Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Февраль
2023

იისფერი ქვის მომნუსხველი ისტორია – ამეთვისტოს შესახებ

0

ამეთვისტო თებერვლის დაბადების ქვაა და მერწყულის ზოდიაქოსთან ასოცირდება. იგი კვარცის ოჯახს მიეკუთვნება და საოცარი იისფერი შეფერილობა აქვს. თუმცა ამ შეფერილობას გაფრთხილება სჭირდება, რადგან მზის სხივების ზემოქმედების შედეგად შეიძლება შეიცვალოს და ფორთოხლისფერი ან ყავისფერი გახდეს.

ძველ ბერძნებს და რომაელებს სჯეროდათ, რომ ეს იისფერი ქვა მათ ბახუსისგან იცავდა. ამიტომ სასმისად ისეთ ჭურჭელს იყენებდნენ, რომელიც მისგან იყო მოპირკეთებული.

იისფერის გარდა არსებობს წითელი და ლურჯი ამეთვისტოც. ამ ქვას 25 000 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. თავდაპირველად საფრანგეთის მაღაროებში აღმოაჩინეს და დეკორატიული მიზნებისთვის იყენებდნენ.

ამეთვისტო სიყვარულთან და სილამაზესთან ასოცირდება. ცნობილია, რომ კლეოპატრა მას ხშირად ატარებდა. იდეალური საჩუქარია სიყვარულის დღის ან ქორწინების წლისთავის აღსანიშნავად.

ქვას დიდი დატვირთვა აქვს რელიგიაშიც. ამეთვისტო ასოცირდება ბუდასთან, ასევე მოხსენიებულია ბიბლიაშიც. მართალია, დღეს ისეთი იშვიათი აღარ არის, როგორიც ძველად, თუმცა თანამედროვე სამყაროშიც ეს ქვა ძვირად ფასობს და დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ასევე სპირიტუალური დატვირთვაც აქვს. ადამიანებს სჯერათ, რომ ამეთვისტოს სიმშვიდის და სარგებლის მოტანა შეუძლია.

წყარო/ფოტო: The Fact Site











СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *