Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Февраль
2023

Новости за 28.02.2023

იაპონიამ ახალი სანქციები დაუწესა რუსეთს, მათ შორის - "როსბანკსა" და "ვაგნერს"

Radiotavisupleba.ge 

იაპონიის ხელისუფლებამ გამოაცხადა რუსეთის 48 ფიზიკური პირისა და 74 ორგანიზაციისთვის, მათ შორის ერთი ბანკისთვის, აქტივების გაყინვის შესახებ. ამ ზომას მიმართეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით. იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც იაპონიის მთავრობა შეზღუდვებს უწესებს, სხვათა შორის არიან „როსბანკი“ და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“. ცალკე სანქციების სიაში მოხვდნენ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის, ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენლები... Читать дальше...

სანქტ-პეტერბურგის თავზე ცა 2 საათით იყო დახურული

Radiotavisupleba.ge 

სანქტ-პეტერბურგის თავზე 200 კმ საჰაერო სივრცე 2 საათის განმავლობაში იყო დახურული და პულკოვოს აეროპორტი თვითმფრინავებს ვერ ემსახურებოდა. პულკოვოს აეროპორტში გადადებული რეისების მგზავრები ჰყვებოდნენ, რომ ისინი ასაფრენად გამზადებული თვითმფრინავებიდან ჩამოსვეს. ადგილობრივი დროით 12:00 საათისთვის სანქტ-პეტერბურგის თავზე და ოლქში საჰაერო სივრცე კვლავ გახსნეს, პულკოვოს აეროპორტი რეისებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ საჰაერო თავდაცვაზე პასუხისმგებელმა დასავლეთის... Читать дальше...

შვედეთის ელჩი „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებულ კანონპროექტზე: ჯერ კიდევ არის დრო და იმედი გვაქვს, რომ საქართველო არ მიიღებს ამ კანონს

News.ge 

მიგვაჩნია, რომ ამ სახის კანონი შეუსაბამო იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ფასეულობებთან, შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროინტეგრაციასთან. ჯერ კიდევ არის დრო და იმედი გვაქვს, რომ საქართველო არ მიიღებს ამ კანონს, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ყველამ ვნახეთ შეთანხმებული პასუხი საქართველოს უახლოესი საერთაშორისო მეგობრებისა და ...

"სააკაშვილი ყველა ნაბიჯს ამერიკელებს უთანხმებდა" - დეპუტატი ინჯია აგვისტოს ომის გამოძიებას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი "ევროპელი სოციალისტებიდან" ფრიდონ ინჯია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მაშინდელი პრეზიდენტისა და "სააკაშვილის უცხოელი მფარველების" პასუხისმგებლობაზე საუბრობს. დღეს, 28 თებერვალს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მან საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა და პროკურატურაში გამოძიების დაწყება მოითხოვა. დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "მთავარი დანაშაული" "ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინა".   "ყველამ ვიცით... Читать дальше...

პუტინმა სტივენ სიგალი "მეგობრობის ორდენით" დააჯილდოვა

Radiotavisupleba.ge 

ამერიკელმა მსახიობმა სტივენ სიგალმა, რომელიც 2016 წლიდან რუსეთის მოქალაქეა, ჯილდო მიიღო აშშ-სთან და იაპონიასთან "კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობის" გაღრმავებისთვის. ვლადიმირ პუტინის ბრძანება რუსეთის სახელისუფლებო ვებგვერდზე გუშინ გამოქვეყნდა. 7 წლის წინ სტივენ სიგალს რუსული პასპორტი პირადად პრეზიდენტმა გადასცა. 2018-ში კი ის გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აშშ-სთან და იაპონიასთან ურთიერთობებში. მისი ამოცანაა, გააძლიეროს კულტურული კავშირები და დააკავშიროს ერთმანეთს ახალგაზრდა ხელოვანები. Читать дальше...

დინარა ვაჩნაძის გათავისუფლება ეროვნული მუზეუმიდან სააპელაციო სასამართლომაც უკანონოდ მიიჩნია

Radiotavisupleba.ge 

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ეროვნული მუზეუმიდან დინარა ვაჩნაძის გათავისუფლება. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს, რომელიც დინარა ვაჩნაძის ინტერესებს იცავდა შრომით დავაში.  დინარა ვაჩნაძე 2006 წლიდან მუშაობდა ეროვნულ მუზეუმში - ხელოვნების მუზეუმიდან ის თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ჩატარებული რეორგანიზაციის ფარგლებში გაათავისუფლეს სამსახურიდან ათობით სხვა კოლეგასთან ერთად. Читать дальше...

უკრაინაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობამ 8 ათასს გადააჭარბა: გაერო

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან უკრაინაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობამ 8 ათასს გადააჭარბა, - ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ თებერვლის მოხსენებაში. ომის მსხვერპლად ჯამშ 21 ათას 580 ადამიანი იქცა, აქედან 8 ათას 101 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის-2,127 ქალი და 488 ბავშვი. "სამოქალაქო მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო საჰაერო დარტყმების, ასაფეთქებელი ნივთიერებების და შეტევითი შეიარაღების: არტილერიის, მრავალჯერადი... Читать дальше...

ცხინვალში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. დაჭრილია 5 წლის ბავშვი

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალში სამშაბათს, შუადღით, საკუთარ ავტომანქანაში ესროლეს ახალგაზრდა კაცს. ის ადგილზე დაიღუპა. ავტომობილში მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. დაჭრილია 5 წლის ბავშვი, ის ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობა ისაკ ხარებოვის ქუჩაზე, პურკომბინატთან მოხდა. მილიცია მოკლულის ვინაობას არ აცხადებს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ხარებოვის ქუჩაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. მკვლელობის შემდეგ მილიციამ გააძლიერა კონტროლი... Читать дальше...



სერბეთი და კოსოვო შეთანხმდნენ ევროკავშირის მიერ შემუშავებულ გეგმაზე

Radiotavisupleba.ge 

სერბეთისა და ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს რესპუბლიკის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს "ურთიერთობების ნორმალიზების გზის“ შესახებ ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას. ამის თაობაზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა 27 თებერვალს ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. მაგრამ, ბორელის თქმით, ეს მხოლოდ შეთანხმების შესრულების გაგრძელების სურვილია, რაც შემდგომ მოლაპარაკებებს მოითხოვს. ამავე დროს, სერბეთისა და კოსოვოს მხარეებმა პირობა დადეს... Читать дальше...

პრეზიდენტი "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტზე ვეტოს დადებას აპირებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ვეტოს დაადებს საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ". ამის შესახებ მან დღეს, 28 თებერვალს თქვა გენდერული თანასწორობისათვის პოლიტიკურ ფორუმზე. "კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც ახლა იხილება. არ შევალ ამ კანონის განხილვაში, ვეტოს ყოველ შემთხვევაში დავადებ. მე არ მაქვს სამართლებრივი პოზიციები, რომ ის მუხლი ან ეს მუხლი არ ვარგა. ეს კანონი პირდაპირ არის მიღებული იმისთვის, რომ დაგვაშოროს ევროპისგან და ამდენად... Читать дальше...

ერთი ადამიანი დაიღუპა რუსეთის არმიის მიერ ხერსონის მორიგი დაბომბვის შედეგად - ერმაკი

Radiotavisupleba.ge 

28 თებერვალს რუსეთის ჯარების მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრი ერმაკმა განაცხადა. "რუსებმა ხერსონი ისევ დაბომბეს. დაბომბვის შედეგად განადგურდა კერძო საცხოვრებელი კორპუსი. არის მსხვერპლი. ასევე ცნობილია ერთი დაღუპულის შესახებ", - წერს ერმაკი ტელეგრამის არხით გავრცელებულ ცნობაში, რომელსაც დაზიანებული შენობების ფოტოებიც ახლავს. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსს სხვა დეტალები არ წარმოუდგენია. მას შემდეგ... Читать дальше...

გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიში ტერორიზმის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს ანგარიშს 2021 წელს ტერორიზმის შესახებ. საქართველოსთან მიმართებით ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წელს საქართველო განაგრძობდა ტერორიზმთან აქტიურ ბრძოლას და უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის ძლიერ პარტნიორად რჩებოდა. ანგარიშში ასევე საუბარია 2021 წლის 5 ივლისს მედიისა და აქტივისტების მიმართ ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე. „ტერორიზმის თვალსაზრისით 2021 წელს საქართველოში ვითარება მშვიდი და სტაბილური იყო, საქართველო თავისი საზღვრების უსაფრთხოების... Читать дальше...

კონცეპტუალური პროექტი ვაკეში – საქართველოს ბანკისა და კომპანია „შიფტის“ პარტნიორობით ახალი საცხოვრებელი კორპუსი შენდება

News.ge 

ქალაქის ცენტრალურ უბანში, მშვიდ გარემოში მოქცეული საცხოვრებელი, რომელიც მთაწმინდის ტყე-პარკსა და ძველ ვერას გადაჰყურებს – საქართველოს ბანკისა და კომპანია „შიფტის“ პარტნიორობით შექმნილი კონცეპტუალური პროექტია, რომელიც მომხმარებელს მათ გემოვნებაზე მორგებულ ბინებს სთავაზობს. გამორჩეული არქიტექტურისა და თანამედროვე დიზაინის საცხოვრებელი პროექტის ჯამური ღირებულება 850 000 აშშ დოლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 450 000 აშშ დოლარს შეადგენს. „ჩვენი ...

ვიტალი კიმი: ამ დღეებში ყველაფერს უნდა ველოდოთ, რადგან რუსები მზად არიან შეტევისთვის

News.ge 

ნიკოლაევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, რუსები მზად არიან შეტევისთვის და ამ დღეებში, ყველაფერია მოსალოდნელი. ამის შესახებ კიმმა თავისი გუშინდელი სიტყვების განმარტებისას განაცხადა, რამაც მედიის ცნობით, ბევრი უკრაინელი შეაშფოთა – „რაღაც იგეგმება“, წერდა კიმი. როგორც ვიტალი კიმმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, უკრაინის არმია და დაზვერვის სამსახური რუსების შეტევისთვის მზად არიან. „ამ დღეებში ყველაფრისთვის ...

მოლდოვა დესტაბილიზაციის გეგმის მომზადებაში ეჭვმიტანილ ორ უცხოელს გააძევებს

Radiotavisupleba.ge 

27 თებერვალს მოლდოვის სადაზვერვო სამსახურმა განაცხადა, რომ აპირებს ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, რომლებიც მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით "ძირგამომთხრელი ქმედებების" განხორციელების განზრახვაში არიან მხილებულნი. დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის (SIS) განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ პირებს მოლდოვაში დაბრუნება 10 წლით ეკრძალებათ. SIS-ის ცნობით, დაზვერვის სამსახურმა დაადგინა, რომ ამ ორმა ადამიანმა "ქვეყანაში შიდა სიტუაციის დესტაბილიზაციის გეგმის განსახორციელებლად"... Читать дальше...

ალეკო ელისაშვილი სახალხო დამცველობის კანდიდატად თანაპარტიელს ასახელებს

Radiotavisupleba.ge 

ალეკო ელისაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი პარტია "მოქალაქეებიდან", სახალხო დამცველობის კანდიდატად თანაგუნდელს, დეპუტატ ლევან იოსელიანს ასახელებს. თანაპარტიელის შესახებ მან პარლამენტში ისაუბრა დღეს, 27 თებერვალს. "ერთ-ერთი მთავარი პუნქტი არის სახალხო დამცველის კანდიდატთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა. ვიცით, რომ ვერცერთი პარტია, ყველაზე დიდი პარტიაც კი, დამოუკიდებლად ვერ შეძლებს კანდიდატის გაყვანას. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ, რომ პირველი მცდელობა ამაო იყო... რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ჩვენთვის და ჩვენი პარტიისთვის... Читать дальше...

რუსული რადიო და ტელეარხებით გავრცელდა შეტყობინება საჰაერო განგაშის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის რამდენიმე რეგიონში, ზოგიერთი რადიო და ტელეარხის ეთერით გადაიცა გაფრთხილება საჰაერო განგაშის შესახებ. გამოცემა „ნოვაია გაზეტა-ევროპას“ ინფორმაციით, გაფრთხილება მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმის გამო თავშესაფრებში გადასვლის შესახებ გავრცელდა მოსკოვის, ლენინგრადის, ბელგოროდის, სვერდლოვსკის და ვორონეჟის ოლქებში. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ სერვერებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა და რადიო და ტელეარხების ეთერით გასული ინფორმაცია ტყუილია. 22 თებერვლის შემდეგ, ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა.

სანქტ-პეტერბურგის აეროპორტი თვითმფრინავებს ვერ იღებს. ქალაქის თავზე ცა დაიხურა

Radiotavisupleba.ge 

სანქტ-პეტერბურგის ცა პულკოვოს რაიონში უცნობი ობიექტის გამო დაკეტილია, განუცხადეს სააგენტო "რია ნოვოსტის" ქალაქის საგანგებო სამსახურში. სანქტ-პეტერბურგის თავზე საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ პირველად ტელეგრამის არხებმა Baza-მ და "112-მა" დაწერეს. Baza-ს მონაცემებით, ტერიტორიაზე მოქმედებს ე.წ. ხალიჩის გეგმა, რომელიც საჰაერო სივრცეში ამოუცნობი მფრინავი ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში ირთვება. "112" ირწმუნება, რომ ამ გეგმის ამოქმედების შემთხვევაში ყველა საფრენი აპარატი, გარდა სამხედრო და სამაშველოსი, მიწაზე უნდა დაეშვას. Читать дальше...

მამუკა მდინარაძე: …ამისი თქმის საშუალება მექნება მომდევნო კვირის ორშაბათ დღეს

News.ge 

დაუჭერს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა მხარს პოლიტიკური ჯგუფის, „მოქალაქეების“ წევრ ლევან იოსელიანს სახალხო დამცველის კანდიდატურაზე, შემდეგი კვირის ორშაბათს გაირკვევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა. „შეიძლება არ იყოს უმრავლესობაში ამაზე ერთგვაროვანი დამოკიდებულება, მითუმეტეს, რომ იყო აზრი, რომ პოლიტიკური მიკერძოება იყო კანდიდატობის გამომრიცხავი, ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ. ეს არგუმენტი შეიძლება ბევრმა მოიტანოს უმრავლესობის ...

პაატა მანჯგალაძე: „ქართულ ოცნებას“ ვეუბნები – ჩემი დასაცავი გახდებით, თუ სააკაშვილს მოკლავთ

News.ge 

„ქართულ ოცნებას” ვეუბნები – ჩემი დასაცავი გახდებით, თუ სააკაშვილს მოკლავთ, პირდაპირ გეუბნებით, ჩვენი დასაცავი იქნებით, რადგან როგორი სტანდარტითაც სააკაშვილს მოექცევით, ისეთი სტანდარტით მოგექცევიან თქვენც, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის დემარშს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქართველოს ევროპული წესებით მოქმედებას სთხოვენ. „ქართული ოცნების” პროპაგანდას არ უნდა ავყვეთ, რომლებიც ანტიდასავლურ პროპაგანდას აღვივებენ. Читать дальше...

პესკოვი: მოვისმინეთ შოლცისა და მაკრონის განცხადებები, რომ გააგრძელებენ პუტინთან კომუნიკაციას, რათა ეძებონ გზები და გამოსავალი სიტუაციიდან, თუმცა, ბოლო დროს არანაირი ინიციატივა არ ყოფილა

News.ge 

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის მტკიცებით, ვლადიმერ პუტინი ღიაა უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისგან, ან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან ასეთ კომუნიკაციასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში, არანაირი ინიციატივა არ წამოსულა, მიუხედავად იმ განცხადებებისა, რასაც ისინი რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე აკეთებენ. პესკოვს დაუსვეს შეკითხვა, არის თუ არა მოსკოვი ახლა დიალოგისთვის მზად იმ ფონზე, როდესაც ევროპელი ლიდერები, როგორიცაა ...

დეპუტატი მაჭარაშვილი: EU-ს გასაღები ბრიუსელში გვეგონა, თურმე "ვივამედში" ყოფილა

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი "ხალხის ძალიდან" გურამ მაჭარაშვილი აკრიტიკებს საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის. დეპუტატმა შეაფასა 27 თებერვალს ელჩის მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრისთვის გადაცემული დემარში, რომელიც უკავშირდებოდა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას. "ჩვენ აქამდე გვეგონა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გასაღები იყო ბრიუსელში და თურმე ყოფილა "ვივამედში". ახლა რაც გვითხრა ევროკავშირის ელჩმა, ამას ნიშნავს ზუსტად, რომ ჩვენი საპარლამენტო... Читать дальше...

დმიტრი პესკოვი: პუტინს ჯერ არ განუცხადებია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში

News.ge 

კრემლის ლიდერის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ჯერ არ განუცხადებია მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. პესკოვი ამბობს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. „ჯერჯერობით არ არსებობს არც წინასაარჩევნო და არც საარჩევნო განწყობა. პუტინს ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. ის ახლა ნამდვილად არ არის მზად. ჩვენ ჯერ არ მოგვისმენია პუტინისგან განცხადება, რომ აპირებს ...

საქსტატის შეფასებით, 2023 იანვარში საქართველოს ეკონომიკა 8,4%-ით გაიზარდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეკონომიკა 2023 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8,4 პროცენტით გაიზრდა. წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. ეკონომიკის ზრდაზე გავლენა ჰქონდა შემდეგ დარგებს: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები. ამავე პერიოდში კლების ტენდენცია იყო: დამამუშავებელი მრეწველობის, პროფესიული, სამეცნიერო ტექნიკური საქმიანობებისა და ენერგეტიკის სექტორებში. 2023 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 9,4 პროცენტი იყო.





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *