Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Декабрь
2023

Новости за 03.12.2023

პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც განზრახ მკვლელობის მცდელობა და პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს 1984 წელს დაბადებული ნ. ვ.. მას ბრალადე ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1985 წელს დაბადებულ თ. ა.-ს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. Читать дальше...

კვირას წითელ ზღვაში თავს დაესხნენ აშშ-ის სამხედრო გემს და რამდენიმე სამოქალაქო ხომალდს

Radiotavisupleba.ge 

კვირას წითელ ზღვაში თავს დაესხნენ აშშ-ის სამხედრო გემს, USS Carney-სა და რამდენიმე სამოქალაქო ხომალდს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება დამატებითი დეტალების გარეშე. კერძოდ, ანგარიშში არ არის ნათქვამი, დაზიანდა თუ არა რომელიმე გემი ან ვინ მოაწყო თავდასხმა.   ბრიტანეთის საზღვაო ვაჭრობის სააგენტომ კვირას განაცხადა, რომ მიიღო შეტყობინება ბრიტანულ სავაჭრო გემზე დრონის თავდასხმის შესახებ ბაბ ელ-მანდების სრუტეში, რომელიც წითელ ზღვას ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს. სრუტე არის ნაოსნობის მნიშვნელოვანი არტერია... Читать дальше...

ნეთანიაჰუს მთავარმა მრჩეველმა "ჰამასს" დასდო ბრალი ღაზაში ზავის შეწყვეტისთვის

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის მაღალი რანგის დიპლომატმა, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარმა მრჩეველმა მარკ რეგევმა BBC-სთან საუბარში განაცხადა, რომ ისრაელი ყოველ ღონეს ხმარობს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მსხვერპლი ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობას შორის. კვირას რეგევმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ისრაელის პოზიცია იმის შესახებ, რომ არმია ომს არ აწარმოებს სამოქალაქო პირების წინააღმდეგ. მისი თქმით, ამას ართულებს ის, რომ „ჰამასი“ „თავისი ტერორის მანქანას სამოქალაქო კვარტლებში განათავსებს“. რეგევმა თქვა, რომ ისრაელის თავდაცვის არმია ცდილობს... Читать дальше...

სტოლტენბერგი: „უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ როგორც ცუდ, ისე კარგ დროს“

Radiotavisupleba.ge 

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ ტელეარხ Das Erste-სთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინაში ვითარებას კრიტიკული უწოდა. „ცუდი ამბებისთვის უნდა მოვემზადოთ. კონფლიქტები ეტაპობრივად ვითარდება. მაგრამ უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ როგორც ცუდ, ისე კარგ დროს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მან აღიარა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა ვერ მოახერხეს კიევისთვის საკმარისი რაოდენობის საბრძოლო მასალის მიწოდება. სტოლტენბერგმა არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ უნდა მოიქცეს ახლა უკრაინის არმია. Читать дальше...

პარიზში, ეიფელის კოშკთან, თავდამსხმელმა ერთი ტურისტი მოკლა და ორი დაჭრა

Radiotavisupleba.ge 

პარიზის ცენტრში, ეიფელის კოშკის მახლობლად, შაბათს საღამოს ბოროტმოქმედი დანით დაესხა თავს ტურისტებს. ერთი ტურისტი მოკლულია, ორი - დაჭრილი. ისინი საავადმყოფოში მოათავსეს. პოლიციის თანახმად, დაღუპული ტურისტი გერმანიის მოქალაქე იყო. როგორც Reuters-ი აზუსტებს საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, 26 წლის თავდამსხმელი საფრანგეთის მოქალაქეა. მის ვინაობას არ ამხელენ. ადრე მან პოლიციის ყურადღება მიიქცია, 2016 წელს ოთხი წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ისლამისტურ შეთქმულებასთან კავშირისთვის. ასევე ცნობილია, რომ მას ფსიქიკური აშლილობა სჭირს.

იოშკა ფიშერის თქმით, ევროპას ბირთვული იარაღი ესაჭიროება

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა Die Zeit-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აუცილებელია, ევროპამ გაზარდოს თავდაცვითი პოტენციალი, მათ შორის ბირთვული იარაღის სფეროში. მისი აზრით, მთავარი ძალა, რომელსაც აღუდგება წინ ევროკავშირი მომავალში, არის რუსეთი. „სანამ მეზობლად გვყავს რუსეთი, რომელიც [რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ] პუტინის იმპერიულ იდეოლოგიას მისდევს, უარს ვერ ვიტყვით ამ რუსეთის შეკავებაზე,“ თქვა ფიშერმა. ექს-მინისტრი წინააღმდეგია იმისა, რომ ბირთვული იარაღი გაიჩინოს სწორედ გერმანიამ. Читать дальше...

პენტაგონი: ისრაელმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაიმარჯვოს, თუკი მშვიდობიან მოსახლეობას დაიცავს

Radiotavisupleba.ge 

ისრაელი ღაზის სექტორის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში ბრძოლებს აწარმოებს დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ, რომელიც ტერორისტულად არის მიჩნეული აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში, და ის გამარჯვებას შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაიცავს სამოქალაქო მოსახლეობას. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა. პენტაგონის ხელმძღვანელმა რეიგანის სახელობის თავდაცვის ეროვნულ ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ვაშინგტონი განაგრძობს ისრაელზე ზეწოლას სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად. ოსტინის სიტყვებით... Читать дальше...

შსს უარყოფს ტელეკომპანია „პირველის“ ცნობას, თითქოს რუსეთი ქართული პორტების მეშვეობით ჰამასს აწვდის იარაღს

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც „მხოლოდ სიცრუე“ უწოდა ტელეკომპანია „პირველის“ შაბათის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც ლაპარაკი იყო რუსული საზღვაო პორტებიდან ჰამასისთვის საიდუმლო ტვირთების მიწოდებაზე, რისთვისაც ქართული პორტებსაც იყენებენ. „საზოგადოებისთვის გვსურს განვმარტოთ და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნოთ, რომ რეპორტაჟი დაფუძნებული იყო მხოლოდ სიცრუეზე და არ იყო მოყვანილი არც ერთი დოკუმენტური მტკიცებულება, რაც სიუჟეტში ნათქვამი ფაქტების ნამდვილობას დაადასტურებდა“ - აცხადებს შსს. Читать дальше...



მთავრობის ადმინისტრაცია: შშმ პირთა უფლებების დაცვა ხელისუფლების პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება

Radiotavisupleba.ge 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 3 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და მათი ინტერესების სახელმწიფო პოლიტიკაში ინტეგრირება კვლავ რჩება ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2023 წელს სახელმწიფომ გაეროს კომიტეტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ანგარიში წარუდგინა, რომელიც ქვეყანაში შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას აღწერს. Читать дальше...

უშედეგოდ დასრულდა შეხვედრა გაფიცულ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის

Radiotavisupleba.ge 

უშედეგოდ დასრულდა შეხვედრა გაფიცულ მაღაროელებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებს შორის, რომელიც 2 დეკემბერს კომპანიის ოფისში ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სამშაბათს, 5 დეკემბერს ჩატარდება. ჭიათურაში დარკვეთის მაღაროს თანამშრომლები უკვე მესამე დღეა გაფიცულები არიან და სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობენ. ამ ეტაპზე გაჩერებულია 13 მაღარო. მაღაროელების მოთხოვნა 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადასვლაა - ეს თვეში 15 დღე მუშაობას გულისხმობს. Читать дальше...

პაველ ჰერჩინსკი: მოხარული ვარ, რომ მთავრობამ ძალიან სწრაფად იმოქმედა და 9-ნაბიჯიანი სამოქმედო გეგმა ბრიუსელს გადაუგზავნა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ბევრი გააკეთა, თუმცა „უფრო მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა.“ „ბოლო დღეებშიც ბევრი ახალი ინიციატივა იყო რეფორმებთან დაკავშირებული წინსვლისთვის. რეფორმები აუცილებელია ამ და მომდევნო ნაბიჯებისთვის, ვიდრე საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება“ - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ. ელჩი იმედოვნებს, რომ 27 სახელმწიფო გაითვალისწინებს ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გაცემულ პოზიტიურ რეკომენდაციას. Читать дальше...

ცნობილი გახდა თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები

Radiotavisupleba.ge 

2 დეკემბერს ცნობილი გახდა თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები.  2023 წლის "პრომეთეს" მფლობელები არიან: საუკეთესი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი: ლოტო – რეჟ. ზაზა ხალვაში სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ჟიურის სპეციალური აღნიშვნა: შაშვი შაშვი მაყვალი – რეჟ. ელენე ნავერიანი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი: სუფრა – რეჟ. მარიამ ბიწაძე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ჟიურის სპეციალური აღნიშვნა: გაქცევა – რეჟ. სალომე კინწურაშვილი საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *