გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი: უკრაინამ ამ ომში უნდა გაიმარჯვოს!
„უკრაინამ არათუ არ უნდა წააგოს ომი რუსეთთან, არამედ უნდა მოიგოს იგი“, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, იგი ამაყობს, რომ გერმანია უკრაინას მნიშვნელოვან დახმარებას უწევს. მან აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობის კანცლერ ოლაფ შოლცის პოზიციას მხარს უჭერს, რომ „გერმანია უკრაინას იმდენ ხანს დაეხმარება, რამდენიც იქნება საჭირო“.
„თუ რუსეთს წარმატების უფლება მიეცემა, უკრაინა პუტინის გეგმების მხოლოდ დასაწყისი იქნება. რუსეთმა წარმატებას არ უნდა მიაღწიოს და ვერც მიაღწევს. ვინაიდან არც სანქციებმა და არც დიპლომატიურმა ძალისხმევამ რუსეთის ლიდერი არ აიძულა, რომ კურსი შეეცვალა, მოკავშირეების მოქმედება სწორი პასუხი იყო. ეს ნიშნავს, ერთი მხრივ, უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ხოლო მეორე მხრივ, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.