აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს რუსეთის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს
![აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს რუსეთის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს](https://gdb.rferl.org/47038F22-E9EE-4010-B079-412CDEEACA21_w800_h450.jpg)
აშშ-ის საელჩო მოსკოვში თავის მოქალაქეებს რუსეთის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს უკრაინაში ომის, რუსი სამართალდმაცველების მიერ დევნისა და თვითნებური გაკავებების რისკის გამო, ამის შესახებ საელჩოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"რუსეთში მცხოვრებმა ან სამოგზაუროდ მყოფნა აშშ-ის მოქალაქეებმა სასწრაფოდ უნდა დატოვონ ქვეყანა“, -ნათქვამია მოსკოვში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
მსგავსი მოწოდებით აშშ-ის საელჩომ რუსეთში მცხოვრებ ამერიკის მოქალაქეებს სექტემბერშიც მიმართა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ.
რუსეთში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურმა უკვე დააკავეს აშშ-ის მოქალაქეები ყალბი ბრალდებებით ისინი გაასამართლეს გასაიდუმლოებულ სასამართლო სხდომებზე, სარწმუნო მტკიცებულებების გარეშე.
"რუსეთის ხელისუფლება ადგილობრივ კანონებს თვითნებურად იყენებს აშშ-ის მოქალაქე სასულიერო პორების მიმართ და საეჭვო საფუძვლით საქმეებს აღძრავს მათ წინააღმდეგ, - წერია განცხადებაში.
აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს რუსეთში საკრედიტო და სადებეტო ბარათების მუშაობის შეზღუდვის შესახებაც შეახსენებს, რის გამოც რუსეთში და აშშ-დან თანხების ელექტრონულად გადარიცხვის ვარიანტები უკიდურესად შეზღუდულია რუსული ბანკების მიმართ დაწესებული სანქციების გამო.
„კომერციული ფრენის ვარიანტები უკიდურესად შეზღუდულია და ხშირად ხელმიუწვდომელია მოკლე დროში. თუ გსურთ რუსეთის დატოვება, რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოთ დამოუკიდებელი ზომები“,- წერია მოსკოვში აშშ-ის სალჩოს განცხადებაში.