ხათუნა ხოფერია: დროული და სავალდებულო იყო ლალის მიერ მთელი გულით, სამშობლოსადმი დიდი სიყვარულით გაჟღერებული ეს ინტერვიუ რუსულ საინფორმაციო სივრცეში
0
“არის ხოლმე ინტერვიუ-ინტერვიუსთვის, მაგრამ არის ინტერვიუ, რომელიც აუცილებელია, საჭიროა სწორედ იმ მომენტში, დროის იმ მონაკვეთში.
დიახ, ნამდვილად დროული და სავალდებულო იყო ლალის მიერ მთელი გულით, სამშობლოსადმი დიდი სიყვარულით გაჟღერებული ეს ინტერვიუ რუსულ საინფორმაციო სივრცეში.
მადლობა, ლალიკო! ყველა ვერ გარისკავდა იმას, რაც შენ გააკეთე!
ყველა ვერ შეძლებდა ასე მოკლე ჩართვაში გაეკეთებინა სწორი აქცენტები, ეთქვა მოსკოვში მოკალათებული საქართველოს მტრებისთვის, გასპარიანისმაგვარებისთვის, რომ ტყუილად ირჯებიან, როდესაც უფუნქციო პრეზიდენტის ტლიკინს იყენებენ პოლიტიკური თუ დიპლომატიური ურთიერთობების დასაძაბად!
კიდევ ერთხელ მადლობა ლალის და ვისაც არ მოგისმენიათ, მოუსმინეთ!
საქართველო უპირველეს ყოვლისა!” – წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.