Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Апрель
2024

Новости за 24.04.2024

ლაზარე გრიგორიადისი პარლამენტთან მივიდა

Radiotavisupleba.ge 

24 აპრილს, "აგენტების კანონის" წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის ბოლოს, პარლამენტთან მივიდა 2023 წლის 7-9 მარტის დემონსტრაციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი. მან თქვა, რომ ხვალინდელ აქციას შეუერთდება და სიტყვით გამოვა.

"როცა უნდა ეწოდოს არა ქალი და კაცი, არამედ მშობელი“ - რაზე ელაპარაკება "ოცნება" ხალხს რეგიონებში

Radiotavisupleba.ge 

ქალაქ-ქალაქ სიარულით, „ქართული ოცნება“ ცდილობს დაარწმუნოს ხალხი, რომ საქართველოს დიდი საფრთხე ელოდება და საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე, შესაძლოა ქვეყანაში დაიკარგოს სქესის გაგება, ქალისა და კაცის, დედისა და მამის ცნებები და ბოლოს ქართველობაც.

სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება - ევროპარლამენტში რეზოლუციის შესწორებებს უყრიან კენჭს

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტი 25 აპრილს დაგეგმილ პლენარულ სესიაზე „აგენტების კანონის“ შესახებ რეზოლუციის ტექსტს და მასთან ერთად ორ შესწორებას უყრის კენჭს - შესწორებები სავიზო რეჟიმს და ივანიშვილის სანქცირებას უკავშირდება.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გზა გადაკეტეს და ევროპის მოედნისკენ დაიძრნენ

Radiotavisupleba.ge 

24 აპრილს პარლამენტთან "აგენტების კანონის" გასაპროტესტებლად ისევ შეიკრიბნენ მოქალაქეები და შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილების მიუხედავად, ისევ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი.

„არა რუსულ კანონს“ – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მარში ქუთაისში 

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში საზოგადოებრივი პლატფორმის, „თავისუფლების მოედნის“ ორგანიზებით გაიმართა ე.წ. „აგენტების კანონის“ საერთო-საზოგადოებრივი განხილვა, რის შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ სტუდენტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მსვლელობას.

„ვოუქებზე ნადირობა“ - ანტიგლობალისტების შეკრებაზე ღარიბაშვილის შემდეგ კობახიძეც მიემგზავრება

Radiotavisupleba.ge 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აგრძელებს წინამორბედის, ირაკლი ღარიბაშვილის ტრადიციას: უნგრეთში მიემგზავრება და მასპინძელ ვიქტორ ორბანთან ერთად მონაწილეობს „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში“ (CPAC-ში).



"ღამის ქოთანი", "ბოგანო" - რას უწოდებს საჯარო მოხელე ზუგდიდელ აქტივისტებს

Radiotavisupleba.ge 

„გაურკვეველი სქესის წუნწუხი”, „ღამის ქოთანი”, „უვიცი”, „ბოგანო”, „ჭიაფსელა”, „ქუჩის ქალები”, „პრიმიტივი გოგო” - ამ შეურაცხმყოფელ შეფასებებს იყენებს სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია „აგენტების კანონის” მოწინააღმდეგე რამდენიმე ქალზე საუბრისას.

საქართველოში ტურიზმი ფხიზლდება, მაგრამ პანდემიამდელ წარმატებას ჯერ ვერ იბრუნებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთიდან ტურისტების რაოდენობა შემცირდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2024 წლის I კვარტლის [იანვარი-თებერვალი-მარტი] მონაცემებით, რუსეთიდან შარშანდელთან შედარებით 16%-ით ნაკლები, 215 ათასზე მეტი ვიზიტი შედგა. კლების მიუხედავად, საქართველოში რუსი ტურისტები მაინც მეორე ადგილს იკავებენ.

ნაუსედამ ზურაბიშვილთან საუბრისას შეშფოთება გამოხატა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან სატელეფონო საუბრისას საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილა.

ალესანდრო ლაზარი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში საქართველოს გამოწვევებზე: „მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, რა არგებს საქართველოს“

Radiotavisupleba.ge 

კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცულობა და მედეგობა არის ერთ-ერთი საკითხი, რომლის სათანადოდ მოწესრიგებაც ევალება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ამ ეტაპზე ლაპარაკია ყოვლისმომცველი, ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩოს შესაქმნელად საჭირო სადისკუსიო პროცესის უზრუნველყოფაზე.

თათრეთის სასამართლომ კვლავ ჯარიმა შეუფარდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტის მხარდამჭერ აქტივისტს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანის სასამართლომ კვლავ ჯარიმა შეუფარდა სოციოლოგ ისკანდერ იასავიევს იმისთვის, რომ მას ეჭირა პლაკატი, რომლითაც ითხოვდა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) ჟურნალისტის, 18 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაში მყოფი ალსუ კურმაშევას გათავისუფლებას.

შსს აფრთხილებს აქციის მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტთან იკრიბებიან

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ხალხის სიმცირის გამო პარლამენტთან გზის გადაკეტვის საჭიროება აღარ არის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს. უწყება აღნიშნავს, რომ „გზის ხელოვნური გადაკეტვა ლახავს იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე“.





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *