Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Февраль
2023

Новости за 24.02.2023

EU ეჭვობს, რომ რუსეთი სანქციებს გვერდს უვლის. ვინ ეხმარება?

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის მკაცრი სანქციების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა არ ჩამოშლილა. ექსპერტების ვარაუდით, მეზობლებთან ვაჭრობის ხარჯზე.

ვიტალი კლიჩკომ მიმართა თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილებს

Radiotavisupleba.ge 

აქციის „ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“ მონაწილეებმა, თბილისში, პარლამენტის წინ განთავსებული ეკრანიდან მოისმინეს კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ვიდეომიმართვა. მან ქართველ ხალხს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და პატივი მიაგო უკრაინაში, რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ 36 ქართველ მებრძოლს. „ძვირფასო ქართველო მეგობრებო, მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უკრაინელთა ბრძოლის მხარდაჭერისთვის, თქვენი სოლიდარობისთვის და თქვენი პოზიციისთვის! თქვენ ყველაზე უკეთ იცით... Читать дальше...

პოლონეთმა უკვე მიაწოდა უკრაინას 4 "ლეოპარდი," - პოლონეთის პრემიერ-მინისტრი

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთმა უკრაინას უკვე მიაწოდა "ლეოპარდის" ტიპის ოთხი ტანკი და მზად არის მეტის სწრაფად მიწოდებისთვის, განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ კიევში, 24 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ. "პოლონეთი და ევროპა თქვენ გვერდით დგანან. ჩვენ ნამდვილად არ დაგტოვებთ, ჩვენ უკრაინას მხარს დავუჭერთ რუსეთზე სრულ გამარჯვებამდე", განაცხადა მორავიეცკიმ ზელენსკისთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე. ზუსტად ერთი წლის, 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის არმია... Читать дальше...

"საირმე" გაფიცულ თანამშრომლებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს - გაფიცულები აქციისთვის ემზადებიან

Radiotavisupleba.ge 

კომპანია "საირმეს" გაფიცული თანამშრომლები 26 თებერვალს, დღის ორ საათზე მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავენ - კომპანია განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ გაფიცულებს საზოგადოება შეცდომაში შეყავთ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით. კომპანია ამ დროისთვის არასრული დატვირთვით მუშაობს და გაფიცულ თანამშრომლებს პირდება, რომ თუკი სამსახურში დაბრუნდებიან, კუთვნილს ხელფასს მიიღებენ. აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი თვლის, რომ გაფიცვის დასრულებისთვის საჭიროა მოთხოვნების შესრულება, რომელთაგან... Читать дальше...

თბილისში უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

ამ წუთებში თბილისში, პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქციის მონაწილეები. აქციის „ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“ მონაწილეების დიდი ნაწილი უკვე იმყოფება პარლამენტის წინ. იქ მოწყობილი სცენიდან დაიწყო სიტყვით გამოსვლები. მოისმინეს საქართველოს და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები.  დემონსტრაციის ორგანიზატორები არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, სტუდენტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები კი უმეტესად რუსთაველის მეტროსთან იმყოფებიან. Читать дальше...

შეერთებულმა შტატებმა გუანტანამოს ორი პატიმარი გაათავისუფლა და პაკისტანს გადასცა

Radiotavisupleba.ge 

პენტაგონის განცხადებით, პაკისტანელი ძმები, რომლებიც გასული ორი ათწლეულის მანძილზე, კუბაში, გუანტანამოს ყურეში მდებარე, აშშ-ის საპყრობილეს ტუსაღები იყვნენ, გაათავისუფლეს და პაკისტანში დააბრუნეს. აბდულ და მუჰამად რაბანები 2002 წელს დააკავეს კარაჩიში. აშშ-ის ოფიციალური პირები მათ ბრალად სდებდნენ ალ-ყაიდას წევრებისთვის საცხოვრებლითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური სახით დახმარებას. ძმები ამტკიცებენ, რომ მათ აწამებდნენ, სანამ ისინი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პატიმრობაში იმყოფებოდნენ გუანტანამოში გადაყვანამდე. Читать дальше...

ჩვენი შვილების ხმა უნდა გაიგონ - ფენილკეტონურიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა ასოციაცია დააფუძნეს

Radiotavisupleba.ge 

ფენილკეტონურიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა „საქართველოს მშობელთა ასოციაცია ფენილკეტონურიისთვის“ დააფუძნეს. როგორც მშობლები ამბობენ, მათი მიზანია ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სამკურნალო მედიკამენტებზე მუდმივი ხელმისაწვდომობა, ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებისთვის საქართველოს ბაზარზე  სრულფასოვანი საკვების  უზრუნველყოფა, ფენილკეტონურიის სკრინინგის პროგრამაში არსებული ხარვეზების გამოსწორება და ამ პროცესში. „ჩვენს შვილებს აუცილებლად სჭირდებათ მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა.



„უკრაინელები გაიმარჯვებენ“, „პუტინი მარცხდება“, "თავისუფლება არ არის უფასო!" - საერთაშორისო განცხადებები ომის წლისთავზე

Radiotavisupleba.ge 

2023 წელი 24 თებერვალი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი თარიღია. ევროპის სუვერენულ სახელმწიფოში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავისთვის, ბოლო დღეებში, უკრაინამ მრავალი ოფიციალური სტუმარი მიიღო; სხვები მამაც უკრაინელ ხალხს საკუთარი ქვეყნებიდან ამხნევებენ.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო ოჯახის გამოსახლების ფაქტზე

Radiotavisupleba.ge 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის თანამშრომლების მიმართ. საქმე ეხება 23 თებერვალს, თბილისში, არდაზიანის 2 ნომრიდან ლაშა გიგაურის რვასულიანი ოჯახის გამოსახლების ფაქტს. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილი ძალადობით გულისხმობს. „მშენებლობით და იპოთეკით "მევახშეებისგან" დაზარალებულთა გაერთიანების“ ინფორმაციით, გამოკითხვაზეა დაბარებული ლაშა გიგაური. Читать дальше...

აშშ-ი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი დოლარის დახმარებას ჰპირდება უსაფრთხოების სფეროში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის დამატებითი 2 მილიარდი დოლარის "უსაფრთხოების დახმარების" შესახებ გამოაცხადა. მეზობელ ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მეორე წელი დაიწყო 24 თებერვალს. ამ დღესთან დაკავშირებით პენტაგონმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პაკეტი შეიცავს საბრძოლო მასალას HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისა და სხვა იარაღისთვის, მაღალტექნოლოგიურ უპილოტო საფრენ მოწყობილობებს, განაღმვის საშუალებებს და თანხას წვრთნებისთვის. "ერთი წლის წინ, ამ დღეს, რუსეთმა დაიწყო... Читать дальше...

გვექნება კიევში გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობა - პაპუაშვილი სტეფანჩუკს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თავის უკრაინელ კოლეგას რუსლან სტეფანჩუკს ფეისბუკში საჯარო წერილით მიმართავს. უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს ის წერს, რომ დადგება უკეთესი დღეები და კიევში უკრაინული გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობა ექნებათ. მისივე თქმით, ამ დროის განმავლობაში საქართველო უკრაინისადმი სრულ სოლიდარობას გამოხატავდა. "ქართული დროშა კიევში საქართველოს საელჩოში ომის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი არ დაშვებულა. მშვიდობის დადგომამდე საქართველო ათასობით უკრაინელისთვის მეორე სამშობლოდ იქცა. Читать дальше...

ჯო ბაიდენი: ერთი წლის შემდეგ, რაც ბომბებმა დაიწყო ცვენა, უკრაინა კვლავ დამოუკიდებელი და თავისუფალია – უკრაინის დროშა ამაყად ფრიალებს

News.ge 

ხერსონიდან ხარკოვამდე – უკრაინელმა მებრძოლებმა დაიბრუნეს თავიანთი მიწა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. “დღეს, ერთი წლის შემდეგ, რაც ბომბებმა დაიწყო ცვენა, უკრაინა კვლავ დამოუკიდებელი და თავისუფალია. ხერსონიდან ხარკოვამდე – უკრაინელმა მებრძოლებმა დაიბრუნეს თავიანთი მიწა. და გასულ წელს რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის ნახევარზე მეტზე უკრაინის დროშა კვლავ ამაყად ფრიალებს”, – ...

“საჯარო მოხელეებმა ცოტა ჩამოქაჩეთ თქვენი სლავა უკრაინე ვნებები და თქვენი შეფარული მოწოდებები დღეს მიტინგზე გათრევის, თორემ ჩვენ არ გვძინავს”

News.ge 

ქართული ოცნების წევრი, ქართული ოცნების შტაბის ყოფილი უფროსი პორტუგალიაში, ირაკლი ბარამიძე: “საჯარო მოხელეებმა ცოტა ჩამოქაჩეთ თქვენი სლავა უკრაინე ვნებები და თქვენი შეფარული მოწოდებები დღეს მიტინგზე გათრევის, თორემ ჩვენ არ გვძინავს, თქვენი თანამდებობები მავანთ სულ სალომე სამადაშვილის კვერცხზე გვკიდია !” ირაკლი ბარამიძე, კომენტარებში წერს: დაგვთლით დღეს არ ინერვიულოთ ზუსტად ვიცით რასაც ვბედავთ! ვისაც არ უნდა ჩვენთან ...

"უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმაა - EPDE

Radiotavisupleba.ge 

დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმა (EPDE) შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე. EPDE-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების "უცხოეთის აგენტებად" სტიგმატიზაცია, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლის მომდევნო ეტაპია. დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კანონპროექტი რუსეთის მაგალითს ეფუძნება, სადაც მსგავსი კანონი 10 წელია მოქმედებს. Читать дальше...

ქართველი ხალხი მოძმე უკრაინელი ხალხის გვერდით დგას - საგარეო საქმეთა სამინისტრო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო აგრესია რუსეთში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების აშკარა დარღვევაა. ასე ეხმიანება საქართველოს საგარეო უწყება ტვიტერზე უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის გასვლას. "დღეს ერთი წელი სრულდება, რაც რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების აშკარა დარღვევით. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას... Читать дальше...

შალვა პაპუაშვილი: ოფიციალური მოწვევა არ გვქონია უკრაინის რადასგან, ისევე, როგორც დღეს გავიგეთ, რომ პრეზიდენტსაც არ მისვლია მოწვევა

News.ge 

„როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტმა არ ჩათვალა საჭიროდ, რომ მიეწვია საქართველოს პრეზიდენტი „მე, შემდეგ, ავუხსენი პრეზიდენტს, რომ ჩვენ რამე ოფიციალური მოწვევა უკრაინის პარლამენტისგან არ გვქონია. ამიტომ, ეს სწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არ იყო. მე საჯაროდაც არაერთხელ განვმარტე, ჩვენ ოფიციალური მოწვევა არ გვქონია უკრაინის რადასგან,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ...

ნიკოლოზ რაჭველი: ჩვენ თქვენთან ვართ, ვლოცულობთ და გისურვებთ უპირობო გამარჯვებას! Слава Украïнi! Героям Слава!”

News.ge 

“ისევე როგორც გასული წლის 24 თებერვალს, დღესაც ვიკრიბებით ეროვნული ორკესტრის სარეპეტიციო დარბაზში აღმაშენებელზე (დინამო სტადიონთან კუთხეში, წლების წინ მუსიკისა და დრამის თეატრის დასი რომ მოღვაწეობდა), სადაც უკრაინის სოლიდარობისა და თანადგომისადმი მიძღვნილი ღია რეპეტიციის ფორმატით შევასრულებთ ორი ქვეყნის ჰიმნს, უკრაინელი კომპოზიტორების პიესებს და ვახტანგ მაჭავარიანის სიმფონიურ სურათს “მარიუპოლი”, რომელიც პირველად გაიჟღერებს ავტორის დირიჟორობით, ნინო ქათამაძეც გიმასპინძლებთ ...

გოგა ხაინდრავა: უსმენ საქართველოს პრეზიდენტს … უკადრებელი იკადრეთ, მადამ სალომე

News.ge 

“უსმენ საქართველოს პრეზიდენტს, უყურებ დიპლომატიური კორპუსის რეაქციას, კითხვა მიჩნდება, აქ წარმოდგენილი რომელი ქვეყნის მთავარსარდალი და პრეზიდენტი აკადრებს ესეთ მძიმე ჟამს საჯაროდ, საკუთარ ქვეყანას და მთავრობას მსგავს შეურაცხყოფას და ცილისწამებას? უკადრებელი იკადრეთ, მადამ სალომე!” – წერს ბიძინა გოგა ხაინდრავა Twitter-ზე.

შეუთავსებელია ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან - ჰერჩინსკი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. მისივე თქმით, ინიცირებული კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს. "ე. წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონი შეფასდა ბრიუსელის მიერ და მათ გამოხატეს თავიანთი პოზიცია. გამოყენებული იყო სიტყვები შემაშფოთებელი, სამწუხარო. მე რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ეს ინიციატივა შეუთავსებელია, სულ მცირე [ევროკავშირის] 12 პრიორიტეტთან. Читать дальше...

ანდრეი კასიანოვი: შეშფოთებულები ვართ „ქართული ოცნების” და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მუდმივი ანტიუკრაინული რიტორიკით, არამეგობრული განცხადებებით

News.ge 

ჩვენ, ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მუდმივი ანტიუკრაინული რიტორიკით, არამეგობრული განცხადებებით, – ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის საკითხი უკრაინის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას განეკუთვნება. „უკრაინული მხარის მხრიდან ამისთვის ყველა შესაბამისი მოსამზადებელი ნაბიჯი გადაიდგა. თუმცა, ჩვენ, ძალიან შეშფოთებულები ვართ უკრაინის მიმართ „ქართული... Читать дальше...

კასიანოვი აკრიტიკებს ღარიბაშვილს მიუნხენის კონფერენციის შემდეგ გაკეთებული განცხადებისთვის

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრი კასიანოვი ომის წლისთავზე გამართულ პრესკონფერენციაზე მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას უკრაინასთან დაკავშირებით პოზიციის გამო. მან თქვა, რომ რიგ შემთხვევებში ქართველი პოლიტიკოსები "ქართული ოცნებიდან" რუსული პროპაგანდის ტყუილებს ავრცელებენ. კასიანოვის კრიტიკა შეეხო პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ - დიპლომატმა თქვა, რომ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციებით დარჩა შთაბეჭდილება... Читать дальше...

კელი დეგნანი: ნათელია, ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ საქართველოსა და დასავლეთს შორის მტკიცე პარტნიორობას

News.ge 

„ნათელია, რომ საქართველოში ბოლო 6-8 თვის განმავლობაში მიმდინარეობს კამპანია, რომლითაც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ საქართველოსა და დასავლეთს, საქართველოსა და აშშ-ს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის მტკიცე პარტნიორობას“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების გზაზე დიდი პროგრესი აქვს და ეს გზა უნდა გაგრძელდეს. „ეს ეწინააღმდეგება მკაფიო არჩევანს, რომელიც ქართველმა ...

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი: ველოდებით საქართველოს, საქართველო გზაჯვარედინზეა – ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი მომავალი სურთ თავიანთი ქვეყნისთვის

News.ge 

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ ქართველების გადასაწყვეტია როგორი მომავალი სურთ თავიანთი ქვეყნისთვის. „საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარი განხილვა, რომელსაც წლების განმავლობაში ვაწარმოებდით, დასრულებულია და ველოდებით საქართველოს, ველოდებით საქართველოს მოსვლას და საქართველო გზაჯვარედინზეა – ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი მომავალი სურთ თავიანთი ქვეყნისთვის. ჩვენ, ევროკავშირი ღია ვართ, გადაწვეტილება ქართველებზეა... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *