდი დოლარი - ემიგრანტებმა სამშობლოში რეკორდული რაოდენობის ფული გადმორიცხეს

Radiotavisupleba.ge 

ამის შესახებ კვლევითი ცენტრის PMC-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც 2013-2022 წლების პერიოდს შეისწავლის.

ავუკრძალოთ თუ ვასწავლოთ - როგორ აწერინებენ ქართველი სტუდენტები დავალებებს ხელოვნურ ინტელექტს

Radiotavisupleba.ge 

ცუდია თუ კარგი ის, რომ სტუდენტები ახალ ტექნოლოგიებს, კონკრეტულად კი ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ დავალებებისა და გამოცდების ჩასაბარებლად? გააჩნია რა შემთხვევაში. რადიო თავისუფლება გაერკვა, რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები და როდის არის ეს საზიანო და სასარგებლო სტუდენტებისა და ლექტორებისთვის.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყება: რუსეთი სულ უფრო მეტ უპილოტო საზღვაო-საბრძოლო ხომალდს გამოიყენებს

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რუსეთი ზრდის უპილოტო - „თვითმკვლელი“ სამხედრო გემების წარმოებას. სამინისტრო ეყრდნობა სამხედრო-სამრეწველო კომპანიის, KMZ-ხელმძღვანელს, მიხაილ დანილენკოს ნათქვამს, რომ აპირებენ დრონი-ხომალდების გამოცდას უკრაინის ომის ჩარჩოებში. მისი თქმით, გაისად იგეგმება ამგვარი აპარატების სერიული წარმოება. მათ შეუძლიათ 600 კილოგრამამდე ასაფეთქებელი მასალის ტრანსპორტირება. უკრაინამ თავისი უპილოტო ხომალდები არაერთხელ გამოიყენა შავ ზღვაში და მოსკოვის მიერ ანექსირებულ... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი დუბაიში შარლ მიშელს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებულ საამიროებში გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს. ის დელეგაციასთან ერთად სამიტის გახსნას დაესწრო. დუბაიში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა „გაერთიანებული... Читать дальше...

გაერომ მწუხარება გამოხატა ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების „კატასტროფული“ განახლების გამო

Radiotavisupleba.ge 

გაერომ მწუხარება გამოხატა იმის გამო, რომ 1 დეკემბერს განახლდა კონფლიქტი ღაზის სექტორში და საომარ მოქმედებებს "კატასტროფული" უწოდა. ორგანიზაცია მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს მიაღწიოს ცეცხლის მყარ შეწყვეტას. იენს ლერკემ, ჟენევაში გაეროს ჰუმანიტარული ოფისის წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების განახლება ნიშნავს, რომ „ღაზაში დედამიწაზე ჯოჯოხეთი დაბრუნდა“. ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა განაახლეს ღაზის დაბომბვა, პალესტინელები კვლავ იძულებული არიან ბომბსაფრებს მიაშურონ მას მერე, რაც დასრულდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისე... Читать дальше...

ლუკა კურტანიძის თქმით, ჭიდაობის ფედერაციის ყრილობაზე არ დაუშვეს

Radiotavisupleba.ge 

ჭიდაობის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტსა და „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს ლუკა კურტანიძეს გუშინდელ, 30 ნოემბრის ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს. ამის შესახებ მან თავის ფეისბუკის გვერდზე დაწერა. კურტანიძე წლებია, სპორტულ საქმიანობას ჩამოშორებულია. როგორც თავად წერს, ყრილობაზე დასასწრებად ის რეგიონიდან იმისთვის ჩამოვიდა, რომ მომავალ ოლიმპიადასთან დაკავშირებული საკითხების გაგება და ფედერაციის თანამშრომლების პირადად მოკითხვა სურდა. კურტანიძის თქმით, ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტისთვის... Читать дальше...

მე-8 სართულიდან ძაღლის გადაგდების ბრალდებით კაცი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელსაც ედავებიან თბილისში, მე-8 სართულიდან ძაღლის გადაგდებას. დაკავებულს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  კაცს ბრალი პროკურატურამ წარუდგინა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის და ძალადობის ფაქტზე. სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 ნოემბერს დააკავეს. "მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"... Читать дальше...

ოკუპირებულ აფხაზეთში შამბა-ყოლბაიას საუბრის მიზანს "ბუნდოვანს" და "გაურკვეველს" უწოდებენ

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბასა და დევნილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას ონლან საუბარს სოხუმში საზოგადოების ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზა წერს. ონლაინშეხვედრა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. თანამოსაუბრეებმა მოკლედ მიმოიხილეს შეიარაღებული კონფლიქტის საწყისები და მისი დაძლევის შესაძლებლობები. დისკუსიის ორგანიზატორის, ვანო ჩოკორაიას შეკითხვაზე, სერგეი შამბამ უპასუხა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. Читать дальше...

რუსეთში ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა ყველაზე გრძელ გვირაბში გაჩენილ ხანძარს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტერაქტის მუხლით აღძრა სისხლის სამართლის საქმე ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე, სევერომუისკის გვირაბში გაჩენილი ხანძრის შემდეგ. ტელეკომპანია CNN-ისა და უკრაინული მედიის წყაროები აცხადებენ, რომ ხანძარი უკრაინის სპეცსამსახურების დივერსიის შედეგი უნდა იყო. თავდაპირველად, რუსეთის რკინიგზამ ინციდენტი ელექტრო გაყვანილობაზე მომხდარ მოკლე ჩართვას მიაწერა. სევერომუისკის გვირაბი არის ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბი რუსეთში, რომლის სიგრძეც 15,343 მეტრს შეადგენს. ხანძარი ბურიატიაში... Читать дальше...

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ

Radiotavisupleba.ge 

ჭიათურაში ერთ-ერთ მაღაროში (დარკვეთის) დასაქმებული ადამიანები გაიფიცნენ. მათი მოთხოვნაა კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" 12-საათიან გრაფიკზე გადაიყვანოს, რითაც შემცირდება მათი სამუშაო დღეები. ერთ-ერთი დასაქმებული, რომელიც ფეისბუქგვერდზე "მაღაროელი" პირდაპირ ეთერში საუბრობდა, ამბობს, რომ  ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადაყვანას დამსაქმებელი ჯერ კიდევ 5 თვის წინ დათანხმდა მათ, თუმცა პირობა შეუსრულებელი დარჩა: "ველოდებოდით 5 თვის განმავლობაში, რომ გადავიდოდით ამ გრაფიკზე... ამბობდნენ, რომ ხალხი დარჩებოდა უმუშევარი... Читать дальше...

"ენგურჰესის" მთლიანი კომპლექსი ქართული სადისპეტჩეროდან იმართება - გია არაბიძე

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ აფხაზეთში „ენგურჰესის“ კომპლექსში შემავალი ჰიდროელექტროსადგურის, „ვარდნილჰესი 2“-ის აღდგენას და აფხაზური კომპანია „სოხუმჰესისთვის" გადაცემას აპირებენ. ამ შემთხვევაში დე ფაქტო ხელისუფლება ინვესტორისგან უფასოდ მიიღებს ელექტროენერგიის 20%-ს. სოხუმს სადგურის აღდგენას სთავაზობს „ენგურჰესიც“. არსებული ინფორმაციით, ამ შემთხვევაში, ელექტროენერგია ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის 50/50-ზე გადანაწილდება.

პუტინი აცხადებს, რომ ბიუჯეტს არ აქვს ფული ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამისთვის

Radiotavisupleba.ge 

ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ახალგაზრდა მეცნიერების მხარდასაჭერად პროგრამის გაფართოებისთვის ქვეყანაში სახსრების ნაკლებობაა. მათთან შეხვედრაზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ პროგრამის გაფართოება ფედერალური ბიუჯეტიდან ფულს მოითხოვს და მათი მოძიება უახლოეს მომავალში "ადვილი არ იქნება. პუტინმა დასძინა, რომ თუ ფინანსთა მინისტრს ანტონ სილუანოვს ეტყვი, ფული მომეციო, ის ტირილს დაიწყებს „ფული არ არის." „მენდელეევის რუკის“ სახელით ცნობილი, სახელმწიფო პროგრამა რუსეთში წლის დასაწყისში ამოქმედდა. მისი მიზანია 25 წლამდე ასაკის მეცნიერების... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *