რუსეთის ბირთვული არსენალი, რამდენად დიდია ის და ვინ აკონტროლებს?
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასავლეთს უკრაინის გამო ბირთვული გაფრთხილება მისცა. მან შეაჩერა ხელშეკრულება ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ. პუტინმა განაცხადა, რომ ახალი სტრატეგიული სისტემები საბრძოლო მორიგეობის რეჟიმშია და მოსკოვმა შესაძლოა ბირთვული ცდები განაგრძოს.