როგორ მოქმედებს შფოთვა სხეულზე: 5 ფიზიკური სიმპტომი
ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ყველა ადამიანს გამოუცდია საკუთარ თავზე შფოთვის სირთულე. პირველი პაემანი, მოულოდნელი ამბავი, რთული გამოცდა, ახალი სამსახური და მრავალი სხვა გარემოება, რომლის დროსაც, შესაძლოა, უსამოვნო, შემაწუხებელი გრძნობა დაგეუფლოს. თუმცა, თუ ადამიანს შფოთვითი აშლილობა აქვს, მისთვის ეს ყველაფერი ბევრად უფრო მძიმე და დრამატული ხდება, რადგან უარყოფითი ფიქრები რუტინულ სახეს იღებს და ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება.
როდესაც ადამიანი ამ მდგომარეობაშია, მისი სხეული გონებასთან ერთად იწყებს ბრძოლას, ამიტომ, შესაძლოა, საპასუხო რეაქციები ფიზიკურადაც გამოხიატოს, მაგალითად, გულის აჩქარება, სუნთქვის გახშირება, ოფლიანობა და სხვა.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მკვეთრად გამოხატული სინდრომი, რომელიც შფოთვას ახასიათებს, არის თავის ტკივილი. რაც სტრესის ჰორმონების გამოყოფითაა გამოწვეული.
ასევე შფოთვით აშლილობას თან ახლავს კარდიო-ვასკულარული სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი გულმკერდის არეში ან გულის აჩქარება. ასეთ დროს ადამიანს ჰგონია, რომ მას რაიმე დაავადება აწუხებს, სინამდვილეში კი ეს მოჩვენებითი რეაქციებია, რომელსაც შფოთვები იწვევს.
შფოთვა უარყოფითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზეც და იწვევს მის დაქვეითებას. სტრესის დროს ორგანიზმში სუსტდება და ნელდება თეთრი სისხლის უჯრედების წარმოქმნის პროცესი, რომელიც ინფექციებს და სხეულში შემოჭრილ ბაქტერიებს ებრძვის.
შფოთვით აშლილობას თან ახლავს დაღლილობის, უხასიათობის შეგრძნება. ძილიანობა და ენერგიის ნაკლებობა, რაც სტრესითაა და დეპრესიითაა გამოწვეული.
წყარო/ფოტო: Live Science