Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Февраль
2023

ერდოანი: თურქეთი ნატოში ფინეთის წევრობას ემხრობა, მაგრამ შვედეთისას - არა

0
ერდოანი: თურქეთი ნატოში ფინეთის წევრობას ემხრობა, მაგრამ შვედეთისას - არა

თურქეთი დადებითად უყურებს ფინეთის განაცხადს ნატოში გასაწევრიანებლად, მაგრამ მხარს არ უჭერს შვედეთის კანდიდატურას, განაცხადა თურქეთის პრეზდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 1 თებერვალს.

„შვედეთი თავს ნუ შეიწუხებს და ნუ ეცდება ამ ეტაპზე. ჩვენ არ დავთანხმდებით ნატოში მის გაწევრიანებას მანამდე, სანამ ისინი ყურანის დაწვის უფლებას იძლევიან,“ თქვა ერდოანმა თავისი პარტიის, AK-ს წევრი პარლამენტარების წინაშე გამოსვლისას.

ერდოანმა 29 იანვარს მიანიშნა, რომ ანკარა შეიძლება დათანხმდეს, რომ ნატოში ფინეთი შვედეთზე ადრე იქნეს მიღებული. მსგავსი განცხადება გააკეთა ორშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

თურქეთსა და შვედეთს შორის ურთიერთობა სერიოზულად გაუარესდა ბოლო კვირების განმავლობაში. ანკარა სტოკჰოლმს ადანაშაულებს იმ პირობების შესახებ მიღწეული შეთანხმების დარღვევაში, რომლის საფუძველზე თურქეთი გასულ წელს შვედეთის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას დასთანხმდა.

თურქეთში ასევე მკვეთრად გააკრიტიკეს შვედეთში რადიკალური აქტივისტების გამოსვლები, რომლებსაც თან ახლდა ყურანის დაწვა. მაგრამ შვედეთის ხელისუფლება ამ აქციებს გაემიჯნა.

ფინეთმა და შვედეთმა ნატოს, მის რიგებში გაწევრიანების სურვილით, ერთდროულად გასული წლის მაისში, რუსეთის უკრაინაში მასშტაბური შეჭრიდან მალევე მიმართეს. ორი მეზობელი ქვეყანა, რომლებიც დიდი ხანია ნეიტრალურები არიან, შეთანხმდა, რომ კოორდინირებულად იმოქმედებენ ალიანსში გაწევრიანების პროცესში.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ ადრე არ გამორიცხა, რომ შესაძლებელია შეიქმნას სიტუაცია, როდესაც შვედეთსა და ფინეთს მოუწევთ ნატოში გაწევრიანება არა ერთად, არამედ - ცალ-ცალკე.

იმისათვის, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოს წევრები გახდნენ, მათი გაწევრიანება კავშირის 30-მდე ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. 28 ქვეყანამ ეს უკვე გააკეთა, უნგრეთის თანხმობა მოსალოდნელია უახლოეს მომავალში.











СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *