ლაშა ბუღაძე: დღეს პარლამენტში არ შეუშვეს ჟურნალისტები, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ
0
“ივანიშვილის “ოცნება” რუსული კანონით უწყობს საბოტაჟს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების შესაძლებლობას.
დღეს პარლამენტში არ შეუშვეს ჟურნალისტები, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ.
პარლამენტში ოპოზიციიდან მხოლოდ 2-3 დეპუტატია, ვინც ამ ეროვნულ დანაშაულს ამხელს ამ წუთებშიც…
სად არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, რომელსაც ყველაზე მეტი დეპუტატი ყავს? ისევ იმ ფარისევლურ ბოიკოტშია? სად არიან სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები? გარედან და შიგნიდან – ყველგან ბრძოლა უნდა იყოს რუსული კანონის წინააღმდეგ!” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე.