Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Февраль
2023

კარასინი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე: „ტანგოს ორი სჭირდება“

0
კარასინი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე: „ტანგოს ორი სჭირდება“

რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენისთვის მზადაა, თუმცა ამისთვის ქართული მხარის თანხმობაა საჭირო. ამის შესახებ სააგენტო РБК-სთან საუბარში განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა.

„ჩვენ ბუნებრივია, ამაზე ვმსჯელობთ, მოსაზრებებს ვცვლით, მაგრამ არსებობს ასეთ გამოთქმა, ტანგოსთვის ორი სჭირდება და თუ დუეტის ერთ მონაწილეს ეჭვი ეპარება, ძალდატანება არაა საჭირო. ასეთი შესაძლებლობა არსებობს და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, - განაცხადა კარასინმა.

კარასინი, 2012 წლიდან, თბილისთან არაფორმალური დიალოგის მექანიზმში მოსკოვს წარმოადგენს, ქართული მხრიდან მოლაპარაკებებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეა ჩართული.

ავია მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობის შესახებ მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. პარტია „ქართულ ოცნებაში“ თქვეს რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. რუსეთის მიერ 2019 წელს ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეწყვეტილი ავიამიმოსვლის აღდგენის წინააღმდეგ გამოვიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.











СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *