ზეკო ხაჩიძე: აუცილებლად იქნება რეზის თეატრი. იმ საზოგადო რეზის, რომელთაც ჭაობების ამოშრობა უნდოდათ და საკუთარი თავგანწირვით დაიწყეს
0
“რამდენჯერ დაიწყო და რამდენჯერ გააჩერეს მისი “გოდო”.. დაუმსახურებლადაც. უსამართლოდაც. სუბიექტური და ობიექტური მიზეზით. ბოლოს მოუბოდიშეს. პატარა ბავშვებივით გაგვიხარდა ესეც. სულელებივით.
ელოდა “გოდოს”, რომ ღმერთი მოეკლა.
არ ცნობდა ჟანრებს და ჩარჩოებს.
ყველაფერს თავიდან და მისი უკიდეგანო განცდებით ყვებოდა.
სულელი ქალივით ვამტკიცებდი ყველასთან, რომ არავის გავდა. რომ განსაკუთრებული იყო. რომ მისნაირები დროში და მიწაზე ვერ ეტევიან. ამიტომაც არსებობს თეატრი! მგონი ახლა მტკიცება აღარ მჭირდება
მარტომ დადგა მისი “გოდო” და მოკლა ღმერთი!
33 წლის იყო.
და ალბათ არავის ასე არ დაუდგამს სამყაროში აბსურდი!
მგონი ამით კლასიკურად უპასუხა ჟანრს!
მოსაყოლი ბევრი მაქვს.
ოცნებად ქონდა ჰამლეტის თამაში და ოიდიპოსის დადგმა.
ზუსტად ვიცი, რომ ოიდიპოსიც დადგა. მის იოკასტესთან გადაწყვიტა ეს.
სიცოცხლეზე მეტად უყვარდა თეატრი და დედა. მისი იოკასტე
არ ვიცი ისმის თუ არა ამ პოსტში ჩემი სიმწარის უსქესო ხმა და მისი გაუკვდავების ფიცი. აუცილებლად იქნება რეზის თეატრი. იმ საზოგადო რეზის, რომელთაც ჭაობების ამოშრობა უნდოდათ და საკუთარი თავგანწირვით დაიწყეს
იფრინე რეზუ, შენი თეატრის და შენი ქუთაისის თავზე, სულ! და შეაწუხე ყველა, ვისაც შენი შეხედვით, სარკეში საკუთარი თავი აწუხებდა.
მიყვარხარ სამუდამოდ”- წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზეკო ხაჩიძე.
ცნობისათვის, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის 33 წლის მსახიობი და რეჟისორი, რეზი ქაროსანიძე თეატრის სცენაზე გარდაცვლილი იპოვეს.