ლაშა ბუღაძე: სახარებასაც რომ ციტირებს ეს სექენდ-ჰენდ ანტიქრისტე…
0
“პუტინმა – ან მისმა რომელიმე ორეულმა – ცოტა ხნის წინ დაასრულა თავისი ისტორიულად ზე-იდიოტური გამოსვლა, რომლის მთავარი გზავნილიც ის იყო, რომ რუსეთი უკრაინაში თურმე იმიტომ იბრძვის, რომ დასავლეთი პედოფილიას აკანონებს, რომ აწი ის, ანუ დასავლეთი, გენდერნეიტრალურ ღმერთზე დადებს ფსონს და რუსული რაკეტები იმიტომ ცვივა უკრაინის მიწაზე, რომ პუტინმა ბიბლიური კანონი დაიცვას – ოჯახი რომ ქალისაა და კაცის…
სახარებასაც რომ ციტირებს ეს სექენდ-ჰენდ ანტიქრისტე…
აი, ამ უბადრუკის, ამ უკვე შეჩვენებისთვისაც უვარგისი, წაგებული არარაობის გამარჯვების რწმენა აქვს ივანიშვილს…” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე.