Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Апрель
2024

Новости за 11.04.2024

"აგენტების კანონი" და კობახიძის ვიზიტი გერმანიაში - ვის (მო)უსმენს "ოცნება"?

Radiotavisupleba.ge 

შოლცი-კობახიძის შეხვედრის წინ, „ქართული ოცნება“ კვლავ აცხადებს, რომ არ აპირებს გაითვალისწინოს „უცხოეთის აგენტების“ კანონთან დაკავშირებული საერთაშორისო კრიტიკა და არც ბრიუსელისა და ვაშინგტონის განმარტებები, რომ ამ კანონს საერთო არაფერი აქვს ევროპულ თუ ამერიკულ კანონმდებლობასთან.

9 დათქმიდან 7 არ შესრულდა - პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, მიიჩნევენ არასამთავრობოები

Radiotavisupleba.ge 

9 დათქმა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის გასაღებია. ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯები კი მინიმალურ პროგრესს აჩვენებს. პრობლემების სათავეში მოექცა „აგენტების კანონი“, რომელიც 9 დათქმიდან მინიმუმ ორს ეწინააღმდეგება.



მძიმე დანაშაული თუ აბსურდი? - სავარაუდო ტრეფიკინგი კახეთში

Radiotavisupleba.ge 

ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი ედება ბრალად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში დაკავებულ 42 წლის ბიზნესმენს, ნიკოლოზ გიორგელაშვილს.

60-60 ათასი ლარი შესწირეს „ქართულ ოცნებას“ „აგენტების კანონის“ ინიციირების მეორე დღეს

Radiotavisupleba.ge 

„აგენტების კანონის“ სარეკლამო კამპანია, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ შემომწირველებმა დააფინანსეს, ახალგაზრდულმა ფრთამ კი ქუჩებში პლაკატების გამოკვრა ითავა.

„კამიკაძე დრონმა ამაფეთქა“ - როგორ იბრძოდა და დაიჭრა ბახმუტთან ქართველი მეთაური კოკა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში მებრძოლი, 32 წლის კოკა მურაჩაშვილი, ბახმუტის მიმართულებით ბრძოლისას მიღებული ჭრილობებისა და სამი ოპერაციის შემდეგ, ჯერჯერობით უკრაინაში მკურნალობს. მალე პოლონეთში წავა - ქართველმა მებრძოლმა იქ რეაბილიტაციის რამდენიმეთვიანი კურსი უნდა გაიაროს. იქ უნდა მოირგოს ფეხის პროთეზიც.

Freedom House-ის ანგარიში: საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიმავალი ქვეყნების ჯგუფშია

Radiotavisupleba.ge 

ამერიკული ორგანიზაციის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. მეტიც, ქვეყანა სერბეთსა და უნგრეთთან ერთად მოხვდა ავტორიტარიზმისკენ მიმავალი ქვეყნების ქვეკატეგორიაში. განსხვავებული მდგომარეობაა უკრაინაში, მოლდოვასა და სომხეთში.

"დილის საუბრები საგარეო პოლიტიკაზე": "რუსული ყაიდის კანონის" საგარეოპოლიტიკური ეფექტი

Radiotavisupleba.ge 

11 აპრილის თემა იყო "რუსული ყაიდის კანონი" (როგორც მას საქართველოს დასავლელი პარტნიორები უწოდებენ) და მისი საგარეოპოლიტიკური ეფექტი. 3 აპრილიდან დღემდე გავრცელებული საერთაშორისო გამოხმაურებებით თუ ვიმსჯელებთ, კანონპროექტის მეორედ ინიციირებაც კი სერიოზული ზიანის მომტანი აღმოჩნდა საქართველოსთვის.

როგორ გახლიჩა „აგენტების კანონმა“ საფეხბურთო გამარჯვების სიხარულით გაერთიანებული ხალხი

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ მიერ „აგენტების კანონის“ გაცოცხლებამ ისევ დაამძიმა ქართული საზოგადოების პოლარიზაცია, რომელიც თითქოს აღარ იგრძნობოდა, როდესაც, სულ ახლახან, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვება [ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების] სახალხო ზეიმად იქცა.

"დილის საუბრები": "რონდელის მსოფლიო რადარი"

Radiotavisupleba.ge 

10 აპრილს ვისაუბრეთ: დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე აშშ-ში; უკრაინისთვის დახმარების საკითხის გადაწყვეტის პერსპექტივაზე; ჩინეთის დედაქალაქში ბოლოდროინდელ და დაგეგმილ მნიშვნელოვან ვიზიტებზე; უკრაინის მყისიერ საჭიროებებსა და ვოლოდიმირ ზელენსკის სულ უფრო მკვეთრ რიტორიკაზე.

"დილის საუბრები ეკონომიკაზე": ვისი ვალდებულებაა გამჭვირვალობა?

Radiotavisupleba.ge 

9 აპრილის რუბრიკის თემა იყო: ევროინტეგრაცია და გამჭვირვალობა, ანუ - სახის ანგარიშვალდებულებასა და რის/ვის/რა მიზნით გამჭვირვალობას გულისხმობს ევროპა? "აგენტების კანონის" ინიციირების ფონზე, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ: „...NGO-ების საქმიანობა არის თვისებრივად გაუმჭვირვალე".





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *