აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: უკრაინაში ფრონტზე უახლოეს ხანში არ იქნება სერიოზული ცვლილებები
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, კოლინ კალმა, სამშაბათს კონგრესში გამართულ მოსმენაზე უკრაინის ფრონტზე შექმნილი ვითარება შეაფასა როგორც „დარტყმების გამომფიტავი გაცვლა-გამოცვლა“ და თქვა, რომ უახლოეს პერიოდში რუსეთი დიდი ალბათობით ვერ შეძლებს მნიშვნელოვან წინსვლას. „შესაძლოა უახლოეს კვირებსა და თვეებში დაინახოთ, ტერიტორიის მცირე მონაკვეთები როგორ გადავა ხელიდან ხელში. მე ვერ ვხედავ ვერაფერს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსები უკრაინაში მნიშვნელოვან ტერიტორიებს ჩაიგდებენ ხელთ დაახლოებით უახლოესი ერთი წლის განმავლობაში,“ განაცხადა კოლინ კალმა. Читать дальше...