უკრაინაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობამ 8 ათასს გადააჭარბა: გაერო
რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან უკრაინაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობამ 8 ათასს გადააჭარბა, - ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ თებერვლის მოხსენებაში.
ომის მსხვერპლად ჯამშ 21 ათას 580 ადამიანი იქცა, აქედან 8 ათას 101 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის-2,127 ქალი და 488 ბავშვი.
"სამოქალაქო მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო საჰაერო დარტყმების, ასაფეთქებელი ნივთიერებების და შეტევითი შეიარაღების: არტილერიის, მრავალჯერადი სარაკეტო დანადგარების და რაკეტების გამოყენებით ვრცელი ტერიტორიის განადგურების შედეგად ", - ნათქვამია ანგარიშში.
უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ანგარიშები თვეში ერთხელ ქვეყნდება.
თითოეული მათგანი ხაზს უსვამს, რომ დაღუპულია მხოლოდ დოკუმენტირებული და დადასტურებული შემთხვევები. სინამდვილეში, სამოქალაქო მოსახლეობაში შეიძლება ბევრდ მაღალი იყოს მსხვერპლი იმ დასახლებების გამო, სადაც ყველაზე ინტენსიური ბრძოლა მოხდა (კერძოდ, მარიუპოლი, სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, სოლედარი და ბახმუტი) და საიდანაც ჯერ კიდევ უკიდურესად რთულია სრული ინფორმაციის მიღება.