Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Февраль
2023

ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

0

პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასჯელის გადავადება არ გულისხმობს არც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას და არც იმ დევნის შეწყვეტას, რაც სააკაშვილს აქვს.

ბესელიას განცხადებით, მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.

„ძალიან გაჭიანურდა სასამართლო განხილვები, ბოლო არ უჩანს. ლოგიკურად ვფიქრობდი, რომ ეს პროცესი სწრაფად უნდა დასრულებულიყო. როგორც წესი, ასეთი საკითხის განხილვისთვის არ მახსოვს, რომ ამდენი სხდომა მიეძღვნათ.

მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს. სასჯელის გადავადება უნდა ესმოდეს ყველას და განსაკუთრებით იმ კრიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ რომ „როგორ უნდა გავუშვათ დამნაშავე ადამიანი“ და ასე შემდეგ. სასჯელის გადავადება არ გულისხმობს არც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას და არც იმ დევნის შეწყვეტას, რაც აქვს, საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში ადამიანს მკურნალობის შესაძლებლობას აძლევენ.

როგორც კი გამოჯანმრთელდება ის შეიძლება დააბრუნო საპატიმრო დაწესებულებაში. ამას ცნობს საქართველოს კანონმდებლობა. აქედან გამომდინარე არ ვიცი რა დრამატული განვითარება უნდა ხელისუფლებას. გამძლეობის ტესტის პირობებში ფატალური შედეგის დადგომაზე ან უბრალოდ არ ფიქრობს ხელისუფლება, ან ფიქრობს და ამასაც უშვებს. უკვე ორივე ვერსია უნდა განვიხილოთ“, – განაცხადა ბესელიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე რა ჰქვია ისეთ ხელისუფლებას, რომელიც დასუსტებულს დასცინის, ბესელია ამბობს, რომ ასეთ ხელისუფლებას სუსტი ჰქვია.

„ამას აქვს ერთი სახელი, როდესაც დასცინი, დაუძლურებულ ადამიანზე ქილიკობ, სუსტი ხარ. არასოდეს ძლიერი და ღირსეული მოწინააღმდეგეს და ოპონენტს არ ექცევა, ისე, როგორც ჩვენ ახლა ვხედავთ. დასუსტებული ხელისუფლებაა ასეთ როლში. ის ვინც ძლიერია, იმას არ სჭირდება ასეთი მეთოდების გამოყენება“, – დასძინა ეკა ბესელიამ.











СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *