Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Февраль
2023

Новости за 27.02.2023

უკრაინის გენშტაბი: გასულ 24 საათში მოგერიებულია რუსეთის 81 შეტევა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 5 სარაკეტო და 13 საავიაციო დარტყმა და 50-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ხერსონის და დონეცკის ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. გარდა ამისა, რუსულმა ქვედანაყოფებმა ნაღმმტყორცნებითა და საარტილერიო დანადგარებით დაცხრილეს დონეცკის, სუმის, ჩერნიგოვის, ხარკოვის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ათეულობით დასახლებული პუნქტი. Читать дальше...

უკრაინაში ჩადენილ დანაშაულზე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო იმსჯელებს

Radiotavisupleba.ge 

დღეს, 27 თებერვალს ჟენევაში იწყება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველწლიური სესია, რომელიც თვეზე მეტხანს, 4 აპრილამდე იმუშავებს. სესიის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა რუსეთის ფართომასშტაბიაში შეჭრის შემდეგ უკრაინაში შექმნილი ვითარება, ომის დანაშაულის სავარაუდო ფაქტები და მათი გამოძიება. სპეციალური კომისია საბჭოს წარუდგენს პირველ წერილობით ანგარიშს. უკრაინის შესახებ მოხსენებას წარმოადგენს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიც. სააგენტო "ფრანს პრეს"-ის ცნობით, გაეროში დიდი ბრიტანეთის... Читать дальше...

რუსეთმა უკრაინაზე დრონებით თავდასხმა განახორციელა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში უკრაინის რამდენიმე ოლქზე. დრონებით თავდასხმის მოსაგერიებლად ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციების და მედიასაშუალებების ინფორმაციით, აფეთქებები იყო დედაქალაქ კიევში და კიევის, ხმელნიცკის, ჩერნიგოვის, პოლტავის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის და სხვა ოლქებში. უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე შუაღამიდან გამოცხადებული საჰაერო განგაში დაახლოებით ხუთ საათს, ადგილობრივი დროით 04:45 საათამდე გაგრძელდა. ამ დროისთვის ცნობილია... Читать дальше...

ფილმმა "ნავალნი" აშშ-ის პროდიუსერთა გილდიის ჯილდო მიიღო

Radiotavisupleba.ge 

დოკუმენტურ ფილმს "ნავალნი", რომლის რეჟისორიც კანადელი რეჟისორი დენიელ როარია, საუკეთესო დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში აშშ-ის პროდიუსერთა გილდიის ჯილდო მოიგო. გილდიის ოფიციალურ ტვიტერში აღნიშნულია, რომ ფილს ეს ჯილდო წილად ხვდა "გამორჩეული პროდიუსერობისთვის". მანამდე ფილმი "ნავალნი" კინემატოგრაფიის სფეროში ბრიტანული კინოაკადემიის მთავარი ჯილდოს- BAFTA-ს პრემიის ლაურეტა გახდა ნომინაციაში "საუკეთესო დოკუმენტური ფილმი". გარდა ამისა, სურათი მოხვდა „ოსკარის“ ნომინაციაში. მისი ლაურეატები 12 მარტს გამოცხადდება. Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *