თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
0
სეისმოლოგების ცნობით, თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა.
ეპიცენტრი ქალაქ გოქსუნთან 12 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.
რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.